x
image
თორ ნიკე
საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა
საქართველოში მარიხუანა უკვე ლეგალურია


"საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური" – აცხადებს გირჩის წევრი და საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე. "მინდა ყველას მოგილოცოთ ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო გახდა უფრო თავისუფალი ქვეყანა. მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება არის სრულად ლეგალური. მარიხუანას მოხმარების გამო ამ ქვეყანაში ადამიანს ვეღარ დასჯიან"– განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. დღეს ამის შესახებ განცხადება გააკეთა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და გაავრცელა შემდეგი ტექსტი, რასაც უცვლელად გთავაზობთ:


"2018 წლის 30 ივლისს საქართვლოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის ნომერი 1282) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.


მოსარჩელე მხარე დავობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც აწესებდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მოხმარებისთვის.



მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანას მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას. კერძოდ, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე. ისეთი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანებისკენ არის მიმართული და არ იწვევს საზოგადოებისთვის საშიში შედეგებს, არ გააჩნია ღირებული საჯარო ინტერესი.


მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს როგორც ცალკე ინდივიდების, ასევე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოპასუხის პოზიციით, მარიხუანას მოხმარება არის ზიანის მომტანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და აუცილებელია მოსახლეობის, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა მარიხუანისგან მომდინარე ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებისგან.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას, მარიხუანას მოხმარების აკრძალვა მისი ბრუნვის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა და შესაბამისად, ემსახურება მომხმარებლების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, ინდივიდუალური მომხმარებლის როლი მარიხუანას ბრუნვის ხელშეწყობაში არის ძალიან მცირე, შესაბამისად, მცირეა მოხმარების ინდივიდუალური ფაქტიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის ბლანკეტურად დაწესება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დაცვის არაპროპორციულ საშუალებას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს."


თუმცა აქვე საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება საზოგადოებისადმი: მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისათვის. მაგალითისთვის - სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება მიიჩნია იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აგრეთვე ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში და არასრულწლოვანთა თანდასწრებით.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
263
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
263
  
2018, 30 ივლისი, 23:47
გეთანხმებით და რაც მთავარია აუცილებლად ყოველ 4 თვეში ან ნუ არვიცი აუცილებლად უნდა შემოწმდეს თითოეული ბავშვი ეწევათუ არა იგი პლანს და რაიმე წესი მოიგონონ ისეთი რომ რახაცით შეეშინდონ ან მშობლები დააჯარიმონ ან რავი.
2018, 30 ივლისი, 23:41
კი, ეგ აქამდეც უნდა გაგვეთვალისწინებინა და ახლაც უნდა გავითვალისწინოთ. სამწუხაროდ აქამდეც ვერ კონტროლდებოდნენ არასრულწლოვნაბი ამ მხრივ და მაინც ეწეოდნენ პლანს. ჩემი აზრით აქ აუცილებელია საქმეში ჩაერთოს სკოლის რეფორმა და მეტად მოხდეს პოპულარიზაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის.
2018, 30 ივლისი, 23:25
მისასალმებელია ეს ფაქტი და მივესალმები კიდევაც მაგრამ ამავდროულად იგიც უნდა გავითვალის წინოთ რომ არ ახმოჩნდეს არასრუწლოვნების ხელში და არ მოწიონ როგორიც არის სიგარეტი
0 1 3