x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
ჯორჯ ბუშის პოლიტიკა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში

საერთაშორისო ტერორიზმი, ეს ის საკითხია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე ქვეყანას აღელვებს. ტერორიზმის უმართავობასა და განსაკუთრებულ საშიშროებაში ხშირად ვრწმუნდებით, საკმარისია
გავიხსენოთ 11 სექტემბრის მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებში ან 2015 წლის ნოემბერში პარიზზე ტერორისტული თავდასხმა.

ალბათ, ცოტა ჩვენგანს თუ არ სმენია 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ თავდასხმაზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო, ორი ცათამბრჯენი მსოფლიოს თვალწინ ჩამოიშალა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბუშის პოლიტიკურ დღის წესრიგში, პრეზიდენტად არჩევის პირველივე დღეებიდან, პირველ რიგში საშინაო პრობლემები იდგა, საგარეო პოლიტიკა კი, ყველა ამერიკელისთვის, მეორე პლანზე იყო გადაწეული. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა აშკარად განიცდის ცვილილებას. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არა უბრალო პრიორიტეტად, არამედ მთავარ პრიორიტეტად ცხადდება. ბუშის სიტყვებით, რომელიც წარმოთქვა თავდასხმიდან 3 დღის შემდეგ, ამერიკელების პასუხისმგებლობა ისტორიის წინაშე ნათელი იყო : სათანადო პასუხი გაეცათ ტერორისტების თავდასხმებისთვის და მსოფლიოსათვის სიბოროტე აერიდებინათ.

20 სექტემბრის გამოსვლაში ბუში მადლობას უხდის მსოფლიოს თანადგომისთვის. ბრიტანეთს ნამდვილ მეგობრად, ხოლო ტერორისტებს მშვიდობის მტრებად აცხადებდა. ბუშის მიხედვით, ალ-ქაიდა არის ის, რაც მაფია კრიმინალისთვის, მაგრამ მის მიზანს წარმოადგენს არა ფულის კეთება, არამედ მსოფლიოს შეცვლა და ხალხზე მათი რადიკალური რწმენების გავრცელება. კითხვა - თუ რატომ სძულდათ მათ ამერიკელები, პასუხი იყო, რომ ტერორისტებს სძულთ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა. მათ სძულთ ამერიკელების თავისუფლება: რელიგიის, სიტყვის, ხმის მიცემის თავისუფლება და განსხვავებული იდეების თანაარსებობა ერთ სივრცეში.

საბოლოოდ, არსებული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა აისახა დოქტრინაში : "ომი ტერორიზმთან". ტერორიზმთან ბრძოლაში თავდაპირველ სამიზნედ ალ-ქაიდა აირჩიეს, თუმცა რეალურად იგულისხმებოდა ბრძოლა ტერორიზმთან მსოფლიო მასშტაბით. სამიზნეს წარმოადგენდა ყველა ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც მხარს უჭერდა ალ-ქაიდას. ბუშის დოქტრინის მიხედვით : "ჩვენ არ გავაკეთებთ განსხვავებას იმ ტერორისტებს შორის, ვინც ჩაიდინა ეს ქმედებები ან ვინც დამალა ეს ყველაფერი".

ბუშის დოქტრინა თავდაპირველად ავღანეთზე გავრცელდა. 2001 წლის სექტემბერში ამერიკის კონგრესმა ბუშს უფლება მისცა გამოეყენებინა ყველა საჭირო და შესაბამისი ძალა გამოეყენებინა ყველა იმ ერის, ორგანიზაციის თუ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებსაც მიიჩნევდნენ ტერორისტების დამხმარედ 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის დაგეგმვაში, ავტორიზებასა და განხორციელებაში.

2001 წლის ოქტომბერში, ავღანეთის ომის საწყის ეტაპზე, სამხედროებმა მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწიეს. თალიბანი სწრაფად დაემხო, ბინ ლადენი გაიქცა. გამოყენებულ იქნა ბევრი ახალი ტექნოლოგია. თუმცა ამ ომს, ნაკლოვანებებიც ჰქონდა. ამერიკული სახმელეთო კონტიგენტის შემცირების მიზნით, ისინი ეყრდნობოდნენ ადგილობრივ სამხედრო ძალებს, თუმცა მათ ძირითად მიზანს თალიბების დამხობა წარმოადგენდა, ალ-ქაიდას შეპყრობა კი მათ ნაკლებად აინტერესებდათ. საბოლოოდ, მოპოვებული გამარჯვება გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. 2002 წლის ივნისში პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ავღანეთში ომმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საფრთხე კი არ შეუცირა, პირიქით, ომის შემდეგ პოტენციური თავდამსხმელების გაცილებით ფართო გეოგრაფიულ არეალში მიმოფანტვის გამო, კონტრტერორისტული ამოცანა შესაძლებელი იყო გართულებულიყო კიდეც.

ბუშის შემდეგი ნაბიჯი იყო ირანში შესვლა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ამერიკელები, რომ ირანელები ფლობდნენ მასობრივი განადგურების იარაღს, რაც წარმოადგენდა შეუფასებელ საფრთხეს. ბუშმა გაეროსაგან ვერ მიიღო ირანში შეჭრის თანხმობა და ამის შემდეგ ბრიტანეთისა და ამერიკის გაერთიანებული ჯარები შედიან ერაყში 2003 წლის მარტში. ბაღდადი ქაბულზე მალე დაეცა. მიუხედავად 1400 ადამიანის მუშაობისა და 1 მლრდ დოლარზე მეტი ჩადებული ინვესტიციისა, ვერანაირი ბირთვული, ქიმიური თუ ბიოლოგიური იარაღი ვერ იქნა აღმოჩენილი. შემდგომში ბუშმა ეს ნაბიჯი გაამართლა იმით, რომ ის მხარს უჭერდა დემოკრატიის დამყარებას არა მხოლოდ ერაყში, არამედ მთელ არაბულ სამყაროში. ომის ვალიდურობას იმით ასაბუთებდნენ, რომ არსებობდა მასობრივი განადგურების იარაღის საფრთხე, რომ ჰუსეინი ფლობდა ამ იარაღს, ხოლო მეორე მიზეზად სახელდებოდა ალ-ქაიდას კავშირი სადამთან.

2006 წლისათვის თითქმის ყველა მოქმედი საჯარისო დანაყოფი ერაყში უკვე ორჯერ იყო მივლინებული. როგორც ჩანდა, ამერიკელი სამხედროებიც დაიღალნენ და მათი შესაძლებლობებით ამოიწურა. თუმცა ერაყიდან გამოსვლის ნაცვლად, ბუშის ადმინისტრაციამ სამხედრო კონტიგენტის გაზრდის პოლიტიკა აირჩია და დამატებით, 30, 000 სამხედრო გაგზავნა. დამატებითმა ჯარებმა ვერ შეასრულეს თავისი მისია და ვერ უზრუნველყვეს სრულფასოვანი ეროვნული შერიგება.

როგორც ბობ ვუდვორდი წერდა, ბუშმა ერთხელ თქვა, რომ არ დატოვებდა ერაყს, იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი მხარდამჭერები მხოლოდ მისი ცოლი და ძაღლი, ბარნიღა იქნებოდნენ. თუკი ჯიჰადისტების ბრძოლა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გაგრძელდებოდა, შესაძლო იყო მხოლოდ ბარნიღა დარჩენოდა გვერდით.

საბოლოო ჯამში, ბუშის მიერ წარმოებულ პოლიტიკას 9/11-ის შემდეგ, მოჰყვა შემდეგი შედეგები:

1. ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დამხობა და 25 მლნ ადამიანის გათავისუფლება.

2. 25 მლნ ერაყელის გათავისუფლება სადამ ჰუსეინის მმართველობისგან, რომელიც თავისივე ხალხს კლავდა, იპყრობდა მეზობლების ტერიტორიას და განუწყვეტლივ არღვევდა გაეროს რეზოლუციას.

3. შეიპყრეს და დახოცეს ალ-ქაიდას ასობით ლიდერი და ოპერატიული მოსამსახურე 20-ზე მეტ ქვეყანაში. ძირი გამოუთხარეს ალ-ქაიდას ავღანეთში და მოსპეს ირანთან ალ-ქაიდას კავშირი. ასევე დაამარხცეს ალ-ქაიდა მის ყველაზე ძლიერ საყრდენში, ანბარის პროვინციაში.

შეერთებული შტატები ტერორიზმთან ბრძოლას უკავშირებდა "საზოგადოებრივ სიკეთეს", რისთვისაც ხალხი მადლობელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთი ერი, საპირისპიროდ ფიქრობდა. ბუშის "ომს ტერორიზმთან" საერთაშორისო ლოიალობა არასდროს მოჰყოლია. მოკლედ, რომ ვთქვათ, ომი ტერორიზმთან უფრო გაყოფის წყარო იყო, ვიდრე ერთიანობისა. მხოლოდ ცოტას თუ სჯეროდა, რომ ერაყში ამერიკა მსოფლიო წესრიგის დასაცავად მოქმედებდა. ასე, რომ უმეტესობას ომის ახსნა შეეძლო მხოლოდ ომით ნავთობისათვის ან ისრაელისთვის, შეერთებული შტატების იმპერიალიზმით ან იმით, რასაც შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრი მიიჩნევდა - ომი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და კაცობრიობის ინტერესებისათვის.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ტერორიზმთან ბრძოლა დაიწყო საკუთარი ინტერესების დასაცავად, თუმცა შემდეგ შეიძინა უფრო ექსპანსიონისტური და აგრესიული გლობალური სტრატეგია. "სტრატეგიული პაუზა" დასრულდა და ამერიკის შეერთებული შტატები დაუბრუნდა გლობალური გავლენის საქმეს, რასაც სახელად უწოდა "ომი ტერორიზმის წინააღმდეგ".

რაც შეეხება ომის ეფექტურობას, გაგვიჭირდება მასზე გადაჭრით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, "ომს ტერორიზმთან" არ მოჰყოლია ტერორიზმის საბოლოოდ აღმოფხვრა, ვინაიდან ეს წარმოადგენს ურთულეს პროცესს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაც საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევა.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ანი მღებრიშვილი
ანი მღებრიშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0