x
image
ნათია ჩხობაძე
Mediator image
როგორ გავაუმჯობესოთ სმენა სახლის პირობებში
სმენის პრობლემა ასაკთან ერთად უფრო აქტუალური ხდება. თუ ხშირად არ გესმით თანამოსაუბრის და ცდილობთ უფრო ხმამაღლა ათქმევინოთ, ან აუწიოთ ტელევიზორს მაშინ, როცა თქვენი ოჯახის წევრებისთვის ეს ხმა საკმარისია, შესაძლოა პრობლემა გქონდეთ სმენასთან დაკავშირებით.
შემოგთავაზებთ 8 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სმენის პრობლემების თავიდან აცილებაში.სმენის გაუმჯობესება

N8. გაერიდეთ მაღალ ხმას/ ხმაურს.imageძალიან მაღალი ხმა საფრთხეს უქმნის სმენის აპარატს. როგორ გავიგოტ, რომ მაღალი ხმაურის ზონაში ხართ? თუ გიწევთ თანამოსაუბრისთვის იმის თქმა, რომ გაგიმეოროთ, ან გეუბნებათრომ ზედმეტად ხმამაღლა საუბრობთ, ე.ი. თქვენ იმყოფებით, სწორედ ასეთ ზონაში. ამიტომ, უნდა მოერიდოთ ასეთ ადგილებს .


N7.მოუსმინეთ მუსიკას სიფრთხილითimageადამიანი ახერხებს 16-20 000 ჰერცის სიხშირის ბგერების აღქმას. უფრო მაღალ ხმას ვერ აღიქვამს.უკეთესია მოვისმინოთ მუსიკა ყურსასმენის გარეშე, რადგან მასში ხმა დასაშვებზე საკმაოდ მაღალია. მისი გამოყენება საათზე მეტ ხანს არ შეიძლება. გააკეთეთ შესვენება.

N6. დაიცავით ყურები ხმაურიანი ადგილებისგანimage


თუ დიდი ხნის მანძილზე ხმაურში მოგიწევთ ყოფნა, სმენის დაკარგვაა მოსალოდნელი. ამას სამწუხაროდ თავიდან ვერ შეამჩნევთ. მაღალი ხმა იწვევს ყურებში ე.წ. შიშინს, დაგუბებას, სმენის დაქვეითებას. თუ გიწევთ ხმაურსი ყოფნა ეცადეთ, ყოველ 15 წუთში მოსცილდეთ ხმაურის წყაროს და დაასვენოთ ყურები.

N5დაიწყეთ კარდიო-ვარჯიშებიimage
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადგინეს, რომ: გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა, უზრუნველყოფს სმენის მგრძნობელობის გაუჯობესებას. ამიტომ ივარჯიშეთ და მიიღეთ ორმაგი შედეგი.

N4ავარჯიშეთ ტვინი

თავის ტვინი დიდ როლს ასრულებს, სმენითი ინფორმაციის გადამუშავებაში

შეასრულეთ ინტელექტუალური სავარჯისოები, ეს დაგეხმარებათ.


N3 იოგაimage

იოგა უზრუნველყოფს სისხლის მიწოდებას ტვინსა და ყურებში, რაც უზრუნველყოფს ნერვული დაბოლოებების ფუნქციის გაუმჯბესებას და ტოქსინების გამოდევნას.

N2კვება

image

კვება მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამიტომ უნდა მიიღოთ საჭირო პროდუქტები და გამორიცხოთ ცხოველური ცხიმები.

N1. სმენის აპარატი უნდა იყოს სუფთაimageმნიშვნელოვანია ყურის აპარატი იყოს სუფთა, მაგრამ მისი გამოწმენდა არ შეიძლება ე.წ. ყურის ცხირებით. ეს საზიანოა! უმჯობესია გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. ის ეფექტურად და ნაზად ასუფთავებს ყურს.









0
577
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0