სხვა არასოდეს შეიძინოთ ზღვის მარილი! ის ძალიან საშიშია. ( ევროპაში მას მალე აკრძალავენ) 2018, 9 აგვისტო, 9:01 მეცნიერთა კვლევების თანახმად, ზღვის მარილი შეიცავს პლასტმასის ნაწილაკებს. ეს მიგვანიშნებს გარემოს ტოტალურ დაბინძურებაზე, წერს пишет The Guardian.
ექსპერტების გადმოცემით, ზღვის მარილის დახმარებით მიკროპლასტმა უკვე შეაღწია ადამიანის საკვებში. პლასტმასის მცირე ნაწილაკები მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზღვის მარილში საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ესპანეთში და აშშ-ში. ექსპერტების აზრით, მარილი ბინძურდება მიკრობოჭკოებთან და სასმელების ერთჯერად ბოთლებთან კონტაქტის გამო. გაეროს მონაცემებით, ყოველ წელს მსოფლიო ოკეანეში ხვდება 12, 7 მილიონ ტონამდე პლასტმასი. „პლასტმასი აქტიურად აღწევს გარემოში, - საუბრობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი შერი მეისონი, - პლასტმასი ყველგანაა: ჰაერში, წყალში, ზღვის პროდუქტებში, რომლებსაც ჩვენ ვჭამთ, ლუდში, რომელსაც ჩვენ ვსვავთ, მარილში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ“. ერთი კვლევისას შესწავლილი იქნა მარილის 12 სახეობა ( მათ შორის 10 ზღვის მარილის). ყველა მათგანი შეძენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა მაღაზიებში. აღმოჩნდა, რომ ამერიკელები იყენებენ 660-ზე მეტ პლასტმასის ნაწილაკს ყოველდღე. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ექიმების მიერ რეკომენდებულ ნორმას - არა უმეტეს 2, 3 გრ მარილს იღებს დღეში. სინამდვილეში კი ეს რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ადამიანების 90 % ძალიან ბევრ მარილს იყენებს. პლასტმასი როგორ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჯერ უცნობია. 2013 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის 95 %-ის შარდი შეიცავს პლასტმასის ბისფენოლ A-ს. „არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე პლასტმასი - კვლევები ამ თემაზე არ ჩატარებულა, - საუბრობს პროფესორი ხუან კონესა . - თუ პლასტმასის რაოდენობა გარემოში გაიზრდება, ადამიანი ამას აუცილებლად იგრძნობს“. ყოველ ერთ წუთში მსოფლიოში იყიდება დაახლოებით 1 მილიონი პლასტმასის ბოთლი. ასეთი მაჩვენებელი შეშფოთებას იწვევს გარემოს დამცველებში. მათი თქმით, გარემოს დაბინძურება პლასტმასით - არანაკლებ საშიშია კლიმატის ცვლილებაზე.
ესპანელი მეცნიერების კვლევების თანახმად, „ზღვის პროდუქტების დაბინძურება მიკრო პლასტმასით, შეუქცევადია“. ასეთი დასკვნა იქნა მიღებული 21 ტიპის საკვები მარილის შემოწმებისას. (პლასტმასი აღმოჩენილი იქნა ყველა ნიმუშში.)
პლასტმასის ყველაზე გავრცელებული ტიპი აღმოჩნდა პოლიეთილენტერეფტალატი - ის გამოიყენება პლასტმასის ბოთლების დასამზადებლად. 2018 წლის გაზაფხულზე მსოფლიოს 8 ქვეყნიდან აღებული მარილის 17 სახეობის შემოწმებისას პლასტმასი აღმოჩენილი იქნა ყველა ნიმუშში, ერთის გარდა. პლასტმასი არის ჩინურ მარილშიც - პლასტმასის მიკრონაწილაკები პლასტმასის ბოთლებიდან აღმოჩენილი იქნა ადგილობრივი მაღაზიების მარილის 15 ნიმუშში.
მეისონის თქმით, ადამიანები ალბათ შოკში ჩავარდებიან იმ ინფორმაციით, რომ პლასტმასმა მტკიცედ შეაღწია პროდუქტებში და სასმელებში, მათ შორის, ლუდში და სასმელ წყალში. „ იმედია, ეს არ დამთავრდება იმით, რომ ადამიანები უბრალოდ მარილის სხვა სახეობაზე გადავლენ. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ პლასტმასის იმ ნაკადზე, რომელიც მსოფლიო ოკეანეში ჩადის, და მოიძებნოს სხვა მასალები მათი ჩანაცვლებისთვის“.
რას ფიქრობთ ამის თაობაზე? თქვენ არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ საკვებ პროდუქტებთან ერთად თქვენს ორგანიზმში პლასტმასიც აღწევს?
***1. საოჯახო აფთიაქის 15 წამალი ნებისმიერი სიტუაციის გასამკლავებლად!
2. კრიტიკული დღეები ტკივილის გარეშე: 9 მარტივი მეთოდი3. ნაბახუსევი - ორგანიზმიდან ალკოჰოლის სწრაფად გამოდევნის გზები***635 9-ს მოსწონს
|