ამოცანები 7 სახალისო თავსატეხი გონების გასავარჯიშებლად 2018, 18 აგვისტო, 23:23 2012 წელს გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება მათთვის, ვინც რეგულარულად ავარჯიშებს გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად თამაშობენ ჭადრაკს ან ხსნიან ამოცანებს, ალცჰაიმერი ან დემენცია (ჭკუასუსტობა) გაცილებით იშვიათად ემართებათ.
სტატიაში 7 თავსატეხს შემოგთავაზებთ, რომლებიც გონების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. წარმატებებს გისურვებთ! 1. რომელი მათგანია დაქორწინებული?პასუხი2. დევნადეტექტივი კრიმინალს მისდევდა, რომელიც ერთი მარტოხელას სახლში გაიქცა. სახლის მეპატრონემ დეტექტივი შეიპატიჟა. დეტექტივმა ჰკითხა: "ვინმე შემოვიდა აქ"? მეპატრონემ უპასუხა: "არა, არავინ შემოსულა და არავინ გასულა". დეტექტივმა ჰკითხა: "ოჯახთან ერთად ცხოვრობ"? მეპატრონემ უპასუხა: "არა, მარტო ვარ". დეტექტივმა ჰკითხა: "კარგი, გმადლობ. სიგარეტი გინდა"? მეპატრონემ უპასუხა: "არა, არ ვეწევი". დეტექტივმა უთხრა: " სულ მცირე, 3 არგუმენტი მაინც მაქვს, რომ იტყუები". რა შეამჩნია დეტექტივმა ოთახში? პასუხი3. გაქცევადიდი ხნის წინ ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფე, რომელიც თავისი იმპერიის დატოვების უფლებას არავის აძლევდა და არც უცხოელებს უშვებდა შიგნით. არსებობდა ერთადერთი ხიდი, რომელიც მის სამეფოს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. გაცემული იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც სამეფოს დატოვებას შეეცდებოდა, უნდა მოეკლათ, ისინი კი, ვინც შემოსვლას ეცდებოდნენ, უკან გაებრუნებინათ. ხიდს მცველი იცავს, რომელიც თავის ქოხში 5 წუთით ისვენებს ხოლმე და შემდეგ ისევ საგუშაგოს უბრუნდება. ხიდზე გადასასვლელად კი 8 წუთია საჭირო. მხოლოდ ერთმა ქალმა მოახერხა გაქცევა. როგორ? პასუხიროცა დაცვა დასასვენებლად ქოხში იყო შესული, ქალმა ხიდის გადაკვეთა დაიწყო. 5 წუთის შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდა, თითქოს სამეფოში მოდიოდა. სამეფოში მას საბუთები მოთხოვეს და რადგანაც არ ჰქონდა, უკან გააბრუნეს.4. ყვინთვაბიჭმა გადაწყვიტა, აკვალანგით ეცურა, თუმცა, პირველი ყვინთვისას დაიკარგა წყლის ქვეშ. მან ზედაპირზე დასაბრუნებელი გზა არ იცოდა და ამასთანავე, ჟანგბადიც ეწურებოდა. როგორ იპოვა ბიჭმა გზა ზედაპირისკენ? პასუხისაითაც ბუშტუკები მიდიან, ზედაპირიც იქითაა. 5. იდუმალი სიკვდილიდეტექტივი მაღალსართულიან შენობასთან ახლოს, ასფალტზე მწოლიარე მკვდარ ქალს აკვირდება. ყველა ფიქრობს, რომ ის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამბის გამოსაძიებლად დეტექტივი შედის პირველ სართულზე, აღებს დაკეტილ ფანჯარას, აგდებს მონეტას და შემდეგ ამ მოქმედებას იმეორებს ყველა დარჩენილი სართულის ყველა ფანჯარასთან. ბოლოს ის ასკვნის, რომ ქალი მოკლეს. როგორ დაადგინა დეტექტივმა ეს? პასუხითუ ყველა ფანჯარა ყველა სართულზე დაკეტილი იყო, ქალი ფანჯრიდან ვერ გადმოხტებოდა და სუიციდით ვერ დაამთავრდება ცხოვრებას.6. კასეტაპოლიციამ მკვდარი მამაკაცის სხეული იპოვა, რომელსაც ხელში კასეტა და იარაღი ეჭირა. როცა კასეტას მოუსმინეს, გაიგეს ხმა: "სიცოცხლისთვის მიზეზი აღარ მაქვს", რასაც იარაღის გასროლა მოჰყვა. პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცი მოკლეს. როგორ მიხვდა პოლიცია ამას? პასუხითუ ადამიანმა თავი მოიკლა, კასეტაზე გადახვევის ღილაკს ვინ დააჭირა? 7. თაფლობის თვეახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეზე წავიდა, თუმცა, მამაკაცი მოგზაურობიდან მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი უბედურ შემთხვევაში დაიღუპა. პოლიციამ კაცი დააპატიმრა და უთხრა: "მოგზაურობის აგენტის მიხედვით, ცოლი შენ მოკალი"! საიდან იცოდა აგენტმა, რომ კაცმა მოკლა ცოლი? პასუხიკაცმა უკან დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინა თავისთვის. თქვენ რამდენი თავსატეხის გამოცნობა შეძელით? გაგვიზიარეთ❤ ასევე დაგაინტერესებთ:1. მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ ამ თავსატეხების 30 წამში ამოხსნა 3. დავალება ყველაზე დაკვირვებულებს - შეძლებთ ფოტოზე ყველა შეცდომის პოვნას? 4. 5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ 5. ვინ გატეხა ლარნაკი? თქვენი არჩევანი ბევრ რამეზე მეტყველებს 501 5-ს მოსწონს
|