x
image
melody_inside
უძველეს ბრინჯაოს მონეტაზე სავარაუდოდ, იესო ქრისტეა გამოსახული?!

image

იესო ქრისტეს სიცოცხლეშივე გამოსახული ერთადერთი სურათია აღმოჩენილი მეცნიერების მიერ.

მისი პორტრეტი შეიძლება ამშვენებდეს უძველეს სპილენძის მონეტას.

პატარა, 24 მმ დიამეტრის ბრინჯაოს მონეტაზე გამოსახული წვერებიანი მამაკაცი ეკლიანი გვირგვინით, იესო ქრისტე შეიძლება იყოს.

image

ამას ამტკიცებს თავის წიგნში „იესო, ედესის ხელმწიფე“ ბიბლიის ისტორიის სპეციალისტი, რალფ ელისი. მონეტა დიდი ხანია ცნობილია ისტორიკოსებისთვის, მაგრამ დღემდე ითვლებოდა, რომ მასზე გამოსახულია თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მესოპოტამიაში განთავსებული სახელმწიფო ედესის მმართველი. ისტორიკოსები თვლიან, რომ მას ერქვა იზას მანუ ან უბრალოდ მანუ.

თითქმის ოცდაათწლიანი კვლევის შემდეგ ელისმა წარმოადგინა თამამი და რა თქმა უნდა, საკამათო თეორია, რომ მანუ და ქრისტე შესაძლოა ერთი და იგივე ადამიანი ყოფილიყო.

მან გულდასმით შეისწავლა და შეადარა მათი ცხოვრების ისტორია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საოცარი მრავალრიცხოვანი დამთხვევა უბრალო შემთხვევთობა არ შეიძლება იყოს და რომ საუბარია ერთსა და იმავე ადამიანზე.

მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში ყველაზე გამოსახვადი ადამიანი იყო, ბიბლიაში არ არის მისი არც ერთი ფიზიკური აღწერილობა. ყველასათვის ნაცნობი, გრძელთმიანი, თეთრებში გამოწყობილი სახე მხოლოდ VI საუკუნეში გამოჩნდა.

რალფ ელისის აზრით, იესო იყო ედესს და ადიაბენის მეფე, სახელად იზას მანუ. როგორც იესოს, ამ ადამიანსაც სურდა რომაელებისგან ეხსნა იუდევლები.

მანუ თავადაც იყო იუდეველი ნაზარეთიდან. შემორჩენილია მხოლოდ ფრანგმენტები იზას მანუს სიკვდილის თაობაზე, მათ შორის იოსებ ფლავიას ავტორობაზე. რალფ ელისი თვლის, რომ ის იყო ერთ-ერთი უფროსთაგანი იმ სამი იუდევლიდან, რომლებიც რომაელებმა შეიპყრეს და ჯვარს აცვეს.

14
390
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
390
  
2018, 8 აგვისტო, 15:46
არასწორად მსჯელობ, ქრისტე განკაცებული ღმერთია.
სახარების მიხედვით მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ერთარსია.
ხატი არ იხატება, ხატი იწერება.
ამიტომაც არაა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში კანონიკურად მიღებული უფლის და წმინდანების სკულპტურულად გამოსახვა.
2018, 8 აგვისტო, 14:33
ამავე დროს, ახალი აღთქმა, პირველი იოანესი, თავი 4. მუხლი: 12
ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.

თუ ამით ვიმსჯელებთ გამოდის რომ ქრისტე ღმერთი არ ყოფილა
2018, 8 აგვისტო, 14:29
ესე იგი გამოდის, რომ ქრისტეს როგორსაც ვხედავთ, ხატებში, ნამდვილი სახე არაა. იმიტომ რომ მისი ნაღდი სახე არავინ იცის. ალბათ იმიტომაც სხვადასხვა ერები (რუსები, ქართველები, ინდიელები, აფრიკელები, არაბები) თავიანთებურად ხატავენ. ასე საკუთარი ფანტაზიებით ხატვას კი ჩემი აზრით არავითარი აზრი არ გააჩნია
2018, 8 აგვისტო, 13:15
ხატწერა ნახატი არაა პირდაპირ გადაიტანო ასლი, ხატწერას თავისი წესები აქვს კანონიკურად მისაღებად არ ითვლება სურათის სიზუსტით გაკეთებული ნახატი.
2018, 8 აგვისტო, 13:11
და იმ ნახატის სახე და დღევანდელი ქრისტეს ხატების სახე, ემთხვევა? ან ოდნავ მაინც ჰგავს?
2018, 8 აგვისტო, 13:03
პირველი ხატი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე ებრაელმა მხატვარმა და არა ხატმწერმა შექმნა ვატიკანში ინახება.
სწორედ იმ ხატმა დაუდო საფუძველი ქრისტეს ხატწერაში.
2018, 8 აგვისტო, 12:53
და რადგან ქრისტეს ზუსტი სახე არავინ იცის, შენ როგორ ფიქრობ საკუთარი ფანტაზიებით ხატების წერას, რამე აზრი აქვს?
2018, 8 აგვისტო, 12:51
გაიხარე, მეც მაგას არ ვიძახი? :D უბრალოდ ჭეშმარიტებასთან ახლოს ისაა რომ, ქრისტე რადგან ნაზარეველი იყო, მუქთმიანი იქნებოდა ყავისფერი თვალებით, იმიტომ რომ ებრაელების უმეტესობა ესეთია
2018, 8 აგვისტო, 12:49
ეს ვარაუდებია მხოლოდ, ვარაუდზე კი ჭეშმარიტება არ აიგება.
2018, 8 აგვისტო, 12:47
ეგ არ მიგულისხმია, უბრალოდ რუსებს (და ბევრ ქართველსაც) მიაჩნია, ქერა ცისფერი თვალებით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10