x
image
მანჩო 777
კაცი, რომელიც მკერდში დაშნის გაყრას მშვიდად იტანდა - ადამიანი-ლეგენდა მირინ დაჟო

ციურიხის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზ „კორსოში“ გამოსვლის შემდეგ მასზე მთელი ქალაქი, მერე კი მთელი მსოფლიო ალაპარაკდა: ასისტენტმა მას მკერდსა და ზურგში ხანჯლები და დაშნები გაუყარა, მირინს კი ამაზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდა... აი, როგორ აღწერა ეს გამოსვლა ერთ–ერთმა სტუდენტმა-მედიკოსმა:

„მირინ დაჟო, წელზემოთ შიშველი, ოთახის ცენტრში მდუმარედ იდგა, მასთან ჩქარი ნაბიჯით მივიდა ასისტენტი და ზურგში გაუყარა დაახლოებით 80- სანტიმეტრიანი დაშნა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა. სტუდენტები და მედიკოსები დაღებული პირებით სხედან და თვალებს ვერ უჯერებენ.

ეჭვიც არავის გასჩენია, რომ დაშნამ სხეულში გაიარა - მისი წვერი მკერდიდან გამოვიდა. ყველაზე საოცარი კი არა მირინის წარბშეუხრელობა, არამედ ის იყო, რომ მის სხეულზე ერთი წვეთი სისხლის კვალიც კი არ ჩანდა".




image




მირინ დაჟოს ნამდვილი სახელი და გვარი არნოლდ გერიდ ჰენკსე იყო. ის როტერდამში დაიბადა 1912 წელს. ნოლი, როგორც მას მეგობრები უწოდებდნენ, ბავშვობიდან იყო გატაცებული მხატვრობით და 20 წლის ასაკში უკვე არქიტექტორების ჯგუფს ხელმძღვანელობდა საპროექტო ბიუროში.

ბავშვობაში მას არაერთხელ გადახდენია უცნაური ამბები. ასე მაგალითად, ერთხელ დახატა გარდაცვლილი მამიდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და თვალითაც კი არ ჰყავდა ნანახი. ნახატი იმდენად მიმსგავსებული აღმოჩნდა რეალობასთან, თითქოს ბავშვი გარდაცვლილის ოთახში მჯდარიყოს.
დილით, როცა არნოლდი იღვიძებდა, ხედავდა, რომ საწოლი და ზეწარი მოთხვრილი იყო საღებავებით, იატაკზე კი ტილოები იყო მიმოფანტული. ის ძილში საკმაოდ კარგ ტილოებს ხატავდა ისე, რომ არც კი ეღვიძებოდა.

მაგრამ მთავარი "აღმოჩენა" მას 33 წლის ასაკში ელოდა - ერთხელ ნოლი მისდა გასაოცრად, მიხვდა, რომ მისი სხეული ნებისმიერი ჭრილობის მიმართ მდგრადი იყო და არ ზიანდებოდა. ამის შემდეგ მან სამსახური მიატოვა და ამსტერდამში გადავიდა, ნოლი კაფეებში დაბორიალებდა და თამამ კლიენტებს სთავაზობდა... დაეჭრათ იგი, თანაც წინასწარ ხელწერილსაც უწერდა, რომ ეს მისი სურვილით ხდებოდა. ამ საქმიანობით მან კარგა ბლომად ფულიც დააგროვა და, რაც მთავარია, მთელ ქვეყანაში ცნობილი ადამიანიც გახდა.

არნოლდმა ამ გამოსვლების დროს სახელი შეიცვალა და მირინ დაჟო დაირქვა. ეს მას რეკლამის მიზნით არ გაუკეთებია, უბრალოდ ესპერანტოს ენაზე მირინ დაჟო "უცნაურს", "გასაოცარს" ნიშნავდა. მას, ისევე როგორც ბევრ მის თანამედროვეს, სჯეროდა, რომ ამ ხელოვნურ ენას - ესპერანტოს შეეძლო კომუნიკაციური ბარიერის დაძლევა სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის.



image



რა თქმნა უნდა, დაჟო არაერთხელ შეამოწმეს ეიქმებმა, 1947 წლის ბოლოს მან თავისი ნიჭის დემონსტრირება მოახდინა ციურიხის ჰოსპიტალში. როგორც ყოველთვის, მირინმა წელამდე გაიხადა და უამრავი მაყურებლის თვალწინ ასისტენტმა მას შუბი გაუყარა ფილტვებში, გულში, ღვიძლში. დაჟოს არც ტკივილი უგრძნია და არც ერთი წვეთი სისხლი არ გამოსვლია. იმისათვის, რომ გამოერიცხათ ჰიპნოზის ზეგავლენა, ექიმებმა გადაწყვიტეს მისთვის რენტგენი გადაეღოთ, მაგრამ გაჩნდა პრობლემა: როგორ უნდა მიეყვანათ მირინი რენტგენის კაბინეტამდე - მკერდში შუბგაყრილს ხომ ვერ დააწვენდნენ საკაცეზე. გამოსავალი ისევ დაჟომ იპოვა: მან დაამშვიდა ექიმები და უთხრა, რომ თავისი ფეხით მივიდოდა რენტგენის კაბინეტამდე. სურათებმა ყოვეგვარი ეჭვი გაფანტა: ბასრმა იარაღმა რამდენიმე სასიცოცხლო ორგანოში გაიარა, მაგრამ არაფერი დაუზიანებია.



image



ექიმები არ გამორიცხავდნენ, რომ დაშნის გამოღების შემდეგ შინაგანი ფარული სისხლდენა დაიწყებოდა, მაგრამ როცა იარაღი ფრთხილად გამოიღეს დაჟოს სხეულიდან, მის კანზე მხოლოდ ორი ოდნავ შესამჩნევი წერტილი დარჩა, ყოველგვარი სისხლდენის გარეშე. ეს პატარა ჭრილობები ექიმებმა მას დაუმუშავეს, თუმცა დაჟო სიცილით ეუბნებოდა მედიკოსებს, რომ ეს ზედმეტი იყო, რადგან მას არანაირი ინფექცია არ ემუქრებოდა.

მართალია, დაშნები და ხანჯლები მირონს არ ვნებდა, მაგრამ მაყურებელს ხშირად აგდებდა შოკში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. შვეიცარიაში ერთ-ერთი გამოსვლის დროს დარბაზში შვიდი ადამიანი გახდა ცუდად, ხოლო ერთხელ, როცა დაშნა გაუყარეს, ის მირონის რომელიღაც ძვალს შეეხო. სამარისებურ სიჩუმეში მცირე ღრჭიალი გაისმა, დარბაზში მყოფ ათამდე ადამიანს გული წაუვიდა. ამის შემდეგ მირონს დიდ დარბაზებში გამოსვლა აუკრძალეს და ის იძულებული გახდა, მცირე ბარებითა და აუდიტორიით შემოფარგლულიყო, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვამს: მან ხომ სწორედ ასე დაიწყო...




image



თავდაპირველად დაჟოს მუშაობაში ასისტენტების ჯგუფი ეხმარებოდა:ისინი გულმოდგინედ უყრიდნენ მას სხეულში დაშნებს, შუბებს, დანებს, ხანჯლებს და სხვა ბასრ იარაღს. შემდეგ მან გაიცნო იან გრუტი, რომელიც მისი არა მარტო ერთადერთი დამხმარე გახდა, არამედ უახლოესი მეგობარიც. მირინმა აუხსნა გრუტს, რომ მას რამდენიმე მფარველი ანგელოზი ჰყავდა, რომლებიც მას ეუბნებოდნენ, თუ რა ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლებოდა მის სხეულზე. ამ ცდებიდან ბევრი სახალხო გამოსვლის დროს კი არა, დაჟოს სახლში ტარდებოდა. ასე, მაგალითად, დაჟო გარკვეული დროის მანძილზე შიშველი იწვა ყინულზე, შემდეგ კი გაზის სანთებლით თმებს იწვავდა მკერდზე. ან მეორე, როგორც ახლა იტყვიან, ექსტრემალური ცდა: შხაპის მიღება მდუღარე წყლით. საოცარი ის იყო, რომ ასეთი აბაზანის შემდეგ მირინის კანი ოდნავადაც კი არ გაწითლებულა.



image



გრუტმა ერთხელ დათვალა, რომ ჩვეულებრივი გამოსვლის დროს დაჟოს სხეულში 50-დან 100-მდე დაშნას უყრიდნენ, მაგრამ მის სხეულს არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. ერთხელ დაშნა ცეცხლში გაახურეს და ისე გაუყარეს სხეულში, მეორედ შხამში ამოავლეს მისი წვერი, მესამედ ძველი დაჟანგული ხანჯალი გამოიყენეს, მაგრამ ტყუილუბრალოდ ტარდებოდა ეს ცდები - დაჟოს სხეული შეუვალი იყო.

მეცნიერები ცდილობდნენ, რაიმე ახსნა მოეძებნათ დაჟოს ფენომენისათვის, თუმცა ყველა ვერსია საფუძველს მოკლებული იყო. თავად დაჟო ამბობდა, რომ იარაღი კი არ გადიოდა მასში, არამედ თვითონ გადიოდა იარაღში, სხეულის ის ნაწილი, სადაც მახვილი გადიოდა, ხდებოდა მსუბუქი და კარგავდა ფიზიკურ არსებობას. ფოლადი იმიტომ არ ვნებდა სხეულს, რომ მასში არაფერი არ იყო მყარი, იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცარიელე, რომლის დაზიანება მახვილს არ შეეძლო.

გრუტი იხსსნებდა, რომ მირინს ერთხელ თავში ესროლეს ნახევარი მეტრის მანძილიდან, მაგრამ ტყვიამ მას ვერაფერი დააკლო. ერთხელ, სირბილისას, დაჟო დაეცა და ხელი მოიტეხა, მან ძვლები ერთმანეთთან შეაერთა და ძვალი ისე გამრთელდა, თითქოს წუთის წინ მოტეხილი სულაც არ ყოფილიყო.



image



შვეიცარიაში გასტროლების დროს მფარველმა ანგელოზებმა მირინს "უბრძანეს", ლითონის უზარმაზარი ნემსი გადაეყლაპა, რომელიც შემდეგ ოპერაციის გზით უნდა ამოეღოთ. ნემსი მის სხეულში 2 დღე იყო, რის შემდეგაც ქირურგმა ოპერაცია გაუკეთა და უცხო სხეული მირინის სხეულიდან ამოაცალეს. ის იმ დღესევე წამოვიდა საავადმყოფოდან და თავს შესანიშნავად გრძნობდა. 10 დღის შემდეგ, როცა გრუტი სახლში დაბრუნდა, დაჟო ლოგინში მწოლარე დაუხვდა... გრუტს არ გაჰკვირვებია, რადგან მისი მეგობარი ხშირად მედიტირებდა და და საათებს ატარებდა უძრავად ერთ პოზაში. გრუტი მეორე დღეს შეშფოთდა, როცა მირინი გაღვიძებას არა და არ აპირებდა, მაგრამ როცა პულსი გასინჯა, მაჯისცემა ნორმალური იყო. მესამე დღეს დაჟო გრუტს მკვდარი დაუხვდა. ის ამ დროს 36 წლის იყო.

გვამის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი აორტის გახეთქვა იყო, მაგრამ ექიმი, რომელმაც დაჟოს ოპერაცია გაუკეთა და გრუტი ამ დასკვნას არ ეთანხმებოდნენ.

გრუტს მიაჩნდა, რომ მირონმა იცოდა თავისი გარდაცვალების თარიღი. როცა ჰოლანდიას ტოვებდა, მას ასისტენტისთვის უთქვამს კიდეც, მეტად ამ ქვეყანას მე ვერასდროს ვეღარ ვნახავო. საბედისწერო ექსპერიმენტის დროს მან გრუტს სთხოვა, არ დახმარებოდა, რათა შემდეგ პასუხისმგებლობა აეცილებინა თავიდან.


ერთ-ერთ პოპულარულ ჟურნალთან ინტერვიუში მირინ დაჟომ განაცხადა: „მე მსახიობი კი არა, მოციქული ვარ. თუ ღმერთს იწამებ, შენი სხეულის ფლობა შენი შეხედულებისამებრ შეგეძლება...''





1
416
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
416
  
2018, 10 აგვისტო, 18:57
შოკი. სრული შოკი
0 1 1