შოუბიზნესი რატომ სთხოვენ ნანუკა ჟორჟოლიანს გამომწერები დღიურის წერას და სად ისვენებს ტელეწამყვანი? 2018, 29 ივლისი, 19:19 ნანუკა ჟორჟოლიანი ინდონეზიაში კუნძულ ბალიზე ისვენებს. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში კუნძულზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად ათავსებს და გამომწერებს შთაბეჭდილებების შესახებ უყვება.
ტელეწამყვანი ბალიზე შვილთან, მარიამ გეგუჩაძესთან ერთად ისვენებს
" ეს არის უბუდი. წარსულში ბალის კუნძულზე მდებარე 9 სამეფო ქალაქიდან ერთ-ერთი. თუმცა, დღეს შთამბეჭდავია მისი რელიეფი და ჯუნგლების ტყე, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს ქალაქს. შესაბამისად, ქუჩაში მოსიარულე მაიმუნები აქ არავის უკვირს. ადგილზე ჩამოსულ ტურისტებს აფრთხილებენ, რომ არ შეეშინდეთ სასტუმროსთან მდებარე ტყის, რომელიც ჯუნგლებისაა. მაგრამ ისინი არ ერჩიან ადამიანებს. აქ ყველაზე მეტად ადამიანები გაგაკვირვებთ. ისინი ბევრს შრომობენ, თითქმის ყველას აქვთ ბრინჯის ტერასები. უბრალოდ სიდიდეს გააჩნია. კითხვაზე გყავთ თუ არა საშუალო ფენა, მიპასუხეს, არა, აქ ყველა კარგად ცხოვრობს, ვისაც შრომის საშუალება აქვს, ალბათ ბევრი "მდიდარია" ამ რეგიონში, რადგან ყველა იცინის. ერთი შეხედვით ჩანს რომ ადამიანები უყვართ. განსაკუთრებით სტუმრები, მაგრამ ახლა უნდა დავუბრუბდე შრომისმოყვარეობას. შრომობს ყველა. ასაკის და სქესის მიუხედავად. ის ადამიანიც კი, რომელიც დახმარებას გთხოვს გაღიმებულია და არ ცდილობს მოწყალებისთვის თავი შეგაცოდოს. ასეთი სულ ორი შემხვდა. მაგრამ ბევრია ვისაც ხელში "თოხი" უჭირავს და მუხლებამდე წყალში დგას. ზოგადად მათი ბრინჯის ტერასები მთლიანად წლითაა დაფარული. აქ, სეისმური ზონაა და სახლები მხოლოდ ერთ სართულიანია. ჩვენმა გიდმა გვითხრა რომ სახლზე მეორე სართული ნიშნავს რომ იქ, მდიდარი ადამიანი ცხოვრობს. Nina Leto ბლოგში წერდა, ბალი ღმერთების კუნძულიაო და ალბათ მართლა ასეა. იმიტომ რომ სადაც ამდენი ღიმილი და სითბოა, ღმერთიც აქაა. " როგორც ცნობილი გახდა ნანუკა ჟორჟოლიანი სწორედ იმ ადგილას იმყოფება, სადაც ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნის ცნობილი ეკრანიზაცია: " ჭამე, ილოცე, გიყვარდეს" (Eat, Pray, Love) არის გადაღებული, სადაც მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. ნანუკა ჟორჟოლიანი ოფიციალურ Instagram-ზე აქვეყნებს ფოტოს რომელზეც ის ჯულია რობერტსის სურათთან ერთადაა, ფოტოზე ჩანს ჰოლივუდის ვარსკვლავი ფილმის გადაღბებისას. ტელეწამყვანი სოცალურ ქსელში ასევე წერს: " ვიდრე მოგყვებით ახალ ამბავს უბუდზე, უნდა ავღნიშნო რომ მთავარი სხივი აქაურობის. ძალიან ბევრ კაფეში ნახავთ წარწერას " ჩვენ ინტერნეტი არ გვაქვს, ეკონტაქტეთ ერთმანეთს." როგორც ჩანს ეპოქის ჭირმა აქამდეც მიაღწია. თუმცა ეს არ შეიმჩნევა. თითქმის ვერ ნახავთ ადგილობრივს, რომელიც ტელეფონში იყურება. სელფების გადაღება კი, მე და ჩინელებსაც კი გვრცხვენია. ახლა მთავარი, უბუდში მრავალშვილიან ოჯახად ითვლება ის, ვისაც 3 ბავშვი ჰყავს. 260 მილიონიან ქვეყანას აქვს ამის ფუფუნება. ჩვენი გიდი სატური ამბობს რომ შვილი ყველაზე სერიოზული "პრობლემაა" " წლები უნდა ვიშრომო რომ ვასწავლო, ამასობაში მთელი ცხოვრება გაივლის და მეც დავბერდებიო". მიუხედავად ამისა სატური, მაინც სამი შვილის მამაა, მაგრამ შვილებზე საუბარი დიდად არ ხიბლავს, აი, შვილიშვილების ამბები კი სხვანაირად უნათებს სახეს. " -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეწამყვანის სტატუსის გამოხმაურებაში ხალხი წერს, რომ ისინიც ნანუკასთან ერთად მოგზაურობენ და მან აუცილებლად უნდა დაიწყოს დღიურის წერა, როგორც ტელეწამყვანი პასუხობს, სწორედ იქაურობა ითხოვს დღიურის წერას. 500 2-ს მოსწონს
|