x
image
თორ ნიკე
ცნობიერება - სამყაროს ამოუხსნელი ფენომენი
ცნობიერება


პირველი თავის ტვინი 505 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა ჭიაყელასებრებში. ჩემი სუბიექტური აზრით მას შემდეგ არსებობს ცნობიერებაც. ჭიაყელების თავის ტვინი მხოლოდ 39 ნეირონისგან შედგება მაშინ, როცა ადამიანის თავის ტვინს 100 მილიარდი ნეირონი გააჩნია. ჩემი აზრით ცნობიერი არის ილუზია, რომელსაც ნეირონების ურთიერთქმედება ქმნის და ცნობიერების დონის და აღქმის პირდაპირპროპორციულია ნეირონების და მათი ურთიერთკავშირების რაოდენობა ანუ რაც მეტი ნეირონია ურთიერთქმედებაში, მით უფრო დიდია ცნობიერება. საერთოდ არაა ნეირონები? - საერთოდ არაა ცნობიერებაც... მაგრამ ქმნის კი ნეირონები ცნობიერებას, თუ ცნობიერება უფრო ღრმა ფენებში ჩადის? მაგალითად კვანტურ დონეზე, იქნებ ცნობიერება სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტია?! ამ კითხვაზე მეცნიერებას ჯერჯერობით პასუხი არ გააჩნია და ამის გასარკვევად პირველ რიგში უნდა ვთქვათ თუ რა ქცევა განსაზღვრავს ცნობიერებას. როგორ უნდა მოიქცეს ცოცხალი არსება ან საერთოდ მატერია, რომ ის ცნობიერების თუნდაც უმდაბლესი დონის მატარებლად ჩაითვალოს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უკვე გასაღებად შეიძლება ჩაითვალოს. ცნობიერება ბიოლოგიური მოვლენაა. ის არაა მხოლოდ სუბიექტური, ის ობიექტურიცაა. ზოგი ამბობს, რომ ის არაა მეცნიერების ნაწილი, რომ მას ვერ მისწვდება მეცნიერება. ასეთ ადამიანებს აქვთ გავლენა რელიგიური დუალიზმის ჰიპოთეზისა, რომ თითქოს ის სულის თვისება იყოს, ან ამბობენ, რომ ცნობიერება სუბიექტურია და აღქმადია მხოლოდ მისი მქონესთვის და არაა ობიექტურად დაკვირვებადი. ზოგი ფიქრობს რომ ცნობიერება ილუზიაა, როგორც ცისარტყელა ან მზის "ჩასვლა" და ის რეალურად არც არსებობსო. ზოგი ფიქრობს, რომ ეს კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც ტვინში მუშაობს. ზოგი კი ფიქრობს, რომ ერთადერთი რამ, რაც არსებობს - ესაა ქცევა. ამ შეხედულებას ბიჰევიორიზმი (ქცევიზმი) ეწოდება და სამარცხვინოდ გავლენიანი იყო. ზოგიერთის აზრით ცნობიერი შეიძლება არსებობს, მაგრამ არანაირ გავლენას ახდენს რეალობაზე. როგორ შეიძლება არამატერიალურმა მატერიალურზე მოახდინოს გავლენაო.

ცნობიერება შედგება ყველა გრძნობისგან, აღქმებისგან, ის იწყება დილიდანვე, როცა იღვიძებთ და გრძელდება მთელი დღე, კვლავ დაძინებამდე. ამ განმარტების მიხედვით სიზმარი ცნობიერების ფორმაა. ყველა ჩვენი ცნობიერი მოვლენა, გამონაკლისის გარეშე, გამოწვეულია ტვინში დაბალ დონეზე მიმდინარე ნეირობიოლოგიური პროცესებით და ისინი ტვინში ვლინდება როგორც მაღალი დონის ანუ სისტემის თვისება. ეს დაახლოებით ისეთივე იდუმალებაა, როგორც წყლის თხევადი მდგომარეობა. ანუ წყლის თხევადი მდგომარეობა არის არა დამატებითი სითხე, რომელსაც წყლის მოლეკულები ქმნიან, არამედ ეს უბრალოდ სისტემის განსხვავებული მდგომარეობაა და როგორც ჭიქაში ჩასხმული წყალი შეიძლება გადავიდეს თხევადიდან მყარ მდგომარეობაში, ასევე ჩვენი ტვინიც შეიძლება დაგავიდეს ცნობიერიდან არაცნობიერ მდგომარეობაში. ისევ და ისევ მოლეკულების განსხვავებულად ქცევის წყალობით (როგორც წყლის შემთხვევაში იცვლის აგრეგატულ მდგომარეობას). ასეთი მარტივია აიხსნას ე.წ. "გონება-სხეულის" პრობლემა.

ცნობიერება არის როცა იაზრებ მოვლენებს ანუ იცი, რასაც აკეთებ და გეგმავ რასაც აკეთებ ან აღიქვამ შენს პიროვნებას და პიროვნულობას - გაქვს საკუთარი "მე"ს შეგრძნება. ცნობიერებას 3 ძირითადი დონე აქვს. პირველ დონეზე არსება აცნობიერებს ფიზიკურ სტიმულებს ხმაურს, შიმშილის გრძნობას, სითბოს და სიცივის შეგრძნებას და ასე შემდეგ ანუ იმას, რაც ჩვენ გარეთ ხდება.


მეორე დონეზე არსება აცნობიერებს, რომ აცნობიერებს, ანუ ხვდება და იცის, რომ შეუძლია აღიქვას მოვლენები.შეუძლია დაიმახსოვროს, ყურადღება მიაქციოს, იაზროვნოს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე თუ მეორე დონე გვაქვს, შეგვიძლია გავთავისუფლდეთ რეალური ობიექტებისგან და წარმოვისახოთ, წარმოვიდგინოთ ყველაფერი. მანიპულირება მოვახდინოთ წარმოსახვაში, ვიოცნებოთ, დავგეგმოთ და მომავალზე ვიფიქროთ რეალური ობიექტების გარეშე.

მესამე დონე არის უმაღლესი, რომელიც ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ახალი კვლევებით დასაფიქრებელია, რომ ეს ჰქონდეთ დიდ პრიმატებს, დელფინებს და სპილოებსაც კი. ეს არის თვითცნობიერება, ანუ საკუთარი თავის აღქმა ინდივიდად, პიროვნებად, ანუ იმის აღქმა, რომ მე მაქვს საკუთარი ავტობიოგრაფია, წარსული და ვაცნობიერებ ჩემს თავს ამ უდიდეს სამყაროში, როგორც მისგან გამოყოფილ, დამოუკიდებელ პიროვნულ არსებას. ჯერ მე ვარ ცენტრი და ყოველივე რაც ხდება თითქოს ფილმივით მიმდინარეობს ჩემ გარშემო.

მარტივ ცხოველებს აქვთ ცნობიერების პირველი დონე - მხოლოდ ფიზიკურ-ქიმიურ სტიმულებს აცნობიერებენ და მათზე შესაბამისი ინსტინქტური რეაქცია აქვთ. ჭიაყელებიდან დაწყებული თევზებით დამთავრებული.


თევზი

ცნობიერების მეორე დონე გააჩნიათ კატისებრებს, ძაღლისებრებს, ვეშაპისებრებს და ასე შემდეგ.


ძაღლი

დიდ პრიმატებში კი მესამე დონის ცნობიერება აღნიშნება, ზოგიერთს, მაგალითად შიმპანზეს იუმორის გრძნობაც აქვს.


მხატვარი შიმპანზე


რაც შეეხება კოლექტიურობას და შედარებით მარტივი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე არსებათა ინტელექტს, ეს თანდაყოლილი მეხსიერებაა, კოლექტიური მეხსიერება და ინსტინქტები. მაგალითად ჯერ ვერ ხსნიან ოკეანეებში თევზების გამრავლების პერიოდის დროს მიგრაციები რა მექანიზმებით მიმდინარეობს, რომ არასდროს ერევათ გზები, მიუხედავად თბილი დინებისა, რომ ჩიტები აშენებენ ბუდეებს, ეს ცნობიერების პირველი დონეა, ისინი ვერ აცნობიერებენ რას აკეთებენ, მაგრამ აშკარად აკეთებენ, თუნდაც ავიღოთ მაგალითად ფუტკრების, კრაზანების ბუდეების მშენებლობა, ჭიანჭველების ზოგიერთ შემთხვევაში კილომეტრებზე გადაჭიმული მიწისქვეშა კომპლექსები და საზოგადოებრივი იერარქია. რა წარმოშობს ასეთ მძლავრ ინსტინქტს პირველი დონის ცნობიერების არსებებში, რომ ისინი ყველაფერს ასე ზუსტად ახორციელებენ, ამდენად ზუსტ ფორმებში აშენებენ სკებს მაგალითად? ეს საკვლევი თემაა. როგორ იწერება ევოლუციის პროცესში ინფორმაცია თვითგადარჩენის შესახებ ასე კარგად გენეტიკაში, რომ ყოველი თაობა ამას გაუცნობიერებლად მშვენივრად აკეთებს? ყოველი მომდევნო თაობა იმეორებს წინების გამოცდილებას, თუ რომელ არსებას და რომელ ხმას უფრთხილდეს, როგორ აიშენოს საცხოვრისი, სად წავიდეს გამრავლების დროს, სად და როგორ დადოს კვერცხი და როგორ უპატრონოს შთამომავლობას და ასე შემდეგ. ეს თითქოს ბუნებრივი მეხსიერებაა. ცნობიერება მაღალი კოგნიტური პროცესია, თუმცა სად გადის ზღვარი მეხსიერებასა და ცნობიერებას შორის? პრინციპში მეხსიერებაც შეგვიძლია ცნობიერების პირველი საფეხურის დაბლა მდგომ მდგომარეობად განვიხილოთ და ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნეირონების არმქონე არსებებს - მცენარეებს, სოკოებს, ბაქტერიებს და ვირუსებსაც კი შესაძლოა ჰქონდეთ ბაზისური, უმდაბლესი საწყისი ცნობიერებისა. ვინ იცის, იქნებ ეს კიდევ უფრო ღრმად - ატომებამდე, კვარკებამდე და ლეპტონებამდეც კი ჩადის...




ავტორი: თორნიკე ფხალაძე




0
459
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0