x
image
ნინიკ
ქველმოქმედი ანჯელინა ჯოლი
imageოსკაროსანი მსახიობი, პროფესიონალი მოდელი, "მსოფლიოს ულამაზეს ქალთა" ტიტულის მფლობელი, ექვსი შვილის დედა და ბოლოს ბუნებრივად ულამაზესი, როგორც შინაგანად ისე გარეგნულად ანჯელინა ჯოლი ცნობილია თავისი ქველმოქმედებით მთელს მსოფლიოში.image

იგი პირველად პირადად მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზის ფილმ Tomb Raider-ის გადაღებებზე კამბოჯაში გაეცო. მან დაუყოვნებლივ მიმართა გაერთიანებული ერების ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაციას და გამოხატა სურვილი გამხდარიყო მათი წარმომადგენელი და დახმარებოდა ლტოლვილებს სხვადასხვა ქვეყნებში.image

2001 წლიდან ჯოლი გაეროს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. იგი კეთილი ნების მისიონერად იმყოფებოდა ათობით ქვეყნებში და პირადად ხვდებოდა ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულებს.

ჯოლი ატქიურად იყენებს თავის პოპულარობას დასახმარებლად ”ერთი ბავშვიც კი, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში გაიზრდება, უკვე ბევრია, უიმედოდ დარჩენილი ერთი ლტოლვილიც კი, უკვე ბევრია... ” - ეს სოციალური რეკლამის მთავარი გზავნილია.


imageანჯელინამ რამდენიმე დახმარების ფონდი დაარსა. 2003 წელში "the Maddox Jolie-Pitt" ფონდი შექმნა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას და გარემოს დაცვას კამბოჯაში.

2006 წელს მან გლობალური ჯანდაცვის კომიტეტის დახმარებით ჩამოაყალიბა Maddox Chivan-ის ბავშვთა ცენტრი, რომელიც უმწეო ბავშვებს ეხმარება. ამავე წელს ბრედ პიტთან ერთად ჩამოაყალიბა ირგანიზაცია Jolie-Pitt, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებებს გულისხმობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. 2007 წელს Dr. Gene Sperling-თან ერთად ჩამოაყალიბა საგანმანათლებლო ორგანიზაცია კონფლიქტებში დაზარალებული ბავშვებითვის. 2008 წლიდან იგი თანამშრომლობს Microsoft Corporation-ის წარმომადგენლებთან და ეხმარება ემიგრანტი ბავშვების ლეგალურად ჩამოყვანას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2010 წელს მან ჩამოაყალიბა the Jolie Legal Fellows Programme, რომელიც ადვოკატების დახმარებით ჰაიტიზე ბავშვთა უფლებების დაცვას გულისხმობს. ასვე ორსულობის სურათების გადაღებიდან შემოსული თანხები, დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე, რომლებიც ჟურნალებმა გადაუხადეს, დახმარების ფონდებში განაწილდა.image

ჯოლიმ აღიარება მოიპოვა მთელს მსოფლიოში, როგორც კეთილი ნების მისიონერი. 2005 წელს კამბოჯის მთავრობამ იგი ქვეყნის მოაქალაქედ აღიარა, გაწეული დახმარებების გამო. 2011 წელს გაერომ იგი დააჯილდოვა, როგორც ყველაზე დიდი ხნის კეთილი ნების წარმომადგენელი.

imageimageჯოლის მორიგი საქვემოქმედო პროექტი მისივე კოლექცია, სახელწოდებით "ჯოლის სტილი", ბევერლი ჰილსზე მდებარე მუზეუმში გამოიფინა. საიუველირო კოლექციაზე მსახიობი დიზაინერთან, რობერტ პროკოფთან ერთად მუშაობდა, რომელიც საქველმოქმედო მიზნებს ითვალისწინებს. სამკაულების უმეტესობა ჯოლის საყვარელი ძვირფასი ქვებით, ზურმუხტებით არის გაწყობილი. გამოფენილ სამკაულებს შორის არის ყელსაბამი, რომელიც ანჯელინას მისი ბოლო ფილმის "ტურისტის" გადაღების დროს ეკეთა. შემოსული თანხა მთლიანად დახმარების ფონდში გადაირიცხა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













imageimageimageimage


12
831
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
831
  
2013, 16 მარტი, 19:16
ყველანაირად კარგი ადამიანიაა ძალიან მომწონს რო ესეე ეხმარება გაჭირვებულებს
2012, 9 ივლისი, 22:18
მერე სიკეთე მსოფლიოს უნდა გააგებიოს? :///
2012, 5 ივლისი, 20:43
+100000000000000000000000000000000000000000000
2012, 4 ივლისი, 17:54
დიდი მადლობა კარგი შეფასებისთვის
2012, 4 ივლისი, 17:50
მაგარი სტატიაა მსახიობი რომელსაც ვერ ვიტანდი შემეყვარე ყოჩაღ ძალიან მომეწონა
2012, 4 ივლისი, 14:20
მადლობა :)))))))
2012, 4 ივლისი, 14:10
+10000 ანჯელინაა
2012, 4 ივლისი, 11:43
ნამდილად, ყველანაირად საუკეთესოა :)
2012, 4 ივლისი, 11:39
სუპერ ქალია
2012, 4 ივლისი, 10:19
ნამდვილად, მეც ძალიან მომწონს :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10