სხვა ამერიკაში დურგალმა 9 ლატარიის ბილეთი იყიდა და ცხრავემ მოიგო 2018, 17 ივლისი, 6:46 დურგალი რობერტ ლანდსტეტი ამერიკის შტატ მასაჩუსეტსიდან საკუთარ ინტუიციას ენდრო, იყიდა 9 ლატარიის ბილეთი Mass Cash drawing -ი და ცხრავემ მოიგო.
მამაკაცმა ბილეთები სხვადასხვა ადგილზე იყიდა, თავიდან ოთხი ბილეთი სუპერმარკეტში შეიძინა, ორი - მინიმარკეტში, ორიც - სახლთან ახლოს კუთხის პატარა მაღაზიაში, უკანასკნელი კი - ბენზინგასამართ სადგურზე. მამაკაცმა ყველა ბილეთში ერთი და იგივე ციფრები ჩაწერა:1-7-11-26-30; ორი ბილეთი ლენდსტატმა საკუთარ შვილებს აჩუქა - ქალ-ვაჟს. დურგალმა მოგების შესახებ დილის გაზეთებიდან შეიტყო, საერთო მოგებამ 900 000 დოლარი შეადგინა, მამაკაცი მოგებული თანხით ბანკის იპოთეკის დაფარვას გეგმავს, დანარჩენით ბავშვების სწავლის ფულს გადაიხდის. " ეს მოგება დიდად არ შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, ერთი ეგაა, ამის შემდეგ დანაზოგი გაგვიჩნდება"-განაცხადა რობერტის ვაჟმა. გასულ თვეში კიდევ ერთმა ამერიკელმა შტატი აიდაჰოდან მოიგო 2 მილიონი დოლარი ლატარეა Powerball-ში 18 წლიანი წვალების შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამ 18 წლის განმავლობაში მაიკლ ტრენი ანალოგიურად, სულ ერთსა და იმავე ციფრებს წერდა:6-10-15-25-36; 471 10-ს მოსწონს
|