x
სიკვდილი უსასრულობაში

image
ჯონი მარტოხელაა.არავინაა ჯონისთან.იგი უბრალოდ იღვიძებს, ჭამს, მიდის სამსახურში, მოდის სახლში, უყურებს ტელევიზორს და იძინებს.მისი ცხოვრება ერთფეროვანია.
არ ჰყავს მეგობრები.ნათესავები.ოჯახი.ჯონი მარტოა.ორად ორი რამ არის ისეთი, რაც ჯონიში აღძრავს გრძნობას.
მისი უფროსი.ჯონს ეზიზღება მისი ბოსი, რადგან თვლის რომ ის უბრალოდ ჩვეულებრივი ნაძირალაა.ოფისში გამოკეტილი ნაძირალა.ჯონის ბევრჯერ უფიქრია, რომ მოეკლა ის, მაგრამ
ყოველთვის თავს იკავებდა.არუნდოდა ცოდვის ჩადენა.
სურათი.სურათი რომელიც მისაღებ ოთახში, მაგიდაზე დევს.იქ ჯონი ხედავს, თუ როგორ უღიმის ჯონი(გაცილებით ახალგაზრდა, ხალისიანი და მონდომებული.მაშინ, იმ დროს, მის ცხოვრებას აზრი ქონდა)ლუიზას.ქალს, რომელიც მას უყვარდა.
ამ სურათის შემხედვარე ჯონი თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობს.
ამიტომ, ჯონმა გადაწყვიტა.გადაწყვიტა, გაჰქცეოდა ამ ცხოვრებას.დიახ, მან თვითმკვლელობა მოინდომა.
ერთ დღეს, ის აღარ წავიდა სამსახურში.გაიღვიძა და კალენდარს შეხედა.23მარტი.ადგა, კომოდის უჯრა გამოაღო და იქიდან პისტოლეტი გამოიღო.ჯონმა პისტოლეტი შუბლთან მიიტანა.თვალები დახუჭა და სასხლეტს გამოკრა.
...
გაიღვიძა.ისევ ლოგინში იწვა.კალენდარს გახედა.23მარტი.
გაეცინა.
ჯონი უკვე კარგა ხანი იყო, 24 რიცხვში ვეღარ გადადიოდა.
ეს იყო ცხოვრება.იძინებს ერთ დღეს და იმავე დღეს იღვიძებს.
მიდიოდა სამსახურში, იგივე სამუშაო.იგივე ხალხი.იგივე სიტყვები.იგივე უფროსი.იგივე დღე.
ბევრი გზით კი ეცადა ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა.
ადგა და, სხვა რა გზა ჰქონდა?სამსახურში წავიდა.თან ფიქრობდა, რა სულელი იყო, სიზიფეს მითი ბავშვობაში ტყუილი რომ ეგონა.სიზიფე ცუდი ადამიანი იყო, ამიტომ, ჯოჯოხეთში მოხვდა და ასეთი სასჯელი მისცეს:მთაზე დიდი სფეროსებრი ლოდი უნდა აეტანა.როდესაც ლოდი უკვე მთის წვერს ატანდა, ის გორდებოდა და სიზიფეც სწორედ თავიდან იწყებდა საქმეს.
ჯონიც ასე იყო.ყოველდღე, ის ასრულებდა ერთი და იგივე სამუშაოს.
ამ ფიქრებში იყო გართული, როცა მიხვდა, რომ რკინიგზის სადგურთან იყო.
დაფიქრდა.იქნებ ახლა გამოუვიდეს?
მატარებლის გუგუნი გაიგონა.მეტი აღარ უფიქრია.მთელი სისწრაფით გაექანა და რელსებზე გადავარდა.
მატარებელი დაეჯახა.
...
გამოიღვიძა.ისევ თავის ლოგინში იწვა.კალენდარს გახედა.
23მარტი.
ჩაიცვა და ტელევიზორთან გავიდა.ჩართო.
საინტერესო ტელეპროგრამები იყო მის ტელევიზორში, სადაც 22არხი გახლდათ.
თუმცა ახლა ჯონს სხვა რამე უნდოდა.აბსოლუტურად სხვა რამე.
პულტზე 23აკრიფა.
ტელევიზორი ჩაქრა, მაგრამ შემდეგ კვლავ ნათება დაიწყო.განათდა და მთელი ოთახი გაანათა.თანდათან გამოიკვეთა იქ “მჯდომი“ ფიგურა.ადამიანი თეთრი სამოსით და განათებული სახით.ნამდვილად საოცარი სანახაობა იყო, მაგრამ ჯონი სახის ნაკვთები არ იძვროდა.მას ეს სულაც არ უკვირდა.
-გამარჯობა ჯონ.კვლავ გინდა ლაპარაკი?ხომ იცი, სათქმელი არაფერი მაქვს-მშვიდად თქვა განათებულსახიანმა არსებამ.
-როგორ გავიდე უსასრულობის შუალედიდან?-სწრაფად დაიწყო ჯონმა.ეს უკვე დიდი ხანია, რაც ხდება.არ ფიქრობ, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდე?როგორ არ ვცადე თავის მოკვლა, მაგრამ...
-შენ ვერ გახვალ უსასრულობის შუალედიდან-კვლავ მშვიდად დაიწყო არსებამ-ეს შენს ძალებს აღემატება.მაგრამ შეგიძლია ისეთი რამ აღმოაჩინო, რაც გაგიყვანს.რასაც შესწევს ამის ძალა.
-კარგი-ოდნავ მშვიდი ტონით უთხრა ჯონმა-მაგრამ, შენ მითხარი რომ მე ნამდვილ ცხვრებაში რაღაც ცუდი ჩავიდინე...მაშინ, ჯოჯოხეთში რატომ არ წამიყვანე?რატომ?რატომ მტანჯავ ასე?
-შენ...შენ დანაშაულის საოცარი შემთხვევა გაქვს...ესეთი შემთხვევები როცა ხდება, ხალხს უსასრულობის შუალედში ვგვზავნით.
-რატომ????რატომ??
-რადგან..შენ ეს გაუთვითცობიერებლად ჩაიდინე..ეს არ იყო შენი დანაშაული, და თან შენი იყო.დაივიწყე, მაინც ვერ გაიგებ.
-კარგი.თუ დავუშვათ, და ის ვერ აღმოვაჩინე, რაც შენ მითხარი, რა მოხდება?
-მაშინ, იძულებული ვიქნები, მასთან გაგიშვა-არსებამ ჯონს თვალი გაუსწორა-ქვევით.ახლა კი, ვფიქრობ, დროა საუბარი დავასრულოთ...
-მე ხომ-სწრაფად დაიწყო ჯონმა-ისიც არ ვიცი რა ჩავიდინე!გონება სრულად გამორეცხილი მაქვს..არ მახსოვს..
გაქრა.
*
-შენ, ჯონ, საქმეს არაპროფესიონალურად ეკიდები!საშინელებაა!იცოდე, თუ ასე გააგრძელებ, სამსახურიდან მოგხსნი!-ბოსმა ჯონი არ დაინდო.
-კარგით, ბოსს-ზიზღით აღსავსე თვალებით შეხედა ჯონმა-გასაგებია.გამოვსწორდები.
-ახლა შენს კომპიუტერთან დაეგდე და სამუშაო შეასრულე!დროზე!-უფროსმაც არ დააკლო და მზერით გაბურღა.
ჯონი კომპიუტერს მიუჯდა და თან..შეეცადა ეფიქრა:ეს არ იყო სამყარო, რომელშიც ადამიანები ცხოვრობდნენ.ეს...ეს უსასრულობის შუალედი იყო...
ამ დროს კომპიუტერის ეკრანზე, თვალი მოკრა ფაილს, სახელად File23.ჯონი თავის ფაილებს, ადრე, ნამდვილ ცხოვრებაში, როცა ნამდვილი ცხოვრება ჰქონდა...ნომრავდა.მაგრამ, ამ დროს მას ისეთი რამ გაახსენდა, რომ სუნთქვა შეეკვრა:22მარტს, უსასრულობის შუალედში ჩავარდნამდე ერთი დღით ადრე, მას სულ 22ფაილი ჰქონდა.ბოლო ფაილის სახელი კი File22.
-რა?-აფორიაქებულმა ჩაილაპარაკა და სხვა ფაილების მოძებნა სცადა.ყველა გამქრალიყო.
შემდეგ კი სპონტანურად მოიქცა და File23 შესვლა გადაწყვიტა.
...ლუიზას ფოტოები...ჯონმა ამ დროს დიდი ტკივილი იგრძნო...თითქოს რაღაც სჭამდა შიგნიდან და ჯონს მისი შეჩერება არ შეეძლო...
შეეცადე გაეხსენებინა, რა მოხდა.21მარტს ის ჯერ კიდევ ბედნიერი კაცი იყო, ცხოვრობდა ლუიზასთან ერთად და ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებდა...
როგორც ჩანს, რაღაც მოხდა, რაღაც საშინელი 22მარტს...
მაგრამ, ამას ჯონი ვერ იხსნებდა...
*
ჯონი უკვე ღრიალებდა.ყურთან ხელები მიიჭირა და თვალები დახუჭა.არ შეეძლო ამის ატანა...
თუმცა, როდესაც გაახილა, ყვირილი შეწყვიტა.
იგი აღარ იყო ოფისში.

ის..მის სახლში იყო.მაგიდასთან იჯდა.გაკვირვებულმა მიმოიხედა და სარკეში თავისი თავი დაინახა. არა.ეს სარკე არ იყო. მაგიდის გასწვრივ, სავარძელში, ასევე ჯონი იჯდა.მეორე ჯონი. ნამდვილი(?) ჯონი პირდაღებული უყურებდა მის ორეულს, რომელიც სავარძელში იჯდა, ტელევიზორს უყურებდა და აშკარა იყო, მას ვერ ამჩნევდა. უცებ, ტელეფონი განათდა და ჯონმა თარიღი ამოიკითხა:22მარტი... მაგრამ, ამ დროს უფრო მოულოდნელი რამ მოხდა:კარი ჯახუნით გაიღო და მის ზღურბლზე ლამაზი ქალი გამოჩნდა. ლუიზა. -საყვარელო!შენთვის სურპრიზი მაქვს!-აღელვებული ჩანდა ლუიზა. თავიდან ჯონს ეგონა, რომ მას მიმართავდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ სავარძელში მჯდომ მის ორეულს უყურებდა. -მაინც რა, საყვარელო?-ჰკითხა ორეულმა. ლუიზამ ღრმად ჩაისუნთქა. -ორსულად ვარ! ჯონს თვალები გაუფართოვდა.გაახსნედა, რომ16წლის ასაკში, სტერილიზაციის ოპერაცია ჩაიტარა და ამიტომ უნაყოფო იყო...ეს ლუიზასთვის ნათქვამი არ ჰქონდა. ასეთივე რეაქცია ჰქონდა მის ორეულს.ისიც გაშეშებული იჯდა. მერე ადგა, ლუიზას მკვლავებში ხელები ჩასჭიდა და სტერილიზაციის შესახებ უთხრა. ლუიზა გაფითრდა. -იქნებ...რაღაც შეცდომაა?მაგრამ არა..ეს შეუძლებელია!მე არ მყავს სხვა მამაკაცი!არა!შეიძლება ოპერაციამ წარმატებით ვერ ჩაიარა, შეიძლება... გარშემო ყველაფერმა ბრუნვა დაიწყო... და უცებ ყველაფერი გაჩერდა. ამჯერად ჯონი სამზარეულოში იყო.პირველი რაც დაინახა... ლუიზა უგრძნობლად იწვა სისხლის გუბეში, მზერა კი ერთ ადგილას ჰქონდა მიშტერებული. მისგან ხუთიოდე მეტრში, ჯონის ორეული იდგა, ხელში კი იარაღი ეჭირა. ტიროდა. უკვე ჯონიც ტიროდა.მას ყველაფერი გაახსენდა. უცებ, გამოსახულებამ დაშლა დაიწყო. ოთახი, სადაც 3(2)ადამიანი იყო, უბრალოდ იშლებოდა, ნაწილ-ნაწილ, ნელა-ნელა.იშლებოდა, ნაწილებად იშლებოდა ჯონის ორეულისა და ლუიზას სხეულები.ჯონი კი უძრავად იდგა.ოთახი სიცარიელეში ინთქმებოდა... შორიდან ხმა მოდიოდა.. “ის მართალი იყო.სტერილიზაციის ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.მას შენთვის არასდროს უღალატია“ ჯონი მუხლებზე დაეცა.ატირდა, ცხარედ ატირდა, როდესაც მიხვდა, რომ ლუიზა ერთადერთი იყო, რომელიც სულ მის გუნებაზე მოყვანას ცდილობდა, რომელიც სულ გვერდში ედგა, არასოდეს უღალატია, რომელსაც... სულ უყვარდა.ჯონმა კი, ეს ერთადერთი ნათელი წერტილი, მის ცხოვრებაში, გაანადგურა.კიარ გაუფრთხილდა, მოსპო. უცნობის ხმა თანდათან ძლიერდებოდა.ბოლოს კი ჯონი მიხვდა, რომ ის მასთან იყო. “მთავარი ის არ არის ჯონ, რომ არასდროს დაეცე.მთავარია დაცემის შემდეგ წამოდგომა შეძლო.მე კი ვხვდები, რომ ლუიზა ამას მხოლოდ იმიტომ გაპატიებს, რომ შენ ვერ პატიობ შენ თავს. ახლა კი ადექი, ხელი ჩამჭიდე, ჯონ.შენ შენი საქმე გააკეთე და ახლა იქ უნდა წახვიდე, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან და, რომც შეეძლოთ, არცერთი ნორმალური იქიდან ამ სამყაროში არ დაბრუნდება.“

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0