სხვა ირაკლი ჩარკვიანის გენიალური ციტატები 2018, 6 აგვისტო, 14:03 1. "მე ვდგავარ ცენტრში და ეს ჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი, ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას!“
2. „მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ, ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია. მე გავხდი მეფე ერთ თბილ საღამოს, როცა არც თოვდა, არც წვიმდა, უბრალოდ ზამთრისთვის უჩვეულო ერთი თბილი დღე იყო და მეტი არაფერი…“ ![]() 3. „ნუ დგახარ ცრემლიანი ქარში, ნუ იჭამ სისხლიან ტუჩს, მე დღეს ვერ წაგიყვან სახლში, მე დღეს ვერ მოგცემ ფულს, მე ვერ დაგიცაავ, მე ვერ დაგიცავ, უსაფრთხოება მოგკიდებს ხელს, მე ვერ დაგიცავ, მე ვერ დაგიცავ, უსაფრთხოება წაგიყვანს დღეს… ნუ ეტყვი საყვარელ დედას, რომ ცდა მოთმენად ღირს, რომ წყენას შენსს ვერავინ ბედავს, რომ შენ უყვარხარ გმირს. მე ვერ დაგიცავ!..“ 4. „მიენდე იმას რაც მოგეცა, მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად… სხეული ხომ ნავია… ხელები ნიჩბები… მოუსვი ისინი ისე რომ არ შეაწუხო შენს გვერდით მოცურავენი… ისინიც ეძებენ სწორ და ნეტარ რიტმს. ეცადე შეინარჩუნო მშვიდი ტემპი, არ შეანელო და არც ააჩქარო მოძრაობა… რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენ არსებას… მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.“ 5. „მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ – ყველაფერს; მეშინია – არაფრის; ვიცი – არაფერი; არ ვიცი – არაფერი; შემიძლია – ყველაფერი; არ შემიძლია – ყველაფერი; ვმეგობრობ – ყველასთან; ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, „სიაფანდს“ – არაფერს; ვტირი – თითქმის არასოდეს; ვიცინი – ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს – არაფრის; ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები – თაღლითებს; მაინტერესებს – ყველაფერი; არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება; მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ – მარქსიზმს; ვავადმყოფობ – იშვიათად; ვმალავ – არაფერს; ვინახავ – ფულს ბანკში; მწამს – მუსიკის; მიკვირს – ყველაფერი ახალი; მიხარია – ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ – პოლიტიკაზე; ვდარდობ – იშვიათად; ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს; ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი – სიგარეტ „კენტს“; მწყინს – როცა მატყუებენ; ვხარჯავ – ენერგიას; ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ – გემოვნებაზე; ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ – მოცარტს; ვყოყმანობ – იშვიათად; ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ – ყავას; ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ – არავის; ვაფუჭებ – არაფერს; ვცხოვრობ – მშვიდად; ვცემ – არავის; ვყვირი – არასოდეს; ვმღერი – ყოველთვის; ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს; დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები – არასდროს; ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; მიყვარს – მუსიკა; ვოცნებობ – მშვიდობაზე; ვფიქრობ – შვილებზე; მძულს – ტყუილი; ვნანობ – არაფერს; კმაყოფილი ვარ – მუსიკით; მენატრება – ცა; მსურს – ბევრი რამ; ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი – ყველაფერს; ვეჭვიანობ – არაფერზე; „ვკაიფობ“ – ყველაფერზე; ვიზიდავ – ყველას; ვალამაზებ – ყველაფერს…“ 6. „სულიერ ერთიანობას ქვია საქართველო და არა მხოლოდ იმ დაქუცმაცებულ ტერიტორიას. ერთად ვიყოთ. არ დავკარგოთ ერთმანეთი, ჩვენი უჩინარი სიყვარული, რომელსაც ჭეშმარიტი საქართველო ჰქვია.“ 7. „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე. უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამდენიემ წუთით ადრე ეუფლება. ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.“ 8. "რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან" ![]() 9. "ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია." 10. "დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის. მოსწავლის მიზანია რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს არა და იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში" 11. "დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში ახწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია" 312 4-ს მოსწონს
|