ტექნოლოგიები რუსეთის ბირთვული არსენალი №1-ია მსოფლიოში-ექსპერტების ანალიზი 2018, 21 ივლისი, 16:55 ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო(CIA)-ს ექს-თანამშრომლებმა და აშშ-ს სპეცოპერაციების ძალებმა გაანალიზეს მსოფლიოს ბირთვული შეიარაღება, შედეგები პორტალ SofRep-ზე გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსებმა შეადარეს ბირთვული იარაღის სიმძლავრე, დაწყებული 1945 წელს ჰიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბებიდან დღემდე.
იაპონიაში ჩამოყრილი ბომბების სიმძლავრე 21 კილოტონა იყო, რაკეტა Trident -სი სიმძლავრე ოთხჯერ აღემატება მათ-100 კილოტონა, რაკეტა Minuteman III -ის სიმძლავრე 475 კილოტონაა, ამის გარდა ვაშინგტონი ფლობს თერმობირთვულ ბომბს B-53-ს, რომელიც 9-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჩინური ანალოგი, მისი სიმძლავრე 9000 კილოტონაა, საუკეთესო ჩრდილოეთ კორეული ბომბის სიმძლავრე 250 კილოტონაა, ხოლო ჩინური DF-31-ის 1000 კილოტონა.
ფოტოზე:რუსული ბირთვული რაკეტა "Сармат"-ი
თუმცა ვერცერთი ვერ შეედრება უახლეს რუსულ ბირთვულ შეიარაღებას, რაკეტა "Сармат"-ის სიმძლავრე 50000 კილოტონაა, ხოლო წყალქვეშა ნავის უახლესი ტორპედოს "Статус-6"-ის სიმძლავრე 100000 კილოტონა, ამგვარად რუსული ბირთვული შეიარაღების სიმძლავრე ამერიკული ანალოგების სიმძლავრეს 5, 5 და 11, 1-ჯერ აჭარბებს, ასკვნიან ექსპერტები. 695 5-ს მოსწონს 1-ს არა
|