მხატვრობა თავადი გრიგორი გაგარინი - კავკასიაზე შეყვარებული მხატვარი 2018, 3 აგვისტო, 3:05 რუსი მხატვარი, რუსეთის სამეფო კარის ობერგოფმეისტერი გრიგორი გაგარინი (1810-1893) დაიბადა მოსკოვში. გაიზარდა და ისწავლა ევროპის სხვადასხვა წარმატებულ ქვეყანაში და შემდგომ 1839 წელს დაბრუნდა სანკტ-პეტერბურგში. რუსეთში დაბრუნებიდან მალევე დაინტერესდა კავკასიით და აქეთ გამოემგზავრა. 1848 წელს ის დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლის - მიხეილ ვორონცოვის განკარგულებაში "რათა გამოყენებულ ყოფილიყო სამეცნიერო და არტისტული მიმართულებით". გაგარინმა 1848-1855 წლები თბილისში გაატარა, სადაც მან ძალიან მრავალმხრივი ნიჭი გამოავლინა, შექმნა უამრავი, ძალიან საინტერესო ფერწერული ნამუშევარი. თბილისის გარდა, ის მოგზაურობდა მთელ კავკასიაში და აღწერდა იმდოინდელ ყოფას, ტანისამოსს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისას. მისი ნამუშევრები თვალწინ გვიცოცხლებს მაშინდელი კავკასიის ყოფას, ჩაცმულობას, მოდას, ხალხის გარეგნობას და ბევრ სხვა ნიუანსს. მისი ნახატებით ნამდვილად ბევრს ვიგებთ მე-19 საუკუნის შუახანების საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ცხოვრების შესახებ. 1) ქართველი თავადი 2) ქართველი თავადის ქალი. თბილისი. 3) ქართველი, მეგრელი თავადი 4) ქართველი, იმერელი თავადი 5) ქართველი, ხევსური მებრძოლი 6) ქართველი კაცი 7) ქართველი ქალი 8) ქართველი, თბილისელი ქალი 9) ქართველი, თუში კაცი 10) ქართველი მილიციელები, რომელიც მოქმედებდნენ ზაქათალაში (დაღესტანი) 11) სომეხი ქალი 12) სომეხი მღვდელი 13) სომეხთა პატრიარქი 14) სომხები ერევნიდან 15) აზერბაიჯანელი ქალი შამახიიდან 16) შამახალ ტარკოვსკის ცოლი. აზერბაიჯანი. ბაქო. 17) შამახალ ტარკოვსკი (აბუ მუსლიმი). აზერბაიჯანი. ბაქო. 18) აზერბაიჯანელი ბატონი ყარაბაღიდან 19) აზერბაიჯანელები, ბაიადირი და ახალგაზრდა კაცი შემახადან. 20) თათარი კაცი 21) აჰმედ ხან მეჰტულისკის ქალიშვილი. ავარი ქალი. 22) მთიელი ავარი კაცი 23) შამხალის კაცი. დაღესტნელი 24) ლეკი მეომარი. საიმპერიო დაცვის წევრი. 25) თემირ ხან შურინის ცოლი. დაღესტნელი ქალი. 26) მთიელი ავარი კაცი 27) დაღესტნელი მილიციონერი სამურიდან. 28) კურინ ხან იუსუფ ბეგი. დაღესტნელი კაცი. 29) ლეკი მილიციონერი 30) ლეკი მილიციონერი 31) დაღესტნური სოფლის, ჩირქის მცხოვრები. სალატაუს მიდამოებთან. 32) ასლან კადი ცუდახარიდან. დაღესტნელი კაცი. 33) მილიციონერი ახტიდან. დაღესტანი. 34) დაღესტნელი ქალი ტარკოვსკი შამხალატიდან. 35) დაღესტნელი ქალი 36) ჩეჩენი ნაიბი ან გენერალი შამილის არმიიდან. 37) ახალგაზრდა ჩერქეზი თავადიშვილი. სანკტ პეტერბურგი 38) საიმპერატორო დაცვის მუსლიმური დანაყოფის წევრი. სანკტ პეტერბურგი 39) საიმპერატორო დაცვის მუსლიმური დანაყოფის წევრი. სანკტ პეტერბურგი. 40) ჩერქეზი კაცი. სანკტ პეტერბურგი 41) ესკადრონის ჩერქეზი ოფიცერი 42) ყაბარდოელი კაცი 43) ჩერქეზი ქალები გელენჯიკიდან. 44) უბიხები 45) მთიელი ნატუხაი - ჩერქეზების ერთ-ერთი სუბეთნოსი. 46) ანაპელი ჩერქეზი კაცი 47) მოზდოკელი კაცი 48) მურიდი კაცი 49) მოზდოკელი კაზაკი კაცი 50) ინდოელი ცეცხლთაყვანისმცემელი კაცი ბაქოში. 51) სპარსელი ქალი ბაქოში. 52) თურქი ქალაქ ახალციხიდან. საქართველო 53) მოლა 54) სპარსელი თათარი ერევნიდან. სომხეთი. 55) კაზაკი ოფიცერი ქალიშვილთან ერთად - გლებენსკაია. 56) ტერეკ კაზაკი ქალი სოფლიდან სახელად ჩერვლენაია. ჩეჩნეთი. 57) აბდულ ბაკმან ხანი კასი კუმიკიდან. 58) ქურთი კაცი არარატიდან. 59) ქურთი კაცი სომხეთიდან - იბო მაჰამთ ოღლუ 60) ქურთული ტომის მმართველი არარატიდან - ჩამდინ აღა. 61) ქურთი სასულიერო პირი 62) ოსი თავადი კაზ-ბულატი 63) ოსი თავადი კაცი. ოსეთი 64) მონადირეთა ბანაკი სამეგრელოში - მეგრელი მონადირეები. საქართველო. 65) მაიდანი, ბაზრის მოედანი. თბილისი. საქართველო 66) ბაღი თბილისის შემოგარენში. ქართველი ქალების გართობა. 67) თბილისის სახურავებზე. ცეკვა. საქართველო. 68) ქართველი ქალის პორტრეტი ავტორი: თორნიკე ფხალაძე 557 4-ს მოსწონს
|