x
** წითელი დემონი ** ( საშიში ისტორია )

image

სახლი ახალი ნაყიდი მქონდა. 2 სართულიანი დიდი ფანჯრებით. სახლი ძველი იყო მაგრამ ახალი გარემონტებული. როცა გადავწყვიტე პირველად დაგვეძინა მე და ჩემს მეგობარს ნიას ერთად ამ ახალ სახლში ისიც დამეთანხმა. საღამოს 6 საათზე მოვიდა. კარგად გავერთეთ ფილმებს ვუყურეთ ვითამაშეთ და მოვიდა ძილის დროც. ჩვენი საწოლები ცალ ცალკე იდგა. ჩვენს შორის მანძილი 3 მეტრი იქნებოდა. 1 საათი გავიდა მე კი არ მეძინებოდა. უცბად ნიას ხმა მომესმა.
-ჯერ არ დაგიძინია?
-არა ვერ ვიძინებ
-ვერც მე. მოდი საშიში ისტორიები მოვყვეთ გინდა?
-კარგი რა ხო იცი რომ მეშინია
-შიში უნდა დასძლიო
-კარგი კარგი ჯანდაბას მიდი მოყევი
ჩვენ დავიწყეთ ისტორიების მოყოლა და ღამის 1 საათზეც კოკისპირული წვიმა წამოვიდა.
-რა კარგია წვიმა ყველაფერი უფრო საშიში ხდება
კიდე დიდხანს ვყვებოდით ამბებს. ხანდახან ჩვენითაც ვიგონებდით მაგრამ რა ვიცოდით რომ ნამდვილი საშინელება მერე მოხდებოდა. ჩვენი საუბარი ზარის ხმამ გაწყვიტა.
-ვინ უნდა იყოს ამ დროს?
-არ ვიცი. გეხვეწები ვინც არ უნდა იყოს კარები არ გავაღოთ-შიშით ვუთხარი
-იქნებ ვინ იყოს დახმარება სჭირდება
-არა არ გააღო საშიშია
-არა წავალ რა მოხდა
ნია ადგა რომ ქვემოთ ჩასულიყო მაგრამ სანამ ჩვენი ოთახის კარებთან მივიდოდა გარეთ გასასვლელად კარების შემომტვრევის ხმა გაისმა. მაშინ უკვე ნია ჩემს საწოლში ამოხტა. ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებოდით შიშისაგან.
-პოლიციაში უნდა დავრეკოთ-როგორც იქნა შიშისგან ვთქვით
ნიამ ტელეფონი აიღო და დარეკა
-წამოდი უნდა გავიქცეთ თორემ ეს ვიღაც ჩვენს ოთახში შემოვა.
ფანჯრიდან გადავძვერით. ნიამ პირველი მე გამიშვა მე გადავძვერი და ნიას ვეხმარებოდი მაგრამ ჩვენი ოთახის კარებიც შემოამტვრია იმ ვიღაცამ უფროსწორად რაღაცამ ნიას ხელი ჩასჭიდა და თავისკენ წაათრია. ნიას ყვირილი მესმოდა. საზარელი ყვირილი. გადავწყვიტე მისთვის მეშველა და ფანჯრდან ისევ უკან შევბრუნებულიყავი მაგრამ რაღაცამ გადმომაგდო ფანჯრიდან. ძირს დავვარდი მაგრამ არ დავნებებულვარ. ნიას ყვირილი ისევ მომესმა. სახლში შევვარდი. მაგრამ უკვე სიჩუმე იყო. ამ სიჩუმემ შემაშინა მეორე სართულზე ავედი ჩვენს ოთახში და რას ვხედავ ნია შუაზე გაგლეჯილი გდია ჩემს საწოლზე. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი გავიქეცი კიბეებთან რომ მივედი ვიგრძენი რომ ვიღაც ჩემს უკან იდგა მივტრიალდი და დავინახე მისი შავი საზარელი ტანი დიდი რქები და წითელი თვალები. მან ხელი აწია. დავინახე მის ხელზე უზარმაზარი ბრჭყალები მან ძლიერად დამარტყა და კიბეებზე დამაგორა. ვეღარ ვდგებოდი ის კი თავზე დამადგა და ერთი ხელის მოსმით დამასახიჩრა. მთელი სახე სისხლით მქონდა მოსვრილი. საშინლად ვიყავი მინდა მეყვირა მაგრამ ვერ ვყვიროდი. გაუნძრვლად ვიწექი და ვტიროდი. ის ისე მომიახლოვდა რომ ლამის თავისი შუბლი მე მომადო მის წითელ თვალებს ვხედავდი. მან საზარლად მორთო ყვირილი. უცბად გავითიშე რომ გამოვფხიზლდი საავამდყოფოში ვიწექი. მეორე დღეს პოლიციელები მომადგნენ და მკითხეს რა მოხდა. მე რომ იმ არსებაზე მოვუყევი არ დაიჯერეს ეგონათ ვინმე სერიულმა მკვლელმა ჩაიდინა ეს. ეგონათ რომ სახე მკვლელმა დამისახიჩრა. ეგონათ რომ ამ ამბავმა გამაგიჟა და რამოდენიმე ხნით სანამ არ გამოვჯანმრთელდებოდი საგიჟეთში გამომამწყვდიეს. დღესაც მესმის ნიას ყვირილი ხოლო იმ არსების საშინელ წითელ თვალებს ღამ-ღამობით ისევ ვხედავ და ერთი კითხვა მიჩნდება რატომ არ მომკლა მე.

0
95
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0