x
image
_K_
თუ უკეთესი სასიყვარულო ურთიერთობა გსურთ, დაუსვით ეს 10 შეკითხვა პარტნიორს
image

სერტიფიცირებული ფსიქოლოგი - დოქტორი სუზან ედელმანი ამბობს, რომ ჯანსაღი და გრძელვადიანი სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად კომუნიკაცია კითხვების დასმის საშუალებით პარტნიორებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვები დაგანახებთ პარტნიორის ხასიათს და იმასაც გამოამჟღავნებს, რამდენად გახსნილია ადამიანი და როგორ შეუძლია კრიტიკის ატანა. ეს კითხვები ასევე გაგიღრმავებთ ნდობას ერთმანეთის მიმართ და ნათელს მოჰფენს იმ საკითხებს, რომლებიც აქამდე გაეჭვებდათ.


სტატიაში გთავაზობთ Bright Side-ის მიერ შეგროვებულ 10 კითხვას, რომლებიც, დოქტორ სუზან ედელმანის თქმით, თქვენ და თქვენს პარტნიორს დაგეხმარებათ ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.








1. რამდენად ახლოს ხარ შენს ოჯახთან?


დოქტორი ედელმანის თქმით, თუ ვინმეს მის ოჯახზე და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე შეეკითხებით, ეს მასთან დაგაახლოებთ. ყველა ოჯახს აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარე, ისიც აშკარაა, რომ ადამიანის გაზრდის პროცესში ბევრი რამაა დამოკიდებული ოჯახზე, ასე რომ ამ კითხვაზე პასუხით იმასაც გაიგებთ, რატომ არის თქვენი პარტნიორი ისეთი, როგორიც არის.


image








2. რაზე ლაპარაკი გიჭირს ჩემთან?


ბევრ წყვილს აქვს თემები, რაზეც ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პირდაპირი შეკითხვით ამ თემების გარკვევა უფრო მარტივია, რის შემდეგაც საუბრის სურვილის არქონის მიზეზებსაც გაიგებთ. პასუხი შეიძლება ცოტათი არ მოგეწონოთ, მაგრამ თუ ნდობის ჩამოყალიბება გინდათ ურთიერთობაში, უნდა აიტანოთ.

image








3. შენი რომელი მიღწევით ამაყობ ყველაზე მეტად?


ამ კითხვაზე პასუხით თქვენი პარტნიორის ცხოვრების მიზანზეც შეგექმნებათ წარმოდგენა, რადგან ეს კითხვა "რა არის შენი მთავარი მიზანი"? - კითხვის არაპირდაპირი გზაა.

image








4. როგორია შენი დამოკიდებულება ჩვენი ურთიერთობის მიმართ? რას ფიქრობ ჩვენს ურთიერთობაზე?


არავის მოსწონს, როცა პირდაპირ ეკითხებიან, რამდენად უყვარს თავისი პარტნიორი, ამ არაპირდაპირი შეკითხვით კი ამაზეც გაიგებთ პასუხს.

image








5. რა არის შენი ყველაზე ცუდი მოგონება?


ეს შეკითხვა ისევე გაახლოებთ, როგორც შეკითხვა ოჯახის შესახებ. ადამიანებს მოსწონთ თავიანთ ბედნიერ და მხიარულ მოგონებებზე საუბარი, მაგრამ თავს არიდებენ ცუდ მოგონებებს. ამ კითხვის დასმა ნიშნავს თქვენი პარტნიორის გულისა და წარსულის კარის გაღებას.

image








6. ბოლოს რაზე/რის გამო იტირე?


ტირილი ღრმა ემოციაა, რომელიც ძირითადად უსიამოვნო სიტუაციებსა და გრძნობებს უკავშირდება. ეს შეკითხვა წინა კითხვის გაგრძელებაა. თუ პარტნიორი თავის მტკივნეულ მოგონებებზე გიყვებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთან გახსნილია და ნამდვილად გენდობათ.

image








7. ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოს საკუთარ თავში, რას შეცვლიდი?


ამ კითხვაზე პასუხით დაასკვნით, აცნობიერებს თუ არა თქვენი პარტნიორი თავის ცუდ თვისებებს და სურს თუ არა ნაკლის შეცვლა. თუ აცნობიერებს და ამაში გიტყდებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სურს, თქვენც დაეხმაროთ ცვლილებებში.

image








8. რას გააკეთებდი, 6 კვირის სიცოცხლე რომ დაგრჩენოდა?


ეს ღრმა ჰიპოთეტური კითხვაა, რომელიც პარტნიორს აიძულებს, დაფიქრდეს, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ კითხვაზე პასუხით ისინი გაგიზიარებენ ცხოვრების მიზანს და ძლიერ სურვილებს.

image








9. როგორია სრულყოფილი დღე შენთვის?


ყველა ადამიანს სიხარულს განსხვავებული "წყარო" აქვს და ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რა არის ეს "წყარო" თქვენი პარტნიორისთვის. მნიშვნელოვანია, იცოდეთ მის სურვილებსა და საჭიროებებზე.

image








10. რა არის ის 5 რამ, რისიც ყველაზე მეტად ხარ მადლობელი ახლა?


იყო მადლობელი სიცოცხლისთვის, ნიშნავს, აფასებდე მოვლენებს და ადამიანებს შენ გარშემო და აცნობიერებდე მონიჭებულის მნიშვნელობას. ამ კითხვაზე პასუხით გაიგებთ, რა არის თქვენი პარტნიორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში.

image









ბონუსი


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, განდობთ თუ არა პარტნიორი საიდუმლოებებს. ურთიერთობების ექსპერტ ჯ. ჰოუპ სუისის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ, პარტნიორისთვის კომფორტულია თუ არა ყველაზე ღრმა საიდუმლოებების თქვენთვის გამხელა. თუ არა, მაშინ სერიოზული პრობლემა გაქვთ მოსაგვარებელი. თუ კი, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახართ და პარტნიორთან ისეთივე გახსნილი უნდა იყოთ, როგორიც ისაა.

image





ლამაზ და სასიამოვნო ურთიერთობას გისურვებთ!









ასევე დაგაინტერესებთ:


1. შესაძლებელია თუ არა, ვინმეს განზრახ შეაყვაროთ თავი? - მეცნიერება ამბობს, რომ კი

image
2. რამდენად ძლიერია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა? - შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ეს 14 თვისება
image
3. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობა - 9 რჩევა ფსიქოლოგებისგან
image

0
2135
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0