საზოგადოება 50 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ძლიერი ხანძარი ათენში 2018, 24 ივლისი, 15:12 ათენში ძლიერ ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ხანძარი გუშინ ღაამით ათენის ერთ-ერთ გარეუბანშ გაჩნდა. ცეცხლის კერის გაძლიერებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი, რის გამოც მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ხანძრის ლოკალიზებას. საბერძნეთის მთავრობამ საჰაერო დახმარებისთვის უკვე მიმართა მეზობელ ქვეყნებს. იტალიამ და საფრანგეთმა გუშინ, გვიან ღამითვე საჰაერო დახმარებაზე თანხმობა განაცხადეს. თუმცა ეს საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ცეცხლის კერა იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ის სხვა გარეუბნებსაც უქმნის საფრთხეს. როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩო აცხადებს, მათთან დახმარების თხოვნით შევიდა სამი ზარი და სამივე ადამიანი გუშინ გვიან ღამითვე გამოყვანილი იქნა ხანძრის ზონიდან. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებ, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილებში გადაადგილებისგან სადაც ხანძრის გავრცელების საშიშროება არსებობს. სტატიის ავტორი:თედო ოყუჯავა 35 1-ს მოსწონს
|