x
"მკვდართა წიგნი" – ძველი ეგვიპტური წარმოდგენა საიქიო ცხოვრებაზე
imageეგვიპტე იყო ქვეყანა, სადაც მიცვალებულებთან დაკავშირებული წარმოდგენები რელიგიის ბირთვს ქმნიდა. ადამიანის სიცოცხლე და სიკვდილი არსებობის გარდაუვალ ფაზებად იყო მიჩნეული.საერთოდაც, ადამიანის სიცოცხლე წრეზე ბრუნვად აღიქმებოდა. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი ცხრა ნაწილისაგან შედგებოდა: სხეული – ხეტ, სულიერი ინდივიდუალურუბა, ადამიანის ორეული – კა, სამშვინელი – ბა, ჩრდილი – ხაი ბიტ, სული – ახ, გული – იბ, სულიერი ენერგია – სეხემ, სახელი – რენ, სულიერი სხეული – სახ. ამათგან ორი, "ბა" და "კა" ადამიანის გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უბრუნდება სააქაოს. "კა" ბრუნდება და ცხოვრობს საკუთარი მუმიის გვერდით, თავის სამარხში (ამიტომაც, ეგვიპტელები აკლდამებს "კას სახლს" უწოდებენ), ხოლო "ბა" პოულობს სხეულს, შედის მასში და განაგრძობს არსებობას. სწორედ ამ წარმოდგენამ განაპირობა ეგვიპტეში ადამიანის მუმიქიცირების სახით სხეულის შენახვა. ეს პროცესი არ იყო მარტივი. ამას მთელი ხელოვნება სჭირდებოდა, რაც ეგვიპტეში დროთა განმავლობაში მაღალ დონეზე განვითარდა.


image"მკვდართა წიგნი", რომელიც მაგიური ქმედებებისა და მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ამბების კრებული იყო, ოსირისს (მიცვალებულთა და მუმიფიცირების მფარველი უმაღლესი ღვთაება) დიდ ყურადღებას აქცევს. სამსჯავროს გამოსახულებებზე ოსირისი წარმოდგენილია, როგორც ტახტზე მჯდომი მეუფე გვირგვინით, მათრახითა და კვერთხით. აქვე გამოისახება სხვა ღვთაებებიც. გარდაცვლილი წარმოდგენილია ორი ღვთების თანხლებით. ამ ციკლის მთავარი ნაწილია ასევე სასწორი, რომელზეც ღვთაება თოთი (მთვარის და სიბრძნის მეუფე, ოსირისის ძე) და გვამის მფარველი ღვთაება ანუბისი მიცვალებულის გულს წონიან.გარდაცვლილს, გამართლების შემთხვევაში განსაცდელი არ მოელის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საზარელი ცხოველი შთანთქავდა.

image



"მკვდართა წიგნი" არაა ერთგვაროვანი. მასში ბევრი სხვადასხვა დროის ტექსტია გაერთიანებული. იგი გადმოგვცემს, თუ როგორ და რამდენგზის იცვლება გარდაცვალების შემდგომ სული, როგორ ხვდება სხვადასხვა ღვთებებს და იღებს განსხვავებულ გარეგნობას.



image"მკვდართა წიგნი" არის პაპირუსი, რომელშიც ორასამდე ცალკეული თავია. ისინი წარმოადგენენ მრავალ ფორმულას, ლოცვასა და შელოცვას იმ ყოველგვარი დაბრკოლების გადასალახავად, რაც კი შეიძლება მიცვალებულს შეხვდეს გზაზე. სხვათა შორის, სულისათვის აბსოლუტური ნეტარების მიღწევა – იაილუს მინდვრებზე განსვენებაა. ეს ეგვიპტელთათვის სამოთხის ექვივალენტს წარმოადგენდა. მიცვალებული წარდგებოდა ოსირისის წინაშე.

image




იქვე ანუბისიც იმყოფებოდა, რომელსაც ევალებოდა გამართლებული სულის იაილუს მინდვრებზე გადაყვანა. ამ დროს იგი გარშემორტყმული იყო მიცვალებულთა სამყაროს 42 დემონით.

2
2079
5-ს მოსწონს
ავტორი:იაგო181
იაგო181
2079
  
2012, 23 ივლისი, 13:39
ძალიან კარგია...
0 1 2