სხვა 19 წლის მამამ ჩვილი გაგუდა, რადგან ის ძილის საშუალებას არ აძლევდა 2018, 18 ივლისი, 14:17 ასეთი ხალხი ცხოვრობს ჩვენ გარშემო ...
ახალგაზრდა მამა შეერთებული შტატებიდანაა, იგი არკანზასის შტატში ცხოვრობს. ამ ქმედების შემდეგ, მან ბავშვის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.
19 წლის ტეილორს ბრალი წაუყენეს მისი ქალიშვილის განზრახ მკვლელობის გამო. მამამ პატარა გოგონა იმის გამო გაგუდა, რომ მას ძილის საშუალებას არ აძლევდა და ხშირად ტიროდა. თავდაპირველად ტეილორმა პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვმა დილით 5:30 საათზე გაიღვიძა და იგი ბოთლით გამოკვება, შემდეგ კი კვლავ გააგრძელა ძილი. მამამ ასევე განაცხადა, რომ როდესაც მან გაიღვიძა, ბავშვი უკვე გაგუდული დახვდა, ამის შემდეგ მან დამაგრძელებელი გადაჭრა, დენში შეაერთა და ამ ხერხით სცადა პატარა გოგონას გადარჩენა. მოგვიანებით ტეილორმა აღიარა, რომ გოგონას სახეზე ხელი დააფარა და ამ მეთოდით გაგუდა, მიზეზი კი ის იყო, რომ მან ძილის საშუალება არ მისცა. 19 წლის მამამ აღიარა საკუთარი დანაშაული და აღიარებითი ჩვენება წარადგინა. ბიჭი გამოტყდა იმაში, რომ მან ბავშვი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაგუდა და ამის შესახებ არავის არაფერი უთხრა. გოგონას დედამ პოლიცია დილით 9 საათზე გამოიძახა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც გაიღვიძა და ნახა, რომ ბავშვი აღარ სუნთქავდა. ტეილორის მეზობლებმა განაცხადეს, რომ ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდნენ, რადგან ბიჭს პატარა გოგონა ძალიან უყვარდა და მას ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებდა. ახალგაზრდა ბიჭს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. 387 4-ს მოსწონს
|