ჯანმრთელი კვება როგორ მოვამზადოთ აჯიკა მარტივად და რა საიდუმლო ინგრედიენტი სჭირდება მის მომზადებას? 2018, 26 ივლისი, 11:35 აჯიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ![]() და გამოყენებადი "პროდუქტია". მას ყველაზე ხშირად დასავლეთ საქართველოში ამზადებენ და სწორედ აქედან მოდის აჯიკის რეცეპტთა ნაირსახეობა. ამჯერად შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის წყალობითაც მარტივად და სწრაფად მოამზადებთ უგემრიელეს აჯიკას. აჯიკის მომზადებას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი სჭირდება, რომელიც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს, ეს "უცხო სუნელია" და ასევე აუცილებელია, აჯიკა ხის ან კერამიკის ჯამში მომზადდეს. აჯიკის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: 500 გრ მწარე წითელი წიწაკა 400 გრ ნიახური 100 გრ ნიგოზი 100 გრ ნიორი 3 სუფრის კოვზი მარილი 1 კოვზი უცხო სუნელი მოხალეთ ტაფაზე ნიგოზი და ყველა ინგრედიენტთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დატოვეთ 2- 3 დღე ჯამში (კერამიკის ან ხის) და პერიოდულად ურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში. ![]() 1139 1-ს მოსწონს
|