ქალი და მამაკაცი ტესტი "მარჩიელი"- გაიგეთ უახლოესი 3 დღის შესახებ ოშოს კარტით 2018, 26 ივლისი, 21:58 გიჭირთ არჩევანის გაკეთება? "ოშოს" კარტით ეს მარტივია..... ოშოს კარტი დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, რომელიც მოგიწევთ უახლოესი 3 დღის განმავლობაში. ამისათვის დააკვირდით სურათს და აირჩიეთ ის, როელიც მოგწონთ:პასუხები: N1 ეცადეთ არ იჩქაროთ. მიეცით დრო სიტუაციას და საკუთარ თავს, თორემ შესაძლოა ჩავარდეთ უსიამოვნო სიტუაციაში N2განეწყვეთ პოზიტიურად და გარშემომყოფებიც ყოველთვის კარგად მოგექცევათ. N3თქვენს წინაშე შესაძლებლობაა, რომელიც ჯერ უცნობია, მაგრამ თქვენ რატომღაც გეშინიათ . არ შეგეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლის, გამოიყენეტ ეს შანსი და არ ინანებთ. N4ნუ იფიქრებთ ყველაფერზე სერიოზულად, საკუთარ თავზეც კი. ცხოვრებაც უფრო მარტივი გახდება თქვენთვის, რადგან პრობლემების უმეტესობას ჩვენ თვითონვე ვქმნით. N5ნებისმიერი მარცხი, შესაძლოა გახდეს ახლის დაწყების მიზეზი, გადაშალეთ ძველი ფურცელი და დაიწყეტ რაღაც ახალი. თუნდაც დაიწყეთ თავიდან, მაგრამ მიუდექით გამოცდილებით. შეცდომებს მხოლოდ მკვდრები არ უშვებენ. N6 შეწყვიტეთ იმაზე ნერვიულობა რაც ჯერ არ მომხდარა. შესაძლოა არაფერი მოხდეს, თუ შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გააკეთებტ იმას, რაც გსურთ. N7ცოტახნით დაახშეთ ყურები, არავის მოუსმინოთ და უბრალოდ აკეთეთ თქვენი საქმე. მთავარი ისაა რაც გსურთ და ის, რომ მზად ხართ გააკეთოთ რაღაც თქვენი მიზნისთვის, სხვა დანარჩენი უბრალოდ ხმაურია. N8ნუ შეხედავთ ყველაფერს ეჭვის თვალით, ადამიანებს შესაძლოა გულწრფელად მოსწონდეთ. გაიღიმეთ და მოეშვით, არ იფიქროთ ცუდზე. N9არ მოიფიქროთ პრობლემები იქ, სადაც არ არის. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ტყუილად ნერვიულობთ. N10თქვენი სული გკარნახობთ, სინამდვილეში რაც გსურთ. ამიტომ აირციეტ ის, რაც სურს თქვენ გულს. N11დაივიწყეთ წარსული. თქვენ გაქვთ საკმარისი გამოცდილება, რომ აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები. ასე, რომ იარეთ წინ!. N12განრისხება-ცუდია, რადგან ის შიგნიდან გაწუხებთ. გაუშვით ის, რაც იყო და ცხოვრებას შეხედეთ ახლებურად, შურისა და სამაგიეროს გადახდის გარეშე. რაც მთავარია- არ გაუშვათ მინიშნებები და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. 373 4-ს მოსწონს
|