რელიგია უძველეს ბრინჯაოს მონეტაზე სავარაუდოდ, იესო ქრისტეა გამოსახული?! 2018, 8 აგვისტო, 9:54
იესო ქრისტეს სიცოცხლეშივე გამოსახული ერთადერთი სურათია აღმოჩენილი მეცნიერების მიერ.
მისი პორტრეტი შეიძლება ამშვენებდეს უძველეს სპილენძის მონეტას.
პატარა, 24 მმ დიამეტრის ბრინჯაოს მონეტაზე გამოსახული წვერებიანი მამაკაცი ეკლიანი გვირგვინით, იესო ქრისტე შეიძლება იყოს.
ამას ამტკიცებს თავის წიგნში „იესო, ედესის ხელმწიფე“ ბიბლიის ისტორიის სპეციალისტი, რალფ ელისი. მონეტა დიდი ხანია ცნობილია ისტორიკოსებისთვის, მაგრამ დღემდე ითვლებოდა, რომ მასზე გამოსახულია თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მესოპოტამიაში განთავსებული სახელმწიფო ედესის მმართველი. ისტორიკოსები თვლიან, რომ მას ერქვა იზას მანუ ან უბრალოდ მანუ.
თითქმის ოცდაათწლიანი კვლევის შემდეგ ელისმა წარმოადგინა თამამი და რა თქმა უნდა, საკამათო თეორია, რომ მანუ და ქრისტე შესაძლოა ერთი და იგივე ადამიანი ყოფილიყო.
მან გულდასმით შეისწავლა და შეადარა მათი ცხოვრების ისტორია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საოცარი მრავალრიცხოვანი დამთხვევა უბრალო შემთხვევთობა არ შეიძლება იყოს და რომ საუბარია ერთსა და იმავე ადამიანზე.
მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში ყველაზე გამოსახვადი ადამიანი იყო, ბიბლიაში არ არის მისი არც ერთი ფიზიკური აღწერილობა. ყველასათვის ნაცნობი, გრძელთმიანი, თეთრებში გამოწყობილი სახე მხოლოდ VI საუკუნეში გამოჩნდა.
რალფ ელისის აზრით, იესო იყო ედესს და ადიაბენის მეფე, სახელად იზას მანუ. როგორც იესოს, ამ ადამიანსაც სურდა რომაელებისგან ეხსნა იუდევლები.
მანუ თავადაც იყო იუდეველი ნაზარეთიდან. შემორჩენილია მხოლოდ ფრანგმენტები იზას მანუს სიკვდილის თაობაზე, მათ შორის იოსებ ფლავიას ავტორობაზე. რალფ ელისი თვლის, რომ ის იყო ერთ-ერთი უფროსთაგანი იმ სამი იუდევლიდან, რომლებიც რომაელებმა შეიპყრეს და ჯვარს აცვეს. 391 12-ს მოსწონს |
სახარების მიხედვით მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ერთარსია.
ხატი არ იხატება, ხატი იწერება.
ამიტომაც არაა მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში კანონიკურად მიღებული უფლის და წმინდანების სკულპტურულად გამოსახვა.
ღმერთი არავის არასოდეს უხილავს; თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
თუ ამით ვიმსჯელებთ გამოდის რომ ქრისტე ღმერთი არ ყოფილა
სწორედ იმ ხატმა დაუდო საფუძველი ქრისტეს ხატწერაში.