x
image
Maia kordzadze
ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე ელონ მასკის დედის გვერდით გამოვიდა
image
Dolce & Gabbana-ს ყოველწლიური შოუები ყოველთვის გრანდიოზული დღესასწაულია, მაღალი მოდის მონაწილეობით ვარსკვლავების მსოფლიო ტრიუმფალურ წარმოდგენას მართავენ. 2018 წლის ზაფხულიც არ იყო გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.


იტა­ლი­ა­ში, კო­მოს ტბის სა­ნა­პი­რო­ზე ბოლო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. იტა­ლი­უ­რი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რო­ბის ქალი, მდიდ­რუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და მკვეთ­რი ფე­რე­ბი - არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტეს დო­მე­ნი­კომ და სტე­ფა­ნომ გლა­მუ­რულ სტილს.


ეს ჩვე­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო იმი­თაც, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მო­დე­ლე­ბის უფ­რო­სი თა­ო­ბა მო­ნა­წილ­ეობ­და: "სფე­ის იქ­სის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ელონ მას­კის დედა - მეი მას­კი, ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ევა ჰერ­ცი­გო­ვა, ჰე­ლე­ნა კრის­ტენ­სე­ნი, მათ გვერ­დით კი პო­დი­უმ­ზე იდგა ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, 23 წლის თა­თია ახა­ლა­ია.


image


საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული – თათია ახალაია ახალ მწვერვალებს იპყრობს; ქართველი ტოპ მოდელი ამჯერად DOLCE&GABBANA-ს ახალ საზაფხულო პროექტში Love MAIOLICA-ში გადაიღეს.


გადაღება 2018 წლის დასაწყისში შედგა და მასალები DOLCE&GABBANA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.


image

23 წლის თათია ახალაია საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული, ქართველი მოდელია; დახვეწილი ვიზუალის, საოცარი ქარიზმის, მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმისა და დაუღალავი შრომისმოყვარეობის დამსახურებით თათია ახალაიამ მოახერხა და წინა სეზონებზე გამოვიდა ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც არის: რობერტო კავალი, ნარცისო როდრიგეზი, ჰერმესი, მიუ-მიუდა სხვები…


image



image

თათია ახალაია, საკმაოდ სწრაფი და თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს წინ წარმატებისკენ. პარიზული და იტალიური მაღალი მოდა კი მის კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.

0
38
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0