x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
Daily mail-მა გამოაქვეყნა პუტინის მომხრე ქვეყნების სია
image

ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულმა შეჭრამ უკრაინაში საშინელი აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში.


მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები ზედიზედ გმობენ რუსეთის დესპოტურ ქმედებებს, ნატო, ევროკავშირი და მათი მოკავშირეები აწვდიან იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას უკრაინას, აწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთს ეკონომიკის ჩამოსაშლელად, ამ ფონზე ბევრმა ქვეყანამ არა თუ დაგმო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომელმაც უკვე ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა , არამედ მხარიც კი დაუჭირა რუსეთს, მათ არჩიეს საკუთარი ისტორიული ან სავაჭრო კავშირების შენარჩუნების პოლიტიკა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასთან.


ზოგი ქვეყანა ცდილობენ დაიცვას ბალანსი, თან ეშინიათ არ გააფუჭონ რუსეთთან ურთიერთობა, არ გამოიწვიონ საპროტესტო აქციები საკუთარ სამშობლოში, თან ან დაკარგონ უკრაინა, როგორც მოკავშირე, და შესაძლოა არ დაემუქრონ საკუთარი სანქციებით.



ჩინეთმა არჩია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე კენჭისყრისგან თავი შეიკავოს, რომელიც გმობს შემოჭრას და მას შემდეგ შესთავაზა მეომარ ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარება. ზოგი კიდევ უფრო შორს წავიდა და პუტინს მხარდაჭერა აღუთქვა, ამტკიცებს, რომ დასავლეთმა მისი პროვოცირება მოახდინა და მას უფლება აქვს უკრაინაში სისხლიანი ომის გზით წესრიგი დაამყაროს.


განხეთქილება კიდევ უფრო გამოიკვეთება გაეროში კენჭისყრის შემდეგ, მკაცრად დაგმობენ სხვადასხვა ქვეყნები უკრაინაში შეჭრას და მოსთხოვენ თუ არა კრემლს ჯარების გაყვანას?



ამასობაში კი MailOnline გაგაცნობთ ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთს ერთგულებას უცხადებენ და ქვეყნებს, რომლაც ნეიტრალურ პოზიციაში ყოფნა ამჯობინეს.



ქვემოთ მოცემულ რუკაზე წითლად არიან მონიშნული პუტინის მხარდმჭერი ქვეყნები, ნაცრისფრად ქვეყნები, რომლებმაც ნეიტრალური პოზიცია არჩიეს, ლურჯად ნატო, ხოლო მწვანე ფერია პუტინის მოწინააღმდეგენი, ხოლო ყვითელი თავად უკრაინა.


imageპუტინის მხარდამჭერი ქვეყნები: ბელარუსი, კუბა, ვენესუელა, სირია, მიანმარი, ჩრდილოეთ კორეა.ჩინეთი და პაკისტანი ორჭოფობს.

1
1780
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1780
  
2022, 2 მარტი, 22:27
ეს რუკა ზელენსკის უნდა გადაუგზავნონ – გაიგოს, ელჩები საიდან უნდა გაიწვიოს (:
0 1 1