x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"....ასეთ ბიჭებში ჩასახლდება და მარადიულად იცოცხლებს - ღმერთი! .."- პოეტი ეკა კვიციანი

image

ამ დღეებში, წვიმა რომ გადაიღებს და მზე სათიბებზე სხივებს გადაატარებს, ბიჭი ცელს გადაიდებს მხარზე, საგზალს გადაკიდებს ცხენზე, გახედავს ლაგურკას ტაძარს, პირჯვარს გადაისახავს და მთებისკენ გაუყვება გზას...
მთაში გაჩერდება სამი, ოთხი, ხუთი დღე... ან სულაც, მთელი კვირა... ბიჭი ინვალიდია, სწრაფად ვერ დათიბავს, ვერც გამხმარი თივის მოგროვებას შეძლებს სხვებივით იოლად...
მაგრამ ის მაინც დათიბავს, დაელოდება გათიბული ბალახის თივად ქცევას, მოაგროვებს, შეკრავს ზვინებად და გამოუყვება გრძელ გზას უკან, სახლისკენ...
ჯიხვებისთვის და შვლებისთვის თიბავს და აგროვებს ბიჭი თივას...უტოვებს თივის ზვინებს, რომ გრძელ და თოვლიან ზამთარში შიმშილმა ქვემოთ, სოფელში არ ჩამოიტყუონ...
ადამიანებით საშიშად სავსე სოფელში...

ამაზე დიდი ადამიანობა, ამაზე დიდი სიმართლე, ამაზე დიდი ღვთისშვილობა მე არასდროს მინახავს, არც მსმენია...
რა დაუნდობლადაც არ უნდა ვკლავდეთ, ვერ მოვკლავთ, არ მოკვდება, ასეთ ბიჭებში ჩასახლდება და მარადიულად იცოცხლებს - ღმერთი! ❤-პოეტი, ეკა კვიციანი

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0