x
ავჭალაში სექტანტების მიერ მოწყობილი პიარ–აქცია

image

ერთ-ერთმა სექტამ, რომელიც

"ორმოცდაათიანელების" სახელითაა ცნობილი, ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის შენობასთან ახლოს დიდი თეთრი კარავი გაშალეს და გამართეს თავიანთი ლიტურგიკული რიტუალი, რომელიც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, ჯვრის მაღლა აღმართვით და მის გარშემო უცნაური ენით სიმღერას და ლოცვას წარმოადგენდა. ამ აქციის წინააღმდეგ გამოვიდა მოსახლეობა, რომელთა შორის იყო ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი რაზმაძე. მისი განცხადებით, ორმოცდაათიანელებს, და სხვა მრავალ სექტასაც, კანონიერად, სახელმწიფოებრივ დონეზე, არა აქვთ უფლება ასე საჯაროდ გამოვიდნენ და მოაწყონ აქცია.
მოსახლეობა აღნიშნავს, რომ "ორმოცდაათიანელები" მთავარ აქცენტს პატარა ბავშვებზე აკეთებენ. ცდილობენ მათ მიზიდვას და დაინტერესებას.ერთ-ერთმა მშობელმა, თავისი მცირეწლოვანი ბავში ძალის გამოყენებით გამოათრია კარვიდან. ასეთი ფაქტი მრავლად აღინიშნა. სხვათა შორის, ამბობენ იმასაც, რომ იქ უამრავი პატარა გოგო თუ ბიჭი იყო ძალით შეტყუებული.
როგორც "ორმაცდაათიანელების" ანუ იგივე პანტოქოსტელების ნათქვამიდან ვგებულობთ, ისინი ამ კარვის გაშლით და რიტუალის მოწყობით, აღდგომისთვის ემზადებოდნენ. ამ დროს მათში თითქოს სული წმინდის მადლის მოფენა ხდება, ამიტომაც მათი ლაპარაკი, ლოცვა თუ სიმღერა, აზრობრივად სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვსაც გაუგებარია.

აქ ერთი რამ გაუგებარია, მაშინ, როდესაც ქრისტეს მოწაფეებმა თუ მიმდევრებმა, სულთმოფენობა მიიღეს ისინი ამეტყველდნენ ყველასთვის გასაგებ ენაზე და არა პირიქით, როგორც ეს "ორმაცდაათიანელების" შემთხვევაში მოხდა
.

1
1048
3-ს მოსწონს
ავტორი:იაგო181
იაგო181
1048
  
0 1 1