x
image
თორ ნიკე
რიჩარდ დოკინსი - სიცოცხლის სილამაზე
რიჩარდ დოკინსი - სიცოცხლის სილამაზე

ცნობილი ინგლისელი ბიოლოგი და ეთოლოგმა, რიჩარდ დოკინსმა ერთ-ერთ, მეცნიერების პოპულარიზაციისთვის მიმართულ ვიდეოში მიმოიხილა სიცოცხლის რაობა და მისი არსი, დაგვანახა ისიც, თუ რამდენად იღბლიანები ვართ, რომ საერთოდ ვარსებობთ ამ სამყაროში. აღსანიშნავია, რომ სპერმის ერთ ეაკულატში მინიმუმ 250 მილიონი სპერმატოზოიდია. ჩვენ უკვე ჩასახვიდანვე იღბლიანები ვართ, წარმოიდგინეთ რამდენ ჩვენნაირს ვაჯობეთ. ეს ხუმრობასავით ჟღერს, არადა რეალობას წარმოადგენს. აი რა განაცხადა დოკინსმა:


რიჩარდ დოკინსი - სიცოცხლის სილამაზე


"დარვინისეულმა ბუნებრივმა გადარჩევამ ამ პლანეტაზე და ჩემი ვარაუდით ბევრ სხვა პლანეტაზეც, თავი მოუყარა რაღაც სრულიად არაჩვეულებრივს. ისეთი სირთულის სამყაროს, რომელიც შეუცნობელია თვით ფიზიკოსებისთვის. ისეთი სირთულის სამყაროს, როგორიც ბიოლოგიის სამყაროა. და როგორც მინიმუმ ამ პლანეტაზე მაინც, წარმოქმნა ისეთი საოცრება, როგორიც ადამიანის ტვინია, რომელიც ერთადერთი ორგანოა, რომელმაც საკუთარ თავს სახელი დაარქვა და რომელსაც შეუძლია გაიგოს და შეისწავლოს ის პროცესები, რომლებმაც იგი წარმოქმნა. მას შეუძლია შექმნას იმ სამყაროს მოდელი, რომელშიც ვიმყოფებით. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, რომელიც თითქმის სრულყოფილია ჩვენნაირი სიცოცხლის არსებობისთვის. არც ზედმეტად ცივი, არც ზედმეტად ცხელი, ის ნებივრობს მზის მეგობრულ სხივებში, ზომიერად მორწყული მაცოცხლებელი თხევადი წყლით, მწვანე და ოქროსფერი მოსავლის თანაბარი მონაცვლეობით. დიახ, აქ არსებობს უდაბნოები და ღატაკთა გარეუბნები, არსებობს უკიდურესი შიმშილი და სიღატაკე, მაგრამ აბა შეადარეთ, პლანეტების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის სამოთხეა და უამრავი ადგილი მასზე ჯერ კიდევ სამოთხისებურია როგორ მკაცრადაც არ უნდა შევაფასოთ. როგორია იმის ალბათობა, რომ შემთხვევით არჩეულ პლანეტას ასეთი ხელსარელი თვისებები ექნება? ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლებითაც კი ამის ალბათობა მილიონში ერთია.



ჩვენ დავიხოცებით და ეს იღბლიანებად გვხდის, ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა არასოდეს მოკვდება, იმიტომ რომ არც არასოდეს დაიბადებიან. ადამიანები, რომლებიც აქ შეიძლება ყოფილიყვნენ ჩემ მაგივრად, მაგრამ სინამდვილეში ვერასოდეს ნახავენ დღის სინათლეს, საჰარას უდაბნოს ქვიშის მარცვლებზე ბევრნი არიან. ამ არდაბადებულ აჩრდილებს შორის უდავოდ შექსპირზე დიდი პოეტები მიოძებნება და ნიუტონზე უფრო დიდი მეცნიერებიც. ჩვენ ეს ვიცით, რადგან შესაძლო ადამიანთა სიმრავლე, რომელიც ჩვენი დნმ-ით არის დაშვებული იმდენად აჭარბებს დაბადებული ადამიანების სიმრავლეს...

ამ დაუნდობელი, გამაოგნებლად მცირე შანსების მიუხედავად მაინც მე და შენ, ჩვეულებრივი ადამიანები - აქ ვართ და მეტიც, კიდევ უფრო მეტად ვართ დაჯილდოებულნი ბუენბისაგან იმ შესაძლებლობით, რომ ვიგებდეთ თუ რატომ არის ჩვენი თვალები ახელილი, რატომ ხედავენ იმას, რასაც ხედავენ, იმ ხანმოკლე დროის განმავლობაში, ვიდრე სამუდამოდ დაიხუჭებიან."




სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე


წყარო: ფეისბუქის ქართული სამეცნიერო გვერდი "Pale Blue Dot"


0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0