საზოგადოება შავ ზღვაში ცურვა მოსალოდნელი შტორმის გამო აიკრძალა 2018, 4 აგვისტო, 18:22 შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, საგანგები სიტუაციის მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმი. “შავი ზღვის სანაპიროებზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს. აკრძალვა 5 აგვისტოს 10:00 საათამდე იმოქმედებს. გთხოვთ დაიცვათ უსაფრთხოების წესები", – ნათქვამია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციაში. 62 4-ს მოსწონს 1-ს არა |
ქობულეთში და ანაკლიაში ნებისმიერი მაშველი მცნობს და ჩემს დანახვას მგონი ეშმაკის დანახვა ურჩევნიათ.
შორს მიყვარს გაცურვა :)