x
image
Culture Express
რატომ სთხოვენ ნანუკა ჟორჟოლიანს გამომწერები დღიურის წერას და სად ისვენებს ტელეწამყვანი?
image ნანუკა ჟორჟოლიანი ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე ისვენებს. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში კუნძულზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად ათავსებს და გამომწერებს შთაბეჭდილებების შესახებ უყვება.

ტელეწამყვანი ბალიზე შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთად ისვენებს

image


image



" ეს არის უბუდი. წარსულში ბალის კუნძულზე მდებარე 9 სამეფო ქალაქიდან ერთ-ერთი. თუმცა, დღეს შთამბეჭდავია მისი რელიეფი და ჯუნგლების ტყე, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს ქალაქს. შესაბამისად, ქუჩაში მოსიარულე მაიმუნები აქ არავის უკვირს. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ არ შეეშინდეთ სასტუმროსთან მდებარე ტყის, რომელიც ჯუნგლებისაა. მაგრამ ისინი არ ერჩიან ადამიანებს.


აქ ყველაზე მეტად ადამიანები გაგაკვირვებთ. ისინი ბევრს შრომობენ, თითქმის ყველას აქვთ ბრინჯის ტერასები. უბრალოდ სიდიდეს გააჩნია. კითხვაზე გყავთ თუ არა საშუალო ფენა, მიპასუხეს, არა, აქ ყველა კარგად ცხოვრობს, ვისაც შრომის საშუალება აქვს, ალბათ ბევრი "მდიდარია" ამ რეგიონში, რადგან ყველა იცინის. ერთი შეხედვით ჩანს რომ ადამიანები უყვართ. განსაკუთრებით სტუმრები, მაგრამ ახლა უნდა დავუბრუბდე შრომისმოყვარეობას.

image

შრომობს ყველა. ასაკის და სქესის მიუხედავად. ის ადამიანიც კი, რომელიც დახმარებას გთხოვს გაღიმებულია და არ ცდილობს მოწყალებისთვის თავი შეგაცოდოს. ასეთი სულ ორი შემხვდა. მაგრამ ბევრია ვისაც ხელში "თოხი" უჭირავს და მუხლებამდე წყალში დგას. ზოგადად მათი ბრინჯის ტერასები მთლიანად წლითაა დაფარული. აქ, სეისმური ზონაა და სახლები მხოლოდ ერთ სართულიანია. ჩვენმა გიდმა გვითხრა რომ სახლზე მეორე სართული ნიშნავს რომ იქ, მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. Nina Leto ბლოგში წერდა, ბალი ღმერთების კუნძულიაო და ალბათ მართლა ასეა. იმიტომ რომ სადაც ამდენი ღიმილი და სითბოა, ღმერთიც აქაა. "

image

როგორც ცნობილი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ იმ ადგილას იმყოფება, სადაც ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნის ცნობილი ეკრანიზაცია: " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს" (Eat, Pray, Love) არის გადაღებული, სადაც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურ Instagram-ზე აქვეყნებს ფოტოს რომელზეც ის ჯულია რობერტსის სურათთან ერთადაა, ფოტოზე ჩანს ჰოლივუდის ვარსკვლავი ფილმის გადაღბებისას.

image

ტელეწამყვანი სოცალურ ქსელში ასევე წერს:

" ვიდრე მოგყვებით ახალ ამბავს უბუდზე, უნდა ავღნიშნო რომ მთავარი სხივი აქაურობის. ძალიან ბევრ კაფეში ნახავთ წარწერას " ჩვენ ინტერნეტი არ გვაქვს, ეკონტაქტეთ ერთმანეთს." როგორც ჩანს ეპოქის ჭირმა აქამდეც მიაღწია. თუმცა ეს არ შეიმჩნევა. თითქმის ვერ ნახავთ ადგილობრივს, რომელიც ტელეფონში იყურება. სელფების გადაღება კი, მე და ჩინელებსაც კი გვრცხვენია.

image

ახლა მთავარი, უბუდში მრავალშვილიან ოჯახად ითვლება ის, ვისაც 3 ბავშვი ჰყავს. 260 მილიონიან ქვეყანას აქვს ამის ფუფუნება. ჩვენი გიდი სატური ამბობს რომ შვილი ყველაზე სერიოზული "პრობლემაა"

" წლები უნდა ვიშრომო რომ ვასწავლო, ამასობაში მთელი ცხოვრება გაივლის და მეც დავბერდებიო". მიუხედავად ამისა სატური, მაინც სამი შვილის მამაა, მაგრამ შვილებზე საუბარი დიდად არ ხიბლავს, აი, შვილიშვილების ამბები კი სხვანაირად უნათებს სახეს. " -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image

image ტელეწამყვანის სტატუსის გამოხმაურებაში ხალხი წერს, რომ ისინიც ნანუკასთან ერთად მოგზაურობენ და მან აუცილებლად უნდა დაიწყოს დღიურის წერა, როგორც ტელეწამყვანი პასუხობს, სწორედ იქაურობა ითხოვს დღიურის წერას.

image


3
500
2-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
500
  
2018, 31 ივლისი, 0:42
არა, ჩემო კარგო, შენ ზუსტად დაწერე, ეს ტერმინია გავრცელებული ფბ-ზე... მე იმ გამომწერების მიკვირს, ჟორჟოლიანის დღიურები რომ აინტერესებს)) თუმცა ყველა ალხანას ხომ თავისი ჩალხანა ჰყავს?)))
2018, 30 ივლისი, 21:21
კარგი იქნებოდა გამომწერები სხვა უკეთესი შესატყვისი სიტყვით შემეცვალა, რადგად ყურში ცუდად ხვდება.
2018, 30 ივლისი, 11:03
გამომწერები))))))))))))))
0 1 3