შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილი ბიჭოლას დაბადების დღეზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა 2018, 20 ივლისი, 14:16 ![]() დიზაინერ ბიჭოლა თეთრაძეს 30 წელი შეუსრულდა, იმის მიუხედავად რომ ის რამდენიმე წელია უკვე საქართველოში აღარ ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს და სხვადასხვა ქალაქში ხშირად ჩერდება, მან 30-ე დაბადების დღის აღნიშვნა მშობლიურ თბილისში, "ფუნიკულიორის რესტორანში" გადაწყვიტა. ბიჭოლას დაბადების დღეზე ქართული ბომონდის იმ წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, ვისთანაც ბიჭოლა საქართველოში ცხოვრების პერიოდში მეგობრობდა. იუბილეს ქართველებთან ერთად მისი უცხოელი მეგობრებიც ესწრებოდნენ. ![]() ბიჭოლას დაბადების დღეს შორენა ბეგაშვილიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე საყვარელ მამაკაცთან, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ერთად გამოჩნდა ფოტოები ტელეწამყვანის Facebook-დან : როგორც ხედავთ, წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად გამოჩენას უკვე არ ერიდება, როგორც ამბობენ, ისინი შორენა ბეგაშვილის შვილთან, ევასთან ერთად ცხოვრობენ. ![]() ![]() 1507 2-ს მოსწონს
|