სხვა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წასული მომღერალი გოგონა პირველსავე ქვეყანაში მოკლეს 2018, 13 აგვისტო, 8:20 25 წლის მექსიკელი გოგონა გამეგზავრა მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ იმისთვის, რომ მისი შემოქმედება გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებს და თვითონ კი გასცნობოდა მათ კულტურას.
მარია მატუს ტენორი უკრავდა კლავიშებიან ინსტრუმენტზე და მღეროდა. გოგონამ გადაწყვიტა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და მსმენელისთვის საკუთარი მუსიკის გაცნობა. პირველი ქვეყანა, რომელიც მოინახულა, კოსტა-რიკა იყო.
იქ მარიამ გაიცნო ბრიტანელი გოგონა, დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს ერთად გაეცნოთ ეს ქვეყანა. ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ გოგონებმა სანტა-ტერეზას პლაჟისკენ აიღეს გეზი, რა დროსაც მათ ორი მამაკაცი დაესხა თავს, მარიამის ბრიტანელმა მეგობარმა მოახერხა მძარცველებისგან თავის დაღწევა და საშველად ადამიანების მოხმობაც, თუმცა მოგზაურმა-მუსიკოსმა ეს ვერ შეძლო, მამაკაცებმა მარია მოფარებულ ადგილზე გადაიყვანეს, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი გოგონას პოლიციაში რომ არ დაესმინა, წყალში ჩაახრჩვეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები ცხელ კვალზე დააკავეს - ბრიტანელმა თანამგზავრმა პოლიცია პლაჟზე მიიყვანა, იქვე აღმოაჩინეს მარიას გვამი, შორიახლოს, სულ რაღაც 200 მეტრში დააკავეს ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც გაქცევას ლამობდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მეორეც აიყვანეს. მათი გვარებია-ესკივალ სენდასი და ბენავიდეს მენდოზა.
ამ ფაქტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია თვით კოსტა-რიკაში, პოლიციამ სწრაფად მოახდინა დამნაშავეების იზოლირება, შესაძლო ლინჩის წესით გასამართლების შიშით.
603 8-ს მოსწონს
|