ასტროლოგია რა გავლენას მოახდენს 11 აგვისტოს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე 2018, 4 აგვისტო, 14:40 ამ წელიწადს ბევრჯერ იყო მზისა თუ მთვარის დაბნელება. 11 აგვისტოსაც კიდევ ერთი მზის დაბნელება გველის, რომელიც ლომის ნიშანში მოხდება.
ამ დაბნელების ზეგავლენას ყველა იგრძნობს, თანაც აუცილებლად, დადებითი კუთხით. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მოხდება. განსაკუთრებულ ზეგავლენას სამსახურზე, თვითრეალიზაციასა და პირად ცხოვრებაზე იქონიებს. ამ დღეს რასაც წამოიწყებთ, ის საქმე აუცილებლად კარგად დამთავრდება.
რამდენადაც მზის დაბნელება რეტროგრადული მერკურის პერიოდში ხდება, იმისთვის, რომ რაღაც ახალი წამოიწყოთ, აუცილებელია ძველი შეცვალოთ.
არის ალბათობა, რომ წარსულიდან რაღაც დაბრუნდეს, ეს პერიოდი ასევე საუკეთესოა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც გბორკავთ და ხელს გიშლით ახალი ცხოვრების დაწყებაში.
ახლა კი, მოდი, განვიხილოთ, თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტულად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნებზე მზის დაბნელება: 1. ვერძი მზის დაბნელება ვერძის პირად ცხოვრებაზე აისახება. შესაძლებელია რომანტიკული შეხვედრა. ამასთან, ამ ნიშნის ადამიანებს შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მოთხოვნა გაუჩნდებათ, თუ ამ კუთხით ყველაფერი კარგად მოგვარდება, შესაძლებელია, ვერძებმა საქმიანობის სფეროც კი შეიცვალონ. 2. კურო მზის დაბნელება ოჯახურ სფეროზე იმოქმედებს. შესაძლოა, ოჯახთან დაკავშირებით რაღაც ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი. კარგი პერიოდია რემონტისთვის, ან საცხოვრებლის შეცვლისთვის. ამავე პერიოდში კუროები შეძლებენ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებასა და ახლობლებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას. 3. ტყუპები ტყუპებსაც ცვლილებები ელით. განსაკუთრებით კი ეს მათ გარემოზე აისახება. ახალი შეხვედრები გელით, რომლებიც სამომავლოდ დიდ მნიშვნელობას შეიძენს. შესაძლოა ხანმოკლე მოგზაურობაც. ამ პერიოდში კარგია, თუ სწავლით და კვალიფიკაციის ამაღლებით დაკავდებით. 4. კიბო კიბოს ცვლილებები ელის ფინანსურ საკითხებში. სასიამოვნო იქნება თუ არა ეს ცვლილებები, იმაზეა დამოკიდებული, სწორად მოიქცევა კიბო თუ არა. შანსი გეძლევათ, თქვენი მატერიალური მდგომარეობა მოაწესრიგოთ, მოსალოდნელია სამსახურის შეცვლაც. ამ პერიოდში ძალიან აკურატული უნდა იყოთ ფულთან მიმართებაში. არ გააკეთოთ მსხვილი შენაძენები, უკეთესია, ფული გამოიზოგოთ. არის იმის ალბათობაც, რომ შემოსავლის ახალი წყაროც გაჩნდეს. 5. ლომი როგორც აღვნიშნეთ, მზის დაბნელება ლომის ნიშანში მოხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლომებს სხვებზე მეტად გაუღიმებთ ბედი. მოსალოდნელია დიდი ცხოვრებისეული ცვლილებები, თანაც სასიამოვნო. ერთადერთი, რაც ამ ნიშნის ადამიანებს მოეთხოვებათ, ისაა, გადახედონ თავის შეხედულებებს და უარი თქვან ქცევების ძველ მოდელზე. 6. ქალწული ქალწულებმა საკუთარ თავსა და შინაგან სამყაროზე უნდა მოახდინონ კონცენტრირება. ეს პერიოდი ცხოვრების სულიერ სფეროში მიმდინარე ცვლილებებით აღინიშნება. ქალწულებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავის სულიერ მდგომარეობას და საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვნენ. 7. სასწორი სასწორებისთვის ხელსაყრელი პეიოდია საკუთარი იდეებისთვის ხორცის შესახმელად. შესაძლოა შორსჭვრეტის უნარიც გაეხსნათ და ამ გზით გაარკვიონ, თუ რომელი იდეების განხორციელება ღირს და რომლისა, არა. სასწორებსაც ცვლილება ელით თავის წრეში: შესაძლოა ახალი ნაცნობობა და წარსულთან კავშირის გაწყვეტა. 8. მორიელი მორიელებს მზის დაბნელება ცვლილებებს უქადის სამსახურსა და კარიერაში. ისინი ახალ შეთავაზებებს მიიღებენ, რომელზეც უარს ვერ იტყვიან. ბევრი შეიცვლის სამსახურს და დაწინაურდებიან. თუმცა, ყველაფერი ადვილად როდი მოხდება, მორიელებს რაღაცეების შეცვლა და გარჯა მოუწევთ. 9. მშვილდოსანი მშვილდოსანს მოგზაურობა და გადასვლები ელის, რომლებიც მის ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. მათ, ცვლილებებთან ერთად, განახლებებიც ელლოდებათ. საზღვარგარეთ წამოწყებული საქმეები წარმატებით დაგვირგვინდება, შესაძლოა ნაცნობობა უცხოელებთან. 10. თხის რქა თხის რქებისთვის ეს კარგი პერიოდია ძველი პრობლემების მოსაგვარებლად და დაგროვილი დავალებების დასასრულებლად. თხის რქა ერთადერთი ნიშანია, რომლისთვისაც მზის დაბნელების პერიოდი მაინცდამაინც იოლად გადასატანი არ იქნება, ამიტომ მოთმინებით უნდა აღიჭურვონ. თუ ყველა გადაწყვეტილებას აწონ-დაწონიან და აკურატულად იმოქმედებენ, წარსულის უსიამოვნო შედეგებსაც ადვილად გაუმკლავდებიან. თუ წინააღმდეგობებს გაუმკლავდებით, წინ დიდი წარმატება გელით. 11. მერწყული მერწყულებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით. შანსია, თქვენს მეორე ნახევარს შეხვდეთ, ხოლო თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, მაშინ შესაძლებლობა გაქვთ, თქვენს ურთიერთობაში შეიტანოთ ცვლილებები. 12. თევზები თევზებს ცვლილებები ელით სამსახურში. ჯანმრთელობის მხრივ, შესაძლოა ძველმა დაავადებებმა შეგახსენონ თავი, თუმცა, ამით შანსიც გეძლევათ, მათგან გათავისუფლდეთ. სამსახურში თევზები ძალიან ეფექტურები იქნებიან. შესაძლებლობა გაქვთ ძველ პრობლემებში გაერკვეთ და ყველაფერი დაალაგოთ -აზრებიც და გრძნობებიც. მზის დაბნელება გავლენას ორი კვირით ადრე და დაბნელებიდან ორი კვირის შემდეგ ინარჩუნებს, შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების შეცვლა. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ აგვისტო ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგი პერიოდია. იხილეთ ასევე: რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტოში-ტაროს კარტების პროგნოზი ასტროლოგისგან 1767 1-ს მოსწონს
|