x
ნინა სიმონე

image

ნინა სიმონე – ეს ფსევდონიმია, რომელიც იუნაის კეტლინ უეიმონმა, სამსახიობო კარიერის დასაწყისში აირჩია. ის კაროლინის შტატში, ქალაქ ტრაიონში 1933 წლის 21 თებერვალს დაიბადა. სამ დასთან ერთად საეკლესიო გუნდში მღეროდა, რომლის ხელმძღვანელი დედამისი იყო.

6 წლიდან მუსიკის შესწავლა დაიწყო და 10 წლისამ ქალაქის ბიბლიოთეკაში სოლო–კონცერტი გამართა. კონცერტმა ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაში, რადგან მის მშობლებს კანის ფერის გამო, პირველ რიგში დაჯდომის უფლება არ მისცეს. პირველი რიგი თეთრკანიანი მსმენელისთვის იყო განკუთვნილი...

ოჯახის მეგობრების დახმარებით გოგონამ განათლება ნიუ–იორკის პრესტიჟულ კოლეჯში „Juilliard School of Music“ განაგრძო. პარალელურად ის ვოკალის პედაგოგთან აკომპანიატორად მუშაობდა, სასწავლებლის გადახადი რომ გამოემუშავებინა...

1953 წელს მან ატლანტიკ–სიტიზე, ერთ–ერთ ღამის კლუბში დაიწყო მუშაობა. სასცენო ფსევდონიმი – ნინა სიმონე, სწორედ მაშინ დაირქვა. „ნინა“ – ესპანურად გოგონას ნიშნავს, „სიმონე“ – კი საყვარელი ფრანგი მსახიობის, სიმონე სინიორეს სიყვარულის გამო შეარჩია.


1957 წელს ნინას სადებიუტო ფირფიტა „Little Girl Blue“ გამოვიდა. კრებულში სიმღერების აკომპანირებას როიალზე თავადვე ასრულებდა. ამერიკელმა მელომანებმა სადებიუტო ნამუშევარი კარგად მიიღეს. სინგლმა –„I Loves You Porgy“ პოპ–ჩარტებში მე–13–ე ადგილი დაიკავა.

60–იანი წლების დასაწყისში ნინა სიმონემ თანამშრომლობა მსხვილ კომპანიასთან „Colpix“ (Columbia Pictures Records) დაიწყო, რომლისთვისაც 4–საკონცერტო და 6 სტუდიური ალბომი ჩაწერა. სხვადასხვა მასალის ერთმანეთში ინტერპრეტაცია მის შემოქმედებას განუმეორებელს ხდიდა. მსმენელს ნაზი და სუფთა ვოკალით იზიდავდა...

მუსიკაში წარმატებას ნიჭის წყალობით მიაღწია. მისი ფირფიტები უბრალო, სადა არანჟირებით და ექლექტიკური სტილით, ყველასგან გამოირჩეოდა... ამ პერიოდში ნინას პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები მოხდა. პირველმა ქორწინებამ, რომელიც 1958 წელს შედგა, მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა...

მეორედ 1961 წელს ამერიკელ დეტექტივს, ენდი სტრაუდს გაჰყვა ცოლად. ქორწინებიდან ერთი წლის თავზე მათ ქალიშვილი შეეძინათ.

ლეიბლის „Philips“ მეურვეობით მომღერალმა სამ წელიწადში შვიდი ალბომი ჩაწერა. პარალელურად, 1966 წელს, სხვადასხვა ხმისჩამწერმა კომპანიებმა ნინას ხუთი ალბომი გამოუშვეს. რამდენიმე სიმღერის ქავერ–ვერსიები (უეილ ბრეხტის „Pirate Jenny“, ჟაკ ბრელის „Ne Me Quitte Pas“ და ა.შ.) მსმენელმა დიდი წარმატებით მიიღო.

60–იანი წლების ბოლოს მომღერალმა „RCA Records“–თან გააფორმა კონტრაქტი. ნინას შემოქმედების მუსიკალური მენეჯმენტი კი, მისმა მეუღლემ ჩაიბარა. შედეგად მის დისკოგრაფიას ათამდე ახალი ალბომი შეემატა...

ნინას შემოქმედების ნამდვილ მარგალიტად, ავტობიოგრაფიული სიმღერა „Young, Gifted & Black“ იქცა, რომელიც უელდონ ირვინ უმცროსთან ერთად დაწერა. 1965 და 1968 წელს იუნაის კეტლინმა საგასტროლო კონცერტები ევროპაში გამართა, სადაც უამრავი თაყვანისმცემელი ელოდა...

მისი სიმღერები „Ain’t Got No“ და „To Love Somebody“ ბრიტანული ჰიტ–აღლუმების ხუთეულში მოხვდა. ამ ფაქტმა მისი პოპულარობა ერთი–ორად გაიზარდა.

70–იანი წლები პირად ცხოვრებაში პრობლემებით დაიწყო... მომღერალი მეუღლეს გაეყარა და მენეჯჯმენტის თავად მოგვარებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ... (ერთხელ, ის გადასახადების არ გადახდის გამოც კი დააპატიმრეს). მოგვიანებით, ფინანსურ საკითხებში დახმარება, ნინას ძმამ, სემ უეიმონმა გაუწია...

მომღერლისთვის, რასიზმთან ბრძოლის გამო, ამერიკაში ცხოვრება შეუძლებელი გახდა... ის იძულებელი იყო ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასულიყო. მომღერალი პერიოდულად შვეიცარიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, ლიბერიაში და ბარბადოსში ცხოვრობდა...

დიდი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, „შანელის“ სუნამოს სარეკლამო ვიდეორგოლში, კომპოზიცია „My Baby Just Cares for Me“, (რომელიც ჯერ კიდევ 1959 წელს იყო დაწერილი) გაისმა... და ნინა სიმონემ პოპულარობა ახალ თაობაში მოიპოვა. თავად სიმღერა კი, ბრიტანეთის ჰიტ–აღლუმების ხუთეულში მოხვდა.

1991 წელს, ლონდონში და ნიუ–იორკში, მომღერლის ავტობიოგრაფიული წიგნი „I Put a Spell on You“ გამოვიდა, რომელიც მოგვიანებით ფრანგულ და გერმანულ ენებზეც ითარგმნა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნინას შემოქმედბით საქმიანობაში ხელს უშლიდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო გერმანიაში რამდენიმე კონცერტი გადაიდო...

2001 წელს კარნეგი ჰოლში სცენაზე სხვისი დახმარებით გამოვიდა...

2003 წლის 21 აპრილს, საფრანგეთში, მარსელთან ახლოს, 70 წლის ასაკში, მომღერალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

მომღერლის შემოქმედებაში 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომი და 320 სხადასხვა სტილის კომპოზიცია შედის...


დისკოგრაფია :

„High Priestess of Soul“ – 1966
„Blues“ – 1991
„Four Women: the Nina Simone Philips Recordings (4CD Box Set)“ – 2003
1
77
3-ს მოსწონს
ავტორი:Tock
Tock
77
  
0 1 1