საზოგადოებრივი პრეისტორიული სომხეთი 2018, 1 აგვისტო, 18:56 პირველი ადამიანები სომხეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ, ყოველ შემთხვევაში ამგვარი მონაცემები გვაქვს დღევანდელ დღეს, ხვალ შეიძლება აღმოაჩინონ რომ ეს იყო 2 მილიონი წლის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე და იქ სახლობდნენ ჰომო ერექტუსები. 325, 000 წლის წინ სომხეთის ტერიტორიაზე პალეოლითის ხანის ნეანდერტალელების დიდი დასახლება არის აღმოჩენილი, რომელსაც უწოდეს ნორ გეღი 1, ის მდინარე ჰრაზდანის დაბლობზე მდებარეობს. არარატის პლატოზე აღმოჩენილია ნეოლითური ხანის დასახლებები აქნაშენი, არათაშენი და მეწამორი, რომელიც ტარონიკის პროვინციაში, დღევანდელი დაბა არმავირის ადგილას მდებარეობდა. ასევე აღმოჩენილია თრიალეთის კულტურის დროინდელი დასახლება - ჰოვკ 1. ასევე ნეოლითური ერის (ძვ.წ. 10, 200 წლიდან ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე) დასახლებებია საკმაოდ ბევრი სომხურ მთიანეთში. მთელი ტრანსკავკასია და მაშასადამე სომხეთის ტერიტორიაზეც პირველი ცნობილი კულტურა იყო შულავერი-შომუს კულტურა ძვ.წ. მე-60 საუკუნიდან ძვ.წ. მე-40 საუკუნემდე. შემდეგ იყო მტკვარ არაქსის კულტურა ბრინჯაოს ხანაში ძვ.წ. 3400 წლიდან ძვ.წ. 2000 წლამდე. შემდეგ კი თრიალეთის კულტურა ძვ.წ. 2200 წლიდან ძვ.წ. 1500 წლამდე. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1777 2-ს მოსწონს
|