შოუბიზნესი როგორ ატარებენ ზაფხულს ცნობილი ქართველები? 2018, 13 ივლისი, 14:22 მთელი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, თუ სად და რა სიტუაციაში გავატარებთ ზაფხულის არდადეგებს, ჩვენს ნანატრ შვებულებას.. ზოგს რომაული არდადეგები აქვს დაგეგმილი, ზოგსაც პარიზული უიქენდი.. ვნახოთ, თუ როგორ და სად ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ცნობილი ქართველები
სალომე ღვინიაშვილი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ესპანეთში, ბარსელონაში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.. მაკა ასათიანი კი იტალიაში, კუნძულ კაპრიზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.. ცნობილია, რომ მაკა ასათიანი ინსტაგრამზე აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ეს ფოტო მის გვერდზე მაინც მოხვდა.. ნანუკა ჟორჟოლიანი კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ბარსელონას ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.. ყოფილი მოდელი და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი თაკო ჩხეიძე პარიზული იუქენდის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. ის დასვენებასთან ერთად საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში, სადაც მოდის კვირეულს დაესწრო. თაკო ჩხეიძე დემნა გვასალიას ქურთუკით ია ფარულავა კი თავის ინსტაგრამზე სტამბოლში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს: 585 შეფასება არ არის
|