x
image
_K_
წარმატებული მამაკაცები, რომლებიც ერთ დროს ქალები იყვნენ
2015 წელს Holland's Next Top Model-ის ტოპ მოდელების კონკურსში ლოიზა ლამერსმა, პირველმა ტრანსმა კონკურენტმა გაიმარჯვა. ამ ფაქტმა, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დატოვა მოდის ისტორიაში. ტრანსგენდერი ქალები და კაცები უკვე უფრო და უფრო ხშირად ჩნდებიან მოდური ჟურნალების გარეკანებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


სტატიაში 9 მამაკაცის ისტორიას გთავაზობთ, რომლებიც ერთ დროს ქალები იყვნენ და რომლებმაც სილამაზის სტანდარტები დაარღვიეს.








1. ადიან დოულინგი


დაუჯერებელია, მაგრამ ეს წვერიანი და ტატუებიანი ბიჭი გოგოდ დაიბადა და მხოლოდ 8 წელია, რაც მამაკაცის ცხოვრებით ცხოვრობს. ადიანს youtube-არხი აქვს, სადაც თავის გარდასახვას და ბოდიბილდინგის ხელოვნებას უზიარებს მაყურებელს.


ის ცნობილი 2015 წელს გახდა, როცა Men’s Health Ultimate Guy-ს კონკურსში 5 ფინალისტს შორის გავიდა. მისი სამოდელო კარიერაც სწორედ აქედან დაიწყო.


image







2. ბალიან ბუშბაუმი


2005 წელს ივონ ბუშბაუმმა, ოლიმპიური თამაშების გერმანელმა მონაწილემ, გამოაცხადა, რომ სპორტს თავს ანებებდა და სქესის შეცვლის ოპერაციას იკეთებდა. ბალიანის მიხედვით, ეს კარგად მოფიქრებული გადაწყვეტილება იყო და National Geographic-თან ინტერვიუში იმასაც აღიარებს, რომ ბავშვობიდანვე გრძნობდა, თითქოს არასწორ სხეულში დაიბადა და ყოველთვის სურდა ამის შეცვლა.


2013 წელს ბალიან ბუშბაუმი "ცეკვავენ ვარსკვლავები"ს გერმანულ ვარიანტში გამოჩნდა. ახლა ის მწვრთნელის ცხოვრებით ცხოვრობს და ხშირად ჩნდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე.

image








3. ჩაზ ბონო


ჩაზ ბონო ჩასტიტი ბონოს სახელით დაიბადა 1969 წელს და ადრეულ ასაკში თავისი მშობლების კომედიურ შოუში მონაწილეობდა, როგორც პატარა გოგო.


2000 წლამდე ის მსახიობად, მწერლად და Gay & Lesbian Alliance Against Defamation-ის მედია-დირექტორად მუშაობდა. 2008 წელს ბონომ დაიწყო კაცად გადაქცევის ტრანსფორმაცია და მოგვიანებით, თავისი გამოცდილება გადმოსცა ფილმში "Becoming Chaz".

image








4. ბუკ ანგელი


ბუნ ანგელი ცოცხალი ლეგენდა და LGBT საზოგადოების სახეა. ის სუზანის სახელით დაიბადა და პროფესიონალ ქალ მოდელად მუშაობდა, თავის საიდუმლოს კი წლების განმავლობაში მალავდა. გენდერულმა წნეხმა და ჩაგვრამ დიდი ზეგავლენა იქონია მის პიროვნებაზე და მხოლოდ სქესის შეცვლა დაეხმარა ახალი ცხოვრების დაწყებაში.


2007 წელს ბუკი Adult Video News Award-ში წლის საუკეთესო ტრანსექსუალ შემსრულებლად დაასახელეს. დღეს მას საკუთარი ფილმების კომპანია აქვს და მუშაობს მოდელად, ადვოკატად, ლექტორად და მწერლად.

image








5. ლუკას სილვეირა


ლუკას სილვეირა კანადელი როკ-მუსიკოსი და კომპოზიტორი იყო, რომელიც გოგოდ - ლილია სილვეირად დაიბადა. 2004 წელს ოჯახიდან წამოვიდა, როგორც ტრანსგენდერი მამაკაცი. დღეს ის როკ-ბენდ Cliks-ის წამყვანი ვოკალისტი და LGBT აქტივისტია. 2010 წელს ლუკასი პირველი ტრანსგენდერი კაცი გახდა, რომელმაც კანადის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ჯილდო მოიგო.

image








6. კატასტროფა


როკო კაიატოსი, ასევე ცნობილი "კატასტროფის" სახელით, ამერიკელი რეპერი და პროდიუსერია. მისი კარიერა დიდი ხნის წინ - 1998 წელს დაიწყო, როცა Youth Speaks-ში გაიმარჯვა. კატასტროფა პირველ ტრანსგენდერ მამაკაც მიიჩნევა ჰიპ-ჰოპის ჟანრში. დღეს მას მომღერლის გარდა მსახიობისა და მოდელის კარიერაც აქვს.

image








7. ჯეიმი უილსონი


ჯეიმი უილსონი 20 წლის ქანთრის მუსიკოსია, რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციამდე 18 წელი ცხოვრობდა გოგოდ. 2 წლის ვარჯიშისა და ჰორმონალური თერაპიის შემდეგ ჯეიმი ისე გამოიყურება, რომ ვერც იცნობთ! დღეს ის მოდელია, რომელიც უკვე გამოჩნდა ჟურნალ Candy-ის გარეკანზე, ასევე მამაკაცის საცვლების რეკლამებშიც.

image

image









8. თომას ბიტი


თომას ბიტმა მსოლიოს ყურადღება იმით მიიქცია, რომ პირველი "ორსული მამაკაცი" იყო. რადგანაც მისი ცოლი უნაყოფო აღმოჩნდა, თომასმა გადაწყვიტა, ქალური ორგანოები შეენარჩუნებინა, რომ ბავშვის გაჩენა შესძლებოდათ. დღეისთვის მას 3 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთიც თავად გააჩინა. დღეს თომას ბიტი მწერალი და ადვოკატია ტრანსგენდერულ საკითხებში.

image








9. ბენ მელზერი


ბენი 1987 წელს დაიბადა გოგოდ - ივონი მელზერად, მაგრამ ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობდა თავს საკუთარ სხეულში. 23 წლის ასაკში მან დაიწყო თავისი ქალური ტრანსფორმაცია.


ბენი ცნობილია იმით, რომ პირველი ტრანსგენდერი მამაკაცია, რომელიც ევროპული Men’s Health-ის ყდაზე გამოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ბენმა ცნობილი დიზაინერებისა და ბრენდების მრავალ მოდურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. NBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: "ახლა თავს ნორმალურ კაცად ვგრძნობ. თითქოს, ივონი არც არასდროს არსებობდა".

image

image






0
1394
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0