x
მეტი
  • 05.12.2024
  • სტატია:138672
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512302
დამნაშავე თუ საზოგადოების მსხვერპლი ?
კრიმინოლოგია ის საგანი იყო, რომლიც არჩევასაც დიდი მოთმინებით ველოდებოდი 5 სემესტრი და როგორ იქნა ეს დღეს დამიდგა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლა, საკითხები რომლებზედაც აქტიურად ვკამათობთ და ვმსჯელობთ, ყოველდღე უფრო და უფრო მეტად მაფიქრებს და ''მითრევს''
კრიმინოლოგია ესაა მოძღვრება დანაშაულზე, რომელიც შეისწავლის დამნაშავეს და მის სოციალურ გარემოს, დანაშაულის გამომწვევ და ხელშემწყობ პირობებს, დანაშაულში მსხვერპლის როლს და მდგოამრეობას, დანაშაულის თავიდან აცილების ხერხებს.

საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო ადამიანის დამნაშავედ '''ჩამოყალიბებას''' ეხება.აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს. რომელსაც მოკლედ მინდა შევეხო
პირველი რიგში ეგრედ წოდებული ''განტევების ვაცის თეორია'', რომლის თანახმადაც საზოგადოება თავად ქმნის დამნაშავეებს და სკის მათ, საკუთარი უკურეაქციებისათვის. ანუ საზოგადოებას სჭირდება დამნაშავეები, რათა მოხერხოს საკუთარი დანაშაულებრივი სურვილების გამო სხვა პირის დასჯა.
და ჩემი აზრით მთავარი საკითხი, რომელიც მენაკლებად ეხმაურება სტატიის სათაურში დასმულ კითხვას- როგორ იზრდებიან დამნაშავეებად ადამიანები? ვინ არიან ისინი, დაბადებულნი დანაშაულის ჩასადენად თუ საზოგადოების მსხვერპლნი?
ვთქვათ გვყავს მეზობელი ბიჭი, 15 წლის. მისი მამა ნარკომანი, ლოთი და ეგრედ წოდებული ავტორიტეტი ციხეში ზის. ჩვენ გულში ვფიქრობთ და ხშირად ხმამაღლაც ვამბობთ -- ამას ისეთი მამა ყავდა, თვითონ რაღა გაიზრდება მამამისის გენების მქონე---და ამას გრძნობს თავად მოზარდიც. ამის შემდეგ იგი გაუთვითცნობიერად იწყებს გარკვეული ქმედებების ჩადენას, და თავის თავს ეუბნება -მე ხომ ნაციხარის შვილი ვარ, ამით ის თითქოს ცდილობს გაამართლოს ის სიტყვები, რასაც მასზე ამბობენ. ან პირიქით, მისი მამა საკმაოდ გავლენიანი პირი რომელიც ციხეში ზის, და რომლის ''ძამაკცებიც'' პატრონობენ მის შვილს. მეზობლები ერიდებიან ბავშვთან კამათს, ზედმეტ ყურადღებას იჩენენ მის მიმართ, რაც არასრუწლოვნას აფიქრებინებს რომ თურმე რა კაგი ყოფილა მამაჩემი რომ დამნაშავეა. იგი ამ ყველაფერში უკვე კარგი კუთხის დანახვას ცდილობს, და იბადება ახალი დამნაშავე.
ამის შემდეგ ხდება უკვე მისი ეტიკეტირება. ეტიკეტირების თეორიის თანახმად, დამნაშავედ გახდომის შემდეგი ეტაპები არსებობს:
1) პირველად ჩადენილი დანაშაული
2) საზოგაოდბაში დამნაშავის ინტეგრირების პრობლემა
3) დამნაშავის მიერ მისი სტატუსის აღიარება
4) კრმინალაც ჩამოყალიბება
4) განმეორებითი დანაშაულის ჩადენა

გარდა ამისა პრობლემა გვაქვს მოზარდებთან, რომელსაც მატერიალუად უჭირთ, არ სწავლობენ და უმეტეს დროს ქუჩაში ატარებენ. ფულის შოვნის ხერხებიც ძირითადად კანონსაწინააღმდეგოა. ისინი ჩადიან დანაშაულს მართალია გაჭირვები გამო, მაგრამ მაინც. თუკი პატრულის მხრიდან არ მოხდა დანაშაულზე რეაგირება, ისინი თავიანთ ძალას და უპირატესობას გრზნობენ და უფრო დიდ რისკზეც მიდიან . ხოლო თუკი მოხდა მისი დაკავება, და მოზარდის მიე დანაშაულის ჩადენა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, ხდება მისი ერთგვარი გარიყვა საზოგადოებიდან, რომელიც ზურგს აქცევს მას. სამაგიეროდ იგი სხვა წრეებში ჰპოვებს აღიარებს და ახლადგაჩენილ მეგობრებთან ერთად ახალი დანაშაულისთვის ემზადება


ფაქტი ერთია, დამნაშავედ არავინ არ იბადება. ბილოგიური მომენტი, და ეგრედწოდებული ''გენები'', რომელსაც შავი წარსულის მქონე პირთა შვილებს აძახებენ, ფაქტიურად არ არსებობს. ამ ყველაფრის შეხსენებით კი მხოლოდ პირის პროვოცირება ხდება, ჩაიდინოს მან დანაშაული და გაამართლოს საზოგადოების ''იმედები''. ვინ არის ამ შემთხვევაში მსხვერპლი ეს რთული სათქმელია, პირდაპირი გაგებით მსხვერპლი დანაშაულის მსხვერპლია, თუმცა აუცილებელია რომ თითეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ რა წვლილი მიგვიძღვის ჩვენ დამნაშავეების ჩამოყალიბებაში. როდესაც ჩვენ ვამაყობთ რომ ვიწინასწარმეტყველეთ პიროვნების დანაშაულებრივი მომავალი, დავფიქრდეთ იმაზე თუ ჩვენ თვითონ რა გავლენა მოვახდინეთ მასზე.
მკვლელებად, ყაჩაღებად, ქურდებად, მოძალადეებად არ იბადებიან. ასეთები იზრდებიან, ასეთებად ზრდით მათ ის სოციალური გარემო, რომლებშიც იმყოფებიან. ჩვენ კი კარგად უნდა დავფიქრდეთ რა წვლილი მიგვიძღვის ამ ყველაფერში? რას ვაკეთებს როდესაც მეზობელი სახლიდან ძალადობის ხმა გამოდის?

იმისათვის რომ დამნაშავეთა და დანაშაულთა რაოდენობა შემცირდეს, აუციელებელია საზოგადოებამ და თითოეულმა ჩვენგანმა გაათვითცნობიეროს ის როლი, რომელიც კონკრეტულად მას მიუძღვის ამ საქმეში, შედეგის მიღწევა მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი. image

0
1098
1-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
1098
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0