სხვა რა გამოარჩევთ ლომებს სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისგან? 2018, 18 ივლისი, 11:39 ლომი საკუთარ თავში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ზოდიაქოა. იგი ცხოვრებისგან ითხოვს მაქსიმუმს და მანამდე არ ნებდება, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევს. მისი დევიზია - "ყველაფერი, ან არაფერი". რატომ დაჯერდება მინინუმს, როცა ის მეფეა და მანამ არ მოისვენებს, ვიდრე სასურველ, მეფის ტახტს არ დაიკავებს.
ლომი იმდენად ამბიციური ზოდიაქოა, რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად, როგორი შეუძლებელიც უნდა ჩანდეს ამ მიზნის მიღწევა, იქამდე იბრძოლებს და იმდენ გზას მოსინჯავს, სანამ გამარჯვებით არ იზეიმებს.
ლომს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, უყვარს, როცა უსმენენ, ეთანხმებიან და ასრულებენ მის რჩევებს...მისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია, რომ გრძნობდეს ლიდერობას. მას ემორჩილებიან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მისი მიზანია, გარშემომყოფებმა აღიარონ მეფედ.
მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აგრეთვე ძალიან უყვართ, როდესაც სხვებზე ზრუნავენ, თუმცა არა ყველაზე. მათგან სითბო და ყურადღება რომ დაიმსახურო, აუცილებელია, მის ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვანი ადგილი გეკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ყურადღების ღირსადაც კი არ ჩაგთვლით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლომი სხვის მიმართ სითბოს ასე უანგაროდ სულაც არ გასცემს, იგი საკუთარ დროს ახარჯებს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებისგანაც რაიმე სარგებელს ელიან. თუმცა რა იგულისხმება სარგებელში? რა თქმა უნდა ის, რაც ლომისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს სულაც არაა მატერიალური სარგებლის მოლოდინი – ლომი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ იგი აღიარონ, აღიარონ, როგორც ლიდერი, მეფე.
რაც შეეხება ლომის კარიერულ წინსვლას, ამ კუთხით მისი მთავარი მოთხოვნილებაა, მას უსმენდნენ და არა, ის უსმენდეს. რა ადგილიც უნდა ეკავოს ლომს ცხოვრებაში, ის ყოველთვის მიისწრაფვის ხელმძღვანელობისკენ. აქედან გამომდინარე, ისინი დიდ წარმატებას აღწევენ პოლიტიკაშიც და საქვეყნოდ აღიარებული პოლიტიკოსებიც კი ხდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ლომი წარმატებას ვერ მიაღწევს, იგი ხდება სასტიკი, შეუბრალებელი, პრეტენზიული, თუმცა ეს არცთუ ისე ხშირი შემთხვევაა, რადგან მათ დანებება არ სჩვევიათ. მართალია, ლომი ცდილობს მუდმივად საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოგაქციოთ და თქვენზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლომის სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევაც ძალიან მარტივია მისი მიმნდობი და ხანდახან გულუბრყვილო ხასიათის გამო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კუთხით ლომების ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია. მათი გული ყოველთვის დაკავებულია. ლომს არ შეუძლია მთელი ცხოვრება ერთი პარტნიორის გვერდით გაატაროს, ამიტომ მუდამ ახალი თავგადასავლების ძიებაში არიან და ერთისგან მიყენენულ იარებს, მეორესთან იშუშებენ. როგორები არიან ლომები სამზარეულოში? ისინი იდეალურად ერკვებიან გემოებში და ნებისმიერ, გემოვნებით მომზადებულ და შერჩეულ საჭმელს დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. ლომებს მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისკენ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წონას მუდმივ კონტროლს უწევენ და არ დაუშვებენ იმას, რომ დაკარგონ სასურველი ფიგურა. ლომი საკუთარ თავში ჩაკეტილი ზოდიაქოა, არ უყვარს წუწუნი, სხვების დათრგუნვა საკუთარი პრობლემებით. მას ურჩევნია საკუთარი პრობლემები გულში ღრმად ჩაიმარხოს, ვიდრე იწუწუნოს და საზოგადოებას სუსტ ადამიანად მოაჩვენოს თავი. ლომები ძალიან ერთგული ზოდიაქოები არიან და ყოველთვის ითხოვენ ერთგულებას, როგორც საკუთარი თავისგან, ისე სხვისგან, აქედან გამომდინარე, მისი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეთ, რადგან თუ შეგპირდათ დახმარებას, არასოდეს გაგიცრუებთ იმედებს. 236 2-ს მოსწონს
|