სხვა „ჰოთსეილის“ საზეიმო ღონისძიება ბათუმში და აჭარაში საქმიანობის გაფართოების გეგმები 2018, 17 ივლისი, 16:30 საზეიმო ღონისძიება ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, უამრავი სტუმრით, დაჯილდოებითა და განსაკუთრებული ფურშეტით - სწორედ ასე ჩატარდა ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის „ჰოთსეილის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება. 13 ივლისს სასტუმრო „კოლიზეუმ მარინაში“ ულამაზეს გარემოში „ჰოთსეილმა“ აჭარის რეგიონში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. „ჰოთსეილის“ მარკეტინგის მენეჯერის, მარიამ სოსელიას განმარტებით, ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივ კომპანიებთან „ჰოთსეილის“ საქმიანობის უფრო ფართოდ წარმოჩენა იყო. „ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სერვისს, რომელიც საქართველოს ბევრ ქალაქს და რეგიონს მოიცავს. განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება აჭარაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გარკვეულწილად წარდგენითი ღონისძიების გამართვა აჭარაში, რომელსაც ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გვინდა, ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ კომპანიებს. შედეგად კი მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი და ხარისიხანი მომსახურება შევთავაზოთ, “ - განმარტავს მარიამ სოსელია.გაგრძელება 10 5-ს მოსწონს
|