x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135831
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
როგორ იცვლის ფერს ქამელეონი?

imageყველამ იცის რომ ქამელეონი იცვლის ფერს :მისი ეს თვისება უკვე ხატოვან გამონათქვამად იქცა და ამ გამონათქვამს სიამოვნებით იშველიებენ ისეთი ადამიანებიც კი, რომელთაც წარმოადგენაც არა აქვთ ქამელეონზე.ქამელეონები პატარა ქვეწარმავლები არიან .მათი სიგრძე იშვიათად აღწევს ნახევარ მეტრს. ისინი მართლაც ადვილად იცვლიან ფერს . როგორ ხდება ეს? მათ კანში სამი ფერის საღებავია :შავი, ყვითელი და წითელი .ყოველი მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს -ქრომატოფორებს, რომელთაც შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ გაფართოვდნენ კიდეც .ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან ობობების ფორმას იღებენ და, ცხადია, ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს იკავებენ .
თუ შავი ქრომატოფორები ფართოვდებიან წითლებთან ერთად, ხოლო ყვითლები იკუმშებიან, ქამელეონი ყავისფერს იღებს, თუკი ყვითელს ოდნავ შავი შეერევა, მას მწვანე ან მონაცრისფრო იერი გადაკრავს, თუ ყოველივე ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად ხდება, მაშინ სხეულზე შეიძლება წარმოიქმნას ნაირნაირი ნახატი .
ამა თუ იმ ქრომატოფორების გაფართოება თუ შეკუმშვა განპირობებულია იმპულსებით, რომლებიც ქამელეონის ნერვული სისტემიდან მოდის.

0
505
2-ს მოსწონს
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0