x
image
თორ ნიკე
საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ

საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ


საქართველო მე-12 და მე-13 საუკუნეებში იყო პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო.


1. ზომით ის იყო დაახლოებით 400, 000 კვადრატული კილომეტრი და ევროპის კონტინენტზე ფართობის სიდიდით მეორე ქვეყანა იყო. ჩამორჩებოდა მხოლოდ საღვთო რომის იმპერიას. საქართველოს მოჰყვებოდა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ბიზანტია, უნგრეთი და კასტილია.


2. საქართველოს სპა შესაძლოა თავისუფლად ჩაგვეთვალა ევროპის უძლიერეს არმიად, როგორც სიდიდით, რაოდენობით, ასევე ხარისხით, აღჭურვილობით და გაწვრთნილობით. საქართველოს ჰქონდა 90, 000 - 100, 000 ადამიანის გამოყვანის პოტენციალი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი 10 ოჯახიდან მხოლოდ 1 მებრძოლს გამოიყვანდა. საღვთო რომის იმპერიასაც კი ძალიან უჭირდა 50, 000-ზე მეტი მეომრის შეკრება. ინგლისი ომის შემთხვევაში ძლივს აგროვებდა 10, 000 ადამიანს, ხოლო საფრანგეთის ლაშქარი იშვიათად სცდებოდა 30, 000-ს.


აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ საქართველოს აქვს დამყარებული მსოფლიო რეკორდი, ერთ ბრძოლაში რაინდების რაოდენობის გამოყენებისა. ეს რიცხვი შეადგენს 30, 000 რაინდს, რომელიც ლაშა-გიორგიმ გამოიყენა მონღოლების წინააღმდეგ.


საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ


3. ქართველები იყვნენ ევროპაში ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დაიწყეს გვარდიების გამოყენება. საქართველოში ამ გვარდიას მონა-სპას ეძახდნენ. საქართველომდე ეს იდეა მხოლოდ ბიზანტიამ განახორციელა. მათ ჰყავდა ვარიაგების არმია.


საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ


4. მე-5 ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებას მეთაურობდა ლაშა-გიორგი, რომელიც ჯვაროსნებს 40, 000 ადამიანით დახმარებას შეჰპირდა. რომ არა მონღოლთა თავდასხმა საქართველოზე, შესაძლოა იერუსალიმი ქრისტიანთა ხელში დარჩენილიყო.


5. საქართველოს მოსახლეობა იყო დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი, ხოლო 13 მილიონი - ვასალების ჩათვლით. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ის იყო უკეთეს შემთხვევაში პირველ ადგილზე, ან ყველაზე უარეს შემთხვევაში, მე-3 ადგილზე. მას მოსახლეობით გაუსწრებდა მხოლოდ საღვთო რომის იმპერია და შესაძლოა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ საფრანგეთიც.


6. თბილისი იქნებოდა ევროპის მე-2 უდიდესი ქალაქი. 100, 000-დან 130, 000-მდე მცხოვრებით იგი მხოლოდ კონსტანტინოპოლს ჩამოუვარდებოდა.


საინტერესო ფაქტები საქართველოს ოქროს ხანის შესახებ


7. საქართველო იყო ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა. 257 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე. მეორე ადგილი ჰქონდა საფრანგეთს ან ბელგიის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც დაახლოებით 125 ადამიანი ცხოვრობდა კვადრატულ კილომეტრზე.


8. საქართველოში დაიბადა პირველად პარლამენტარიზმის იდეა, რომელსაც დაარქვეს კარავი, მაგრამ თამარ დედოფლის ძალისხმევით, ყუთლუ არსლანის ეს იდეა არ განხორციელდა. ასევე პირველად საქართველოში დაიბადა სქესთა თანასწორობის იდეა. კაცობრიობის 400 ათასწლიანმა ისტორიამ გამოიარა როგორც მატრიარქატი, ასევე პატრიარქატი (ახლა სწორედ პატრიარქატის ეპოქაში ვართ, რომელიც პოზიციებს უთმობს თანასწორობის ეპოქას). თამარის ეპოქსის საქართველომდე სახელმწიფო, მაღალ დონეზე ეს იდეა არავის გაუხმოვანებია - "ლეკვი ლომისა, სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია."


9. საქართველოში დაიწყო რენესანსი იტალიამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. თბილისი იქნებოდა რენესანსის ცენტრი და არა ვენეცია, რომ არა თამარის გარდაცვალების შემდეგ მონღოლთა ურდოების თავდასხმა და ქვეყნის განადგურება.


თამარ მეფე


10. ინდოეთის მმართველი აშოკა დიდი, სრული სახელი აშოკ ბინდუსარა მაურია (მეფობდა ძვ.წ. 273 - 232 წლებში) იყო პირველი მმართველი, ვინც აკრძალა მონობა, ცხოველებზე სისასტიკე და ტყეების გაჩეხვა. საქართველო კი იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც თამარის დროს სრულად აკრძალა ადამიანის სიკვდილით დასჯა (აშშ-ში დღემდე არ აკრძალულა სიკვდილით დასჯა) და მეტიც, თამარმა აკრძალა პატიმრების ყოველგვარი წამებაც. ჰუმანიზმის ეს დონე დღემდე არაა დამყარებული წამყვან სახელმწიფოებშიც კი. იმ დროის მსოფლიოში ეს ნაბიჯი დიდ წინსვლად, გადატრიალებად ითვლებოდა.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1637
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1637
  
2021, 19 იანვარი, 2:36
Georgia in the 12th - 13th centuries
1. Georgia was about 400,000 square kilometers in size and was the second largest country on the European continent after the Holy Roman Empire. Georgia would be followed by countries such as France, Byzantium, Hungary and Castile.
2. The Georgian Army can be considered as the strongest army in Europe, both in size, quantity, quality, equipment and training. Georgia had the potential to gather 90,000 - 100,000 soldiers even if only 1 fighter out of 10 families was called. Even the Holy Roman Empire had a hard time assembling more than 50,000 warriors. England could barely muster 10,000 men in war, and the French army seldom exceeded 30,000.
It is also noteworthy that Georgia has established a world record for the number of knights used in a single battle. That number is 30,000 knights that George-Lasha used against the Mongols.
3. Georgians were one of the first in Europe to start using guards. In Georgia, this guard was called a Mona-Spa. Prior to Georgia, this idea was implemented only by Byzantium. They had an army of Vikings - Variagirs.
4. The start of the 5th Crusade was led by George-Lasha, who promised to help the Crusaders with 40,000 men. Were it not for the Mongol invasion of Georgia, Jerusalem might have remained in the hands of the Christians.
5. The population of Georgia was about 5 million people, and 13 million - including vassals. This means that in Europe it was in the first place at best, or at worst, in the third place. It was succeeded by only the Holy Roman Empire and possibly, but unlikely, by France.
6. Tbilisi would be the 2nd largest city in Europe. With a population of 100,000 to 130,000, it was second only after Constantinople.
2021, 19 იანვარი, 2:36
7. Georgia was the most densely populated country in Europe. 257 people per 1 sq. Km. The second place was taken by France or the surrounding area of ​​Belgium, where about 125 people lived per square kilometer.
8. The idea of ​​parliamentarism was born in Georgia for the first time, which was called the Karavi, but due to the efforts of Queen Tamar, this idea of ​​Kutlu Arslan was not implemented. Also, for the first time in Georgia, the idea of ​​gender equality was born. The 300 thousand year history of mankind has gone through both matriarchy and patriarchy (we are now in the age of patriarchy, which gives positions to the age of equality). Prior to the Tamar-era Georgia, the state, at a high level, did not voice this idea to anyone - "a puppy of a lion, is equal, no matter it is male or female."
9. The Renaissance began in Georgia several centuries before Italy. Tbilisi would have been the center of the Renaissance, not Venice, had it not been for the invasion of the Mongol hordes and the destruction of the country after Tamar's death.
10. The Ruler of India Ashoka the Great, full name Ashok Bindusara Mauria (reigned 273 - 232 BC) was the first ruler to ban slavery, animal cruelty, and deforestation. Georgia was the first country in the world to completely ban the death penalty during Tamar's time (the death penalty has not been banned in the United States to this day), and moreover, Tamar has banned all forms of torture of prisoners. This level of humanism is still not established even in the leading states. In the world of that time, this was considered a big step forward, a cultural coup.
2019, 21 სექტემბერი, 8:58
Battles of Tamar The Lady-King of Georgia (only 1 defeat)

▶ In 1185 George the Rus (First husbend of Tamar) was sent to Basiani, Near the City of Anis near the Vani Lake, due to the demonstration of force, because it was the sphere of Georgian influence and Saladdin also wanted to have this territory. For this reason, in 1185 the oath book was signed between Queen Tamar and Saladin.
▶ 1191 - Battle on the field of Nial. Against Georgian feudal and George the Rus's united army. (Commanders - David Soslan, Gamrekeli Torrel)
▶ 1193 - Battle of Bardav.
▶ 1193 - Battle of Arzum (with David Soslan's command)
▶ 1193 - battles in Khachiani. (David Soslan)
▶ 1193 - Battle in the karkar. (David Soslan)
▶ 1193 - Battles in Belakan (David Soslan)
▶ 1193 - Battles in the Gandza. (David Soslan)
▶ 1193 - Battles in "Gelakuns, Sparsi-Bazaar and Goralaux" (David Soslan)
▶ 1193 - Georgians start great war compaign in Amberfest, Bijnis and Garnis, destroying the great hordes of the Turks. (David Soslan)
▶ 1193 - Another defeat of George the Rus (Sagir Makhatlidze)
▶ 1194-1195 - Shamkor. The failure of the Abubakar and Muslim coalition. (David Soslan).
2019, 21 სექტემბერი, 8:57
▶ 1196 years - Battles in Gelakun and Ambard (David Soslan)
▶ 1201 - Battle in Bijnisi (David Soslan)
▶ 1202 - Battle in the Din (Tamar and David Soslan)
▶ 1202 - Battle in hid (Tamar and David Soslan)
▶ 1203 - Georgians are destroying the defenders of Turkic Castles in the lands of Azerbaijan (Adarbadagan) and Armenia. (David Soslan)
▶ 1203 - fight against the Sultan of Khlat, Arzum Amir and Rumi Sultan. (Zaqaria Mkhargrdzeli). Georgia was defeated...
▶ 1203 - Basiani's battle against Rumi Sultan (David Soslan, Zakaria Mkhargrdzeli, Shavleg Of Akhaltsikhe)
▶ 1204 - The war against the Sultan of Khlat, Arzum Amir and Rumi Sultan. David Soslan turned to attack and defeated the enemy for revenge.
▶1204 - Battles in The Trabzon Empire
(David Soslan).
▶ 1207 - Battles in Iran. 1/3 of Iran was taken and Georgian Army stopped going forward, because, they were not able to carry so much treasure, that they Accumulated during this war campaign.
2018, 7 აგვისტო, 19:53
ჩემო თორნიკე, ქების ღირსი ხარ, ასეთ საინტერესო და საგანმანათლებლო თემებზე რომ სწერ, ეგებ ვინმემ მოგბაძოს და განანათლოთ ბევრი უწიგნური, წიგნების წაუკითხავად რომ უნდათ განათლებულის იმიჯის შექმნა.
0 1 5