x
image
თამილა გურაშვილი
"..მსოფლიოს დავავალდებულებდი, დაეცვა საქართველო...." -რუსი ტურისტი

image
ისტორიკოსი გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში საინტერესო შემთხვევის შესახებ წერს:

ცხოვრებამ სად არ მათრია და დღესდღეობით რუსულენოვან ტურისტებთან მიწევს აქტიური ურთიერთობა. მოკლედ, დროდადრო, რუსულენოვანი გიდის ფუნქციას ვასრულებ(რაც სრულებით არ მეთაკილება). ჰოდა, გუშინწინდელი ამბავი უნდა მოგიყვეთ. საღამოს ვასრულებთ დღის ბოლო წრეს... ამოვიდა 15 რუსი ტურისტი, ოღონდ ეს არ იყო ერთი ჯგუფი. ცალ-ცალკე მოგროვდნენ, ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამ 15 ტურისტიდან ნაწილი მოსკოველი იყო, ნაწილი სანკტ-პეტერბურგელი (ლენინგრადელი, რა...). დავიწყე ისტორიის თხრობა და, როდესაც ვთქვი, რომ არაერთი ქართული ხუროთმოძღვრული შედევრი შეტანილია იუნესკოს მიერ შედგენილ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ერთ-ერთმა რუსმა დაიძახა: " ჩემი ნება რომ იყოს, მე რომ ამის უფლებამოსილება მქონდეს, მთელ საქართველოს შევიტანდი იუნესკოს სიაში და მსოფლიოს დავავალდებულებდი, დაეცვა საქართველო...ვაი, რომ მე ამის უფლება არ მაქვს!" ..ახლა, არ გაინტერესებთ, როგორი იყო დანარჩენი რუსების რეაქცია?..გამახსენდა მივიწყებული ტერმინი - "ხანგრძლივი, მქუხარე ტაში, გადაზრდილი აპლოდისმენტებში"...ჰო, მართლა, ის რუსი, რომელმაც დაიძახა, რომ მსოფლიო უნდა იცავდეს საქართველოს, აღმოჩნდა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი ანდრეი ავტუხოვი...ამიტომ ვფიქრობ, იქნებ სახალხო დიპლომატია არ არის მთლად სანაგვეზე გადასაგდები საქმე და ამ გზით, შესაძლოა, ბევრს მივაღწიოთ? ამ პოსტისთვის რუსოფილობას ნურავინ დამაბრალებს. მე არც არავისოფილი ვარ, არც - არავისოფობი( "ფილობაც" და "ფობობაც" კლინიკური შიზოფრენიის გამოხატულებაა)...სპექტაკლი "ხანუმა" გახსოვთ? ჰოდა, აკოფ დარდიმანიანცისა არ იყოს - "ორი სიტყვა ჩემთვისა ვთქვი"... და ნუ მოაბამთ პოლიტიკურ კუდებს!!!

2
213
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
213
  
2018, 1 აგვისტო, 21:44
დიახ, სახალხო დიპლომატია ყველაზე დიდი დიპლომატიაა და ხალხსა და ბინძურ პოლიტიკანებს შორის დიდი განსხვავებაა! დავიცვათ საქართველო! -ეს ამავე დროს უნდა ნიშნავდეს - დავიცვათ აქ ჩამოსული რუსი
ტურისტები!
2018, 1 აგვისტო, 18:02
გეთანხმებით, ბ-ნო გუგა.
0 1 2