სხვა ვითომ ხეიბარმა აფერისტობით მილიონი დოლარი იშოვა 2018, 28 ივლისი, 13:33 ![]() 24 წლის აფერისტის, არიკა მატატოვის მსხვერპლი გახდა ათეულობით მაღაზია და რესტორანი ნიუ-იორკში. როცა ის ნახულობდა შენობას, სადაც არ იყო პანდუსი ან იყო, მაგრამ ძალზე მოუხერხებელი (მაგალითად ვიწრო, ან ძალიან დაქანებული), ის იწყებდა ჩხუბს და აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც შშმ პირის უფლებები ირღვევა და ითხოვდა კონპესაციას 50 000$-ს ან სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა მილიონ დოლარზე. აფერისტი-ხეიბარი არა პოლიციამ, არამედ ჟურნალისტებმა გამოავლინეს სრულიად შემთხვევით. მორიგი ხმაურიანი საქმის შემდეგ ჟურნალისტმა არიკას სახლში მიაკითხა, იგი არ მოელოდა მოულოდნელ სტუმარს და კარი გააღო ფეხზე მდგომმა, თუმცა, როცა გაიგო, ვინ სტუმრობდა, კარი მიუჯახუნა. ამის შემდეგ მატატოვს ჩაუსაფრდნენ. ![]() ვითომ ინვალიდი სადარბაზოდან თავის ფეხით გამოვიდა, ჩაჯდა იქვე მდგომ "ლექსუსში"და გაემართა ებრაელთა ცენტრში, იქიდანაც საკუთარი ფეხით გადმოვიდა, თუმცა ხელში ეკავა ტროსტი, რომელსაც ტრადიციულად, ბრმები იყენებენ. ![]() ![]() "ჩვენ მივხვდით, რომ ის აფერისტი იყო პირველი წერილის მიღების შემდეგ -აღნიშნა ოჯახური რესტორნის მფლობელმა, ბარბარა დი პალომ - მან იცოდა, რომ ადვოკატის დაქირავება სადღაც 5 000 დოლარი ღირს, ამიტომ ისე გამოთვალა, რომ პირადად ვარჩევდით ფულის გადახდას. მიხარია, რომ იგი გამოააშკარავეს, სინამდვილეში ვინც არის და აწი ვეღარ შეაწუხებს მცირე ბიზნესს." ტანსაცმლის მაღაზიის თანამშრომელმა, რომელსაც მატატოვმა ვიწრო პანდუსის გამო უჩივლა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "ასეთმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ ბიზნესის დაზარალების გამო, ხოლო მის ადვოკატს ლიცენზია უნდა შეუჩერო". ![]() აღსანიშნავია, რომ მანჰეტენზე იყო კიდევ ერთი აფერისტი ინვალიდი, რომელიც დამბლადაცემულის იმიტაციას აკეთებდა და ბიზნესმენებს აშანტაჟებდა. მისი აფერისტული კარიერა საკმოდ კურიოზულად დამთავრდა - მორიგ სასამართლოზე ვერ შეძლო დაესახელებინა, რა ერქვა მის დაავადებას, რადგან მანამდე ერთხელაც არ დაინტერესებულა დაედგინა, რომელი დაავადების იმიტაციას ახდენდა. 658 7-ს მოსწონს
|