სხვა შემთხვევითი აღმოჩენა - ქალის ტვინი შთანთქავს და ინახავს ყველა იმ მამაკაცის დნმ-ს, ვისთანაც ოდესმე ჰქონია სქესობრივი ურთიერთობა 2018, 6 აგვისტო, 9:08 შოკისმომგვრელი ახალი კვლევა.![]() სიეტლის უნივერსიტეტის და ფრედ ჰატჩინსკის სახელობის სიმსივნეთა კვლევის ცენტრის ახალი კვლევების მონაცემებით, ქალები ინახავენ და ატარებენ ყველა იმ მამაკაცის ცოცხალ დნმ-ს, ვისთანაც კი ჰქონიათ სექსუალური კავშირი, წერს YourNewsWire.com. ეს მოულოდნელი შედეგები სრულიად შემთხვევით იქნა მიღებული: დასაწყისში მკვლევარებს სურდათ გაერკვიათ, ბიჭზე ფეხმძიმედ მყოფ ქალებს, რომლებიც ხშიად ხვდებიან მამაკაცებს, მეტი მიდრეკილება ხომ არ აქვთ იმ ნევროლოგიური დაავადებებისადმი, რომლებიც ხშირად გხვდება მამაკაცებში. მაგრამ, ქალის თავის ტვინის შესწავლისას კვლევამ მკვეთრად შეიცვალა მიმართულება. აღმოჩნდა, რომ ქალის ტვინი - იმაზე მეტი გამოცანაა, ვიდრე ეგონათ. ![]() მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქალის ტვინი ხშირად შეიცავს „მამაკაცის მიკროქიმერიზმს“ - მამაკაცის დნმ-ს, წარმოქმნილს სხვა ადამიანისგან და გენეტიკურად განსხვავებულს თვით ქალის ორგანიზმის უჯრედებისაგან. კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი:„გამოკვლეული ქალების ( 37 – 59 წლის) 63 % ტვინში ატარებდა მამაკაცის მიკროჰიმერიზმს. მამაკაცის მიკროხიმერიზმი ტვინის რამოდენიმე განყოფილებაში არსებობდა“.![]() მაშ ასე, ქალების 63 % ტვინის უჯრედებში ატარებს მამაკაცის დნმ-ს. რა თქმა უნდა, მეცნიერებს დააინტერესათ, საიდან, რატომ? და თქვენ როგორ ფიქრობთ, საიდან? არა, მამის დნმ უერთდება დედის დნმ-ს და ქმნის ბავშვის უნიკალურ დნმ- ს. მაშ აბა საიდან? თავიდან მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ ქალის ტვინში მამაკაცის დნმ ბიჭზე ორსულობის შედეგია. ეს იყო უსაფრთხო, პოლიტკორექტული წინადადება. მაგრამ ის იყო მცდარი. იმიტომ, რომ როდესაც იმ ქალების ტვინიც გამოკვლიეს, რომლებიც ორსულად არსოდეს ყოფილან, მათში მაინც აღმოჩნდა მამაკაცის დნმ-ის უჯრედები. მეცნიერები ვერ გებულობდნენ, რა ხდებოდა. მათ აღმოაჩინეს შედეგები, მაგრამ მათი გაგება და ახსნა ვერ შეძლეს.მათ ეს აღმოჩენა გადამალეს კვლევების და სტატიების გროვაში, მაგრამ შიგ თუ კარგად გავქექავთ, შესაძლებელი იქნება იმ აბზაცის მოძებნა, რომელიც ნათელს ჰფენს იდუმალი დნმ-ის წარმომავლობას. ![]() მათ ასე რისი შეეშინდათ?„დასკვნები: მამაკაცური მიკროჰიმერიზმი არცთუ ისე იშვიათად ხვდებოდათ ქალებში, რომლებსაც არ ჰყავდათვაჟიშვილი.ასევე, დაუდგენელი თვითაბორტისას ტყუპი ბიჭების შემთხვევაში, როდესაც მამრობითი სქესის ტყუპისცალი იკარგება, უფროსი ძმა, გადაეცემოდა რა დედის სისხლის მიმოქცევის გზით, და სქესობრივი ურთიერთობების გზით.მამაკაცის მიკროჰიმერიზმი არსებითად ხშირად და უფრო მეტ შემთხვევებში ხვდებოდათ იმ ქალებში, ვინც აბორტებს იკეთებდა. უფრო მეტი დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა გაირკვეს ქალებში მამაკაცური მიკროჰიმერიზმის ზუსტი წარმომავლობა“.მაშ ასე, მეცნიერების თქმით, ქალის ტვინში მამაკაცის დნმ-ის წარმოქმნის 4 შესაძლო წყარო არსებობს:
იმის გათვალისწინებით, რომ ქალების 63 %-ს ტვინში აღმოჩენილი აქვს მამაკაცის დნმ-ის უჯრედები, როგორ ფიქრობთ, რომელი ვარიანტია უფო მისაღები?
პირველი სამი ვარიანტი ქალების ძალიან დაბალ პროცენტს შეეხება. ისინი ვერ ახსნიან 63%-ის მაჩვენებელს. აი, მეოთხე ვარიანტი - სრულიად იშვიათობაა.ყველაზე ხშირად საქმე სექსშია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებისთვის. ყოველი მამაკაცი, რომლის სპერმატოზოიდებიც აგითვისებიათ ოდესმე, თქვენი ცხოვრების ნაწილად იქცევა. ქალები, რომელთა ტვინიც იქნა შესწავლილი, ახალგაზრდა არ ყოფილა. ზოგი მათგანი მამაკაცის დნმ-ს ატარებდა 50 წელზე მეტხანს. სპერმა შედგება ცოცხალი უჯრედებისგან. როდესაც ის თქვენში შემოაღწევს, სპერმატოზოიდები ცურავენ მანამდე, სანამ კედელს არ შეეჯახებიან, რის შემდეგაც ეჭიდებიან და იკეტებიან სხეულში. თუ პირში არიან, მაშინ შეცურდებიან და აღწევენ ცხვირში, შუა ყურში და თვალებს მიღმა. იქ ისინი სიღრმეში ჩადიან. ხვდებიან სისხლში და თავს იყრიან თავის და ზურგის ტვინში. როგორც ფანტასტიკურ ფილმებშია, ისინი ხდებიან თქვენი ცხოვრების ნაწილი და ვერ დააღწევთ თავს ვერასდროს. ახლა თუ ხვდებით სქესობრივი აქტის აზრს და მნიშვნელობას? წყაროები: Male Microchimerism in the Human Female Brain Male microchimerism in women without sons: quantitative assessment and correlation with pregnancy history გაუზიარეთ ეს სტატია ახლობლებს და მეგობრებს!იხილეთ ასევე:1. სასტიკი ექსპერიმენტის გამო სამმა ტყუპმა ძმამ 19 წლამდე ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა!2.კოსმოსში „დავიწყებული“ რუსი კოსმონავტი.( მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, იური გაგარინის შემდეგ)3. ცრემლი: რით არის ის საშიში?489 13-ს მოსწონს
|