საზოგადოება სასტიკი ექსპერიმენტის გამო სამმა ტყუპმა ძმამ 19 წლამდე ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა! 2018, 28 ივლისი, 9:59 ახლახანს დამოუკიდებელი რეჟისორების ამერიკულ კინოფესტივალზე საპატიო ადგილი დაიკავა ფილმმა „სამი იდენტური უცნობი“. ეს დოკუმენტური ფილმი გადაიღო რეჟისორმა ტიმ უორდლმა.
ისტორია, რომელმაც საზოგადოება ააფორიაქა, ახლახანს მოხდა. ცხრამეტი წლის ახალგაზრდა ბიჭი, ბობ შაფრანი, სასწავლებლად კოლეჯში მივიდა. მალე მან გაიგო, რომ ამავე კოლეჯში სწავლობს ბიჭი, რომელიც ძალიან ჰგავს მას. აღმოჩნდა, რომ ბიჭებს გამაოგნებელი ერთნაირი შესახედაობა, საერთო ჩვევები, ერთი და იგივე დაბადების დღე და სხვა ბევრი რამ ჰქონდა საერთო!
ეს ისტორია იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ გაზეთში დაბეჭდეს. თუმცა, სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე ორ ძმას მესამეც შეემატა. შედეგად ერთამანეთს სამი ძმა შეხვდა. მათ დაამთავრეს ერთიდაიგივე ფაკულტეტი. გახსნეს საერთო საქმეც. მაგრამ, მალე უთანხმოება მოუვიდათ. ერთმა ძმამ 33 წლის ასაკში თავი მოიკლა.
ტიმ უორდლი, აგროვებდა რა ინფორმაციას სადებიუტო დოკუმენტური ფილმისთვის, აღმოაჩინა, რომ ეს სამი ტყუპი ძმა ბავშვობაში შეგნებულად დააშორეს. მხოლოდ ფილმის გამოსვლის შემდეგ, ცოცხლად დარჩენილ ორ ძმას, რომლებიც ახლა 56 წლის არიან, მიაწოდეს მათი ქცევების კვლევის შემსწავლელი ჩანაწერები ! აი ასე, ცხოვრობ შენთვის, ცხოვრობ, და არ იცი, რომ ვიღაცის სადიპლომო პროექტი ხარ! თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე? დეტალები ამ ვიდეოშია მოცემული... გთავაზობთ ვიდეოს.(ვიდეო)***იხილეთ ასევე:
1. „ჩემი ჰეროინის ნარკომანი“...2. ყველაზე საშინელი და საინტერესო 15 გვერდი ვიკიპედიაში!3. როგორ ხდებოდნენ ნორმალური ადამიანები მკვლელები – ბრბოს ფსიქოლოგია (ტრაგედია პოლონეთში)***527 12-ს მოსწონს
|