კულტურა სად შეიძლება დაისვენო ზაფხულში?-ხუთი ყველაზე ლამაზი კუნძული 2018, 31 ივლისი, 17:42 ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ყველაზე მეტად გვსურს დასვენება, გართობა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა... რა თქმა უნდა, ეს ყოველივე დროს, ფულს მოითხოვს, რაც დღევანდელ ყოფაში ხშირად არ გვაქვს, თუმცა ოცნების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარი მონდომებაა.
გთავაზობთ ადგილებს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, როცა ოცნებების და სურვილების ახდენის დრო მოვა: 1. მალდივის კუნძულები-ეს კუძულები არის ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივი. იგი გამორჩეულია სილამაზით, იდუმალებითა და ეგზოტიკურობით. ტურისტებისათვის და ცურვის მოყვარულთათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება თავისი მდიდარი წყალქვეშა სამყაროთი-მარჯნის რიფებითა და ტროპიკული თევზებით. იგი მსოფლიოს საუკეთესო დასასვენებელ ადგილთა სიაში ლიდერობს; დამსვენებლებს სთავაზობს კომფორტულ სასტუმროებს, სპა ცეენტრებსა და მასაჟის კაბინეტებს; ეგზოტიკურ კერძებსა და თავგადასავლებით სავსე ექსკურსიებს. 2. მადეირა-პორტუგალიური არქიპელაგი, მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში. მან სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ლიდერი კუნძულის წოდება. გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, სუფთა ჰაერით. საუკეთესო კლიმატი ქმნის სუბტროპიკულ სამოთხეს, ბანანები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში იზრდება, აქ ხშირად ტარდება სხვადასხვა განსაკუთრებულად მხიარული და ლამაზი ფესტივალები-ყვავილების, ჯაზის, ღვინის... მადეირა 1418 - 1420 წლებში აღმოჩაჩინეს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა. განსაკუთრებულად რბილი კლიმატისა და ძალების აღმდგენი თვისებების გამო მადეირას უწოდეს „გაზაფხულის კუნძული“. 3. იბიცა-ბალეარის კუნძულების არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძული ხმელთაშუა ზღვაში. საერთაშორისო კურორტი. განსაკუთრებით ცნობილია მრავალრიცხოვანი კლუბებით სხვადასხვა მიმართულების ელექტრონული მუსიკის შესრულებით. გამოირჩეავ ულამაზესი თეთრი სილით დაფარული სანაპიროებით, ამწვანებული გორაკებითა და წარმოუდგენლად ცისფერი ზღვის წყლით. კუნძულზე საღამოს დადგომისთანავე იწყება მხიარულება - ეგზოტიკური შოუები, მასკარადები, მხიარული კლოუნადები, გრანდიოზული დისკოთეკები, სასაცილო შეჯიბრებები და დახვეწილი მოდური ჩვენებებიც კი. 4. კარიბის კუნძულები-კარიბის ერთ-ერთი კუნძული – „ბონაირ“ სუფთა ჰაერს ნიშნავს და არამარტო კარგი ჰაერით იზიდავს ეს ადგილი ტურისტებს. მთელ სიგრძეზე გადაჭიმული მარჯნის რიფები, ჯადოსნური წყალქვეშა სამყარო და საოცრად თბილი წყალი. აქ მთელი წყალქვეშა სამყარო – წყლის ზედაპირიდან მის ფსკერამდე – 60 მეტრის სიღრმემდე 1979 წლიდან მოყოლებული ეროვნული პარკის მიერაა დაცული. ცივილიზაციისგან ხელშეუხებელი ბუნება, ლამაზი პალმები და ბროლივით გამჭვირვალე წყალი, საშუალებას იძლევა დაისვენო სრულყოფილად. 5. ჰავაი-ვულკანური წარმოშობის კუნძულთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს. ჰავაი ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მილიონობით ტურისტს იზიდავს. ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებით, შეუდარებელი მელოდიებითა და ლამაზი ცეკვებით. ფირუზისფერი ლაგუნები და ოქროსფერი პლაჟები, შავი ქვები, თეთრი ცა-ჰავაი მშვენიერ სიზმარს ჰგავს თურმე. 411 3-ს მოსწონს
|