სხვა დამზადებულია სსრკ-ში-საბჭოთა საკულტო ნივთები და ტექნიკა 2018, 27 ივლისი, 10:49 საბჭოთა სისტემა და იმპერია აღარ არსებობს, თუმცა მეხსიერებაში დარჩა ტექნიკა თუ პირველი მოხმარების საგნები, რომლებსაც სრულიად თამამად შეიძლება ვუწოდოთ საკულტო და წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სახეს.
ეს ნოსტალგიური პოსტი გათვალისწინებულია რა თქმა უნდა პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ და ისინი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მათთვის კარგად ნაცნობ საგნებს. 1) წახნაგებიანი ჭიქა - ლეგენდის მიხედვით წახნაგოვანი ჭიქა 1943 წელს დამზადდა ლენინგრადის ბლოკადის დროს, მისი დიზანი ეკუთვნის ვერა მუხინას. 2)ფოტოაპარატი ზენიტი - ეს საკულტო ფოტოაპარატი მზადდებოდა კრასნოგორსკის მექანიკურ ქარხანაში, 1979 წელს ბრიტანულმა გამოცემამ What camera?-მ Zenit EM წლის საუკეთესო ფოტოაპარატად დაასახელა მსოფლიოში. 3)კომანდირის საათი - ომის დროს ამ საათებს საჩუქრად არიგებდნენ გამოჩენილი სიმამაცისთვის. ომის შემდეგ ჩისტოპოლის ქარხანამ მისი სერიული წარმოება დაიწყო. 4) ვაზ 2101 - ავტომობილი ლეგენდა, რომელიც Fiat 124-ის ანალოგზე შეიქმნა. იგი არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ სოციალისტური ბანაკის ყველაზე პოპულარულ ავტომობილად იქცა, კუბაში დღემდე დადის ვაზ 2101 ლიმუზინი-ტაქსები. გაყიდვების რაოდენობით "ჟიგული " მსოფლიოში მე-4 ადგილზე დგას, 2000 წელს ჟურნალმა За рулем- "ჟიგული 01" ასწლეულის საუკეთესო რუსულ(საბჭოთა) ავტომობილად დაასახელა. 5) ბელაზი-540 - ერთ-ერთი საუკეთესო კარიერის თვითმცლელი მსოფლიოში, რომელმაც ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა. ეს გიგანტი ავტომობილი პირველი იყო, რომელსაც ხარისხის ნიშანი მიენიჭა. 6)ბატარეა პლანეტა - პირველი საბჭოთა ბრტყელი ბატარეა, რომელიც სხვადასხვა პორტატული მოსწობილობის ენერგიის წყარო იყო. ბატარეით ერთობოდნენ ბავშვები, ენას ადებდნენ ზედ თუ კარგად დაგსუსხავდა, ესე იგი, ბატარეა ვარგისი იყო. 7) წყალქვეშა ფრთიანი კატარღები - "კომეტა", "მეტეორი" "კოლხიდა" და "რაკეტა" იყო ყველაზე სწრაფი გემები საბჭოთა კავშირში. 8) გაზიანი წყლის აპარატები - 60 წლის წინ, პირველად საბჭოთა კავშირში გამოჩნდა გაზიანი წყლის ავტომატი АТ-26, რომელიც ხარკოვის ქარხანაში ააწყვეს და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 9) ფარანი "ჟუჩოკი" - ელექტროდინამიური მუდმივი ფარანი პრაქტიკულად ყველა ოჯახს ჰქონდა, ბატარეა იმუხტებოდა სახელურის მოძრაობით. 10) "ტელეგრეიკა" - საბჭოთა ხელისუფლებამ იდეალურად მიიჩნია ბამბისგან დამზადებული თბილი პრაქტიკული ქურთუკი, რომელმაც მრავალფუნქიური დანიშნულება შეიძინა, როგორც საომარ მოქმედების დროს, ისე მშვიდობიან პერიოდში. განასკუთრებით პოპულარული გახდა კინოფილმი "ჩაპაევის" გამოსვლის შემდეგ. ბალტიის არხის მშენებელობის დროს ტელეგრეიკა მუშებისთვის ფაქტობრივად საფირმო ტანსაცმელად იქცა. 11) საზღვაო ბრძოლა და სხვები - სათამაშო ავტომატები, რომლებიც ძირითადად კინოთეატრებში და სხვა ხალხმრავალ ადგილზე იდგა, მოზარდები და ბავშვები ხშირად კინოს არც უყურებდნენ და მხოლოდ ავტომატების გამო შედიოდნენ კინოში. 12) 25 ნივთი, რომელსაც ნებისმიერ საბჭოთა ოჯახში ნახავდით 1181 8-ს მოსწონს
|