ფოტოგრაფია თაკო ნაცვლიშვილის ცხელი ზაფხული - ქართველი ტოპ–მოდელი საცურაო კოსტიუმში პოზირებს 2018, 8 აგვისტო, 21:40 ქართველი ტოპ–მოდელი, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე გამოსულა, როგორიცაა: Versace, Christian Dior, Dolce&Gabbana, Yohji Yamamoto, თაკო ნაცვლიშვილი 19 წლისაა. მან ასაკის მიუხედავად კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა უკვე მოასწრო. როგორც ჰყვებიან, როდესაც ლეგენდარულმა დონატელა ვერსაჩემ თაკო ნაცვლიშვილი ნახა, აღტაცება ვერ დამალა და თქვა: " Bella", რაც იტალიურად ლამაზს ნიშნავს. როგორც ცნობილია, დონატელა ვერსაჩე კომპლიმენტებით ადამიანებს ძალიან იშვიათად ანებივრებს, თუმცა ეს ქართულმა სილამაზემ ნამდვილად დაიმსახურა. თაკო ნაცვლიშვილი განსაკუთრებით პოპულარულია მისი ასაკის ახალგაზრდებში, Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ქართველ მოდელს 183 000 გამომწერი (მიმდევარი) ჰყავს. წარმოგიდგენთ ფოტოებს მოდელის Instagram ანგარიშიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ატარებს ცხელი ზაფხულის დღეებს თაკო ნაცვლიშვილი:
ფოტოზე - თაკო საფრანგეთის ულამაზეს, ლაჟვარდოვანი ქალაქ კანიდან
ფოტოზე: თაკო ნაცვლიშვილი ყვითელი საცურაო კოსტიუმით, მაროკოდან. გადაღება Paindesucre-თვის. სახელგანთქმული ფოტოგრაფის David Bellemore-ს ობიექტივში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ გასულ წელს მოექცა, როდესაც ის თეთრეულის ყველასთვის ცნობილი ბრენდის Victoria" s secrets-ის ქასთინგში მონაწილეობდა, სამწუხაროდ, ქართველმა მოდელმა მსოფლიოს ერთ-ერთ საოცარ შოუში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, თუმცა ის დანებებას არ აპირებს და აგრძელებს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას. 229 1-ს მოსწონს 1-ს არა
|