x
image
თამილა გურაშვილი
...ამ საქციელით ძაღლმა პატრონს ერთგულება ასწავლა...-"ემიგრანტა" ძაღლის საოცარი ისტორია

image
"საოცარი ისტორია ძაღლზე, რომელსაც ადრე სახელად ლომას ეძახდნენ. დღეს მისი სახელია "ემიგრანტა".
ეს საოცარი ძაღლი ქართველმა პატრონმა ერთ თურქზე გააჩუქა ტრაპიზონში...ვერ ვიტყვი, რომ ეს უცხოელი ცუდი პიროვნება იყო... წაიყვანა ძაღლი ტრაპიზონში... ძაღლი მთელი გზა ტიროდა, პატრონის გულგრილობამ ალბათ ძალიან ატკინა გული...როცა ტრაპიზონში ჩავიდნენ, ძაღლს არაჩვეულებრივი გარემო დახვდა: ეზო ულამაზესი სახლით, საკვებით...მაგრამ ძაღლს მთელი დღე პირი არაფერზე დაუკარებია...
მეორე დღეს, როცა პატრონი ეზოში გავიდა, ძაღლი აღარსად იყო. დაიწყო ძაღლის ძებნა, ძველ პატრონსაც კი დაურეკა და უთხრა, მთელი გზა ტიროდა, საჭმელს პირი არ დააკარა მთელი დღეო, დღეს დილით გამოვედი და არ დამხვდაო. პირველი პატრონი ჰყვება, რომ ძალიან განიცადა და ნერვიულობდა. რამოდენიმე დღე ეძება ტრაპზონში ძაღლი იმ კაცმა, მაგრამ უშედეგოდ...
საოცრება კი სწორედ ის არის, რომ როგორც ემიგრანტს უჭირს სხვა ქვეყანაში ყოფნა და დაშორება მისთვის საყვარელ ადამიანებთან, სწორედ იგივე განცდებით განიცადა ამ ძაღლმა მისი ემიგრირება...რამდენიმე დღეში პირველი მეპატრონის სახლთან შუაღამისას გაისმა ძაღლის ყეფა...პატრონი წამოდგა და ჭიშკართან მისივე გაჩუქებული, მისი გაზრდილი ძაღლი იდგა. მუხლებზე დაიჩოქა და ტირილი დაიწყო პატრონმა, ძაღლი მივიდა და ენით დაულოკა მთელი სხეული, ენით უწმენდდა ცრემლებს მის პატრონს. მას შემდეგ ერთად არიან, უბრალოდ, ძაღლს ლომას მაგივრად ეხლა "ემიგრანტას" ეძახის.
ამ ისტორიამ სულში და გულში დაიარა. ბევრის მთქმელია და ბევრი რამის გააზრებისკენ მოუწოდებს ადამიანებს.
"ძაღლი"ადამიანზე ბევრად გულწრფელი, ერთგული და უღალატოა...ამას ისიც მინდა დავამატო, რომ არასოდეს გავიმეტოთ სხვისთვის ის, ვინც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ...ამ ძაღლმა უამრავი კილომეტრი გამოიარა ფეხით, ტყე–ღრე, ვინ იცის, რამდენი რამ გადახდა გზად, მაგრამ ის მაინც მის პატრონთან მივიდა. პატრონთან, რომელმაც მას უღალატა, თუმცაღა ამ საქციელით ძაღლმა პატრონს ერთგულება ასწავლა..."

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0